/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

სამკურნალო კვება სხვადასხვა დაავადების დროს

სამკურნალო კვება სხვადასხვა დაავადების დროს
სხვადასხვა დაავადების დროს მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება. არსებობს სხვადასხვაგვარი დიეტა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში კვებით რაციონს.

სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს

ჰიპერტონიის დროს უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.

დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულიასუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რაციონი გამდიდრებულიუნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის ორგანული იოდით.

კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად (არანაკლებ 4-5 კვება დღეში), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გრამი სუფრის მარილის მიღება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა (წვნიანი კერძების ჩათვლით) 1,5 ლიტრია.

პროდუქტები იხარშება ან მზადდება ჰაერღუმელში, უცხიმოდ.

ნებადართული პროდუქტები და კერძები:

პური და ცომეული

  • ნებადართულია ჭვავის პური, უხეშად დაფქვილი ფქვილით გამომცხვარი პური, უცხიმო ნამცხვარი (“პეჩენია”) (ჭარბი წონისკენ მიდრეკილებმა უნდა შეამცირონ ცომეულის მიღება).

წვნიანები

  • მიირთვით ძირითადად ვეგეტარიანული, ბოსტნეულის (კომბოსტოს, ჭარხლის წვნიანი), ბურღულეულისა და რძის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანი. უცხიმო ხორცსა და თევზის სუსტ ნახარშზე დამზადებული წვნიანი შეიძლება მიირთვათ მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში.

ხორცი

  • რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული.

თევზეული

  • ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი.

კვერცხი

  • შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი ნებისმიერი სახით.

ბოსტნეული და მწვანილი

  • მიირთვით სხვადასხვა სახის ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი), ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.

ხილის წვენები და ხილი

  • მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნისა და მისი წვენის მიღება.

ურღულეული და მაკარონის ნაწარმი

  • რეკომენდებულია შვრიის (“ჰერკულესის”), წიწიბურას, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. ჭარბი წონისაკენ მიდრეკილების შემთხვევაში ამ პროდუქტების მიღება უნდა შეიზღუდოს.

რძე და რძის პოდუქტები

  • უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი.

ცხიმები

  • რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გრამი დღეში). ნებადართულია კარაქი ან ერბო, დღეში მხოლოდ 20 გრამი.

ტკბილეული

  • ნებადართულია შაქარი (50 გრამი დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად; ჭარბი წონის შემთხვევაში ეს პროდუქტები უნდა შეიზღუდოს.

სასმელები

  • ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილის და ბოსტნეულის წვენები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელი ექიმის რჩევით.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია: უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმის მარილებითა და მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები (შვრია, წიწიბურა, ნიგოზი, ნუში), ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო და მიდიები).

ჰიპერტონიული დაავადების დროს რეკომენდებული დიეტის ერთი დღე

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: თეთრი პური - 150გ, ჭვავის პური - 150გ, შაქარი - 50გ, კარაქი - 10გ.

საუზმე

მოხარშული ხორცი - 55გ.

ზეთზე დამზადებული “ვინეგრეტი” - 180გ.

ჩაი რძით - 189გ.

მეორე საუზმე

მოხარშული ქათმის ხორცი ბრინჯით.

ბოსტნეულის სალათა.

ჩაი, პური.

სადილი

ვეგეტარიანული წვნიანი მაწვნით - 500გ.

მოხარშული ხორცის კერძი და მოხარშული კარტოფილი - 55-100გ.

ჟელე - 10გ.

სამხარი

ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული თევზი - 85გ.

ფლავი ხილით - 180გ.

ჩაი რძით - 180გ.

ვახშამი

მაწონი - 200გ.

როდესაც ჰიპერტონიულ დაავადებას თან ერთვის ათეროსკლეროზი, კუჭ-ნაწლავისა და სხვა თანმხლები დაავადებები, დიეტის კორექცია ექიმმა უნდა მოახდინოს.

სასურველია სხვადასხვა სახის განტვირთვის დღეების ჩართვა.

ხაჭოს დღე: 500გ ხაჭო, 2 ჭიქა მაწონი, გაანაწილეთ 5 ულუფად.

მაწვნის დღე: 1,5ლ მაწონი გაანაწილეთ 5 ულუფად.

საზამთროს დღე: 1,5კგ საზამთრო გაყავით 5 ულუფად.

გარგარის ჩირის დღე: 500გ გარგარი დაალბეთ წყალში და გაყავით 5 ულუფად. 3 ჭიქა ასკილის ნაყენი, სუსტი ჩაი.

რძის დღე: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 5 ჭიქა რძე;

სალათის დღე: 2-1,5კგ უმი ბოსტნეული (უმარილოდ) და ხილი მცენარეული ზეთის დამატებით, 2 ჭიქა სუსტი ჩაი - გაანაწილეთ 4-5 მიღებად.

ძირითადი და თანმხლები დაავადებების მიხედვით, აგრეთვე ინდივიდუალური თავისებურების, ნაციონალური სამზარეულოს გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლებელია შესწორებები და დამატებები შეიტანოს დიეტაში, განსაკუთებით, როცა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სამკურნალო კვება სხვადასხვა დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო კვება სხვადასხვა დაავადების დროს

სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს

ჰიპერტონიის დროს უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას, მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.

დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა.

რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის ორგანული იოდით.