დიეტა სოკოვანი დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა სოკოვანი დაავადების დროს

შესაბამისად, აღრმავებს სოკოვანი ინფექციის მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, კანდიდოზის ნებისმიერი ფორმის დროს დიეტა მეტად მნიშვნელოვანია.

დიეტის დაცვა, მადასა და “კუჭის ნება-სურვილთან” ბრძოლა, მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტის გარეშე კანდიდოზის მკურნალობას აზრი არ აქვს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა.

სოკო, კერძოდ, კანდიდას ტიპისა, წარმოადგენს უჯრედულ ორგანიზმს, რომელიც ნაწლავებში ბინადრობს და ცხოველმყოფელობის პროცესში უხვად გამოყოფს ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ტოქსინებს. ეს ტოქსინები ნაწლავთა კედლიდან სისხლძარღვებში აღწევს, სისხლის ნაკადში ხვდება და ორგანიზმის მხრიდან მუდმივი შინაგანი ბრძოლის სამიზნედ იქცევა.

ჯანმრთელი იმუნიტეტი, ჩვეულებრივ, კარგად აკონტოლებს სოკოს გავრცელებას და მისი ტოქსინების გავლენას. ამაში მას ორგანიზმისთვის სასარგებლო და კეთილისმყოფელი მიკრობებიც ეხმარებიან. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და იმუნური მექანიზმების შესუსტება კი ხელს უწყობს კანდიდას უჯრედების გამრავლებას. ამ მავნე სოკოს გამრავლება-განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ანტიბიოტიკების, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სტეროიდული ჰორმონების მიღება, ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა და სხვა.

რას გულისხმობს დიეტა

საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს თევზს, ბოსტნეულსა და წებოვნების არმქონე მარცვლოვნებს (მაგალითად, მურა, იმავე წაბლა ბრინჯს და ფეტვს). სასარგებლოა იოგურტი, რომელიც ცოცხალ კულტურებს შეიცავს. წვრილ ნაწლავში ნორმალური ბალანსის აღსადგენად აუცილებელია ბიფიდუმის ან აციდოფილუსის გამოყენება, ასევე უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით კვება, კერძოდ, შვრიის ქატოს მიღება.

საერთოდ, იმისთვის, რომ გაიჯანსაღოთ ორგანიზმი და გაიუმჯობესოთ ნაწლავთა ფუნქცია, უპირატესობა მცენარეულ საკვებს უნდა მიანიჭოთ.

სოკოვანი ინფექციის დროს განსაკუთრებით მავნებელია შაქარი, უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი და საფუარი.

მავნე პროდუქტთა სიაში მეორე ადგილი ეკუთვნის ყველს, სოკოსა და ცხიმოვან საკვებს. კანდიდოზის მკურნალობისას საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, შოკოლადი, ჩირი, ნამცხვარი, ასევე თაფლი, ლორი, მწნილეული, კარტოფილი, ძმარი, ერთი თვის განმავლობაში უარი უნდა თქვათ ციტრუსებსა და მჟავე ხილზე, კერძოდ, ლიმონსა და ფორთოხალზე, ანანასსა და პომიდორზეც კი. ერთი თვის შემდეგ ცოტ-ცოტას მიღება უკვე შეიძლება, მაგალითად, კვირაში ორჯერ. ჩამოთვლილი ხილი ორგანიზმში ქმნის ტუტე გარემოს, რომელიც ძალიან უყვარს კანდიდას. ასე რომ, ნუ მისცემთ მას კვების საშუალებას.

რა უნდა გახსოვდეთ:

  • კბილის ჯაგრისი თვეში ერთხელ მაინც გამოცვალეთ. გამოიყენეთ (და ყოველდღე იცვალეთ) ბამბის ქსოვილისგან შეკერილი თეთრეული (საცვლები) და არავითარ შემთხვევაში - სინთეტიკური, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ოფლიანობას, ბაქტერიებისა და კანდიდების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და განმეორებითი დასნებოვნების პროვოცირებას ახდენს.
  • ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიით ხანგრძლივად მკურნალობისას იზრდება კანდიდოზის მძიმე ფორმებით დასნებოვნების რისკი. ანტიბიოტიკებმა შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტიც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში K ვიტამინის მარაგის შესავსებად მწვანილი და მარწყვი უნდა მიირთვათ.
  • სოკოვანი ინფექციის დროს საკვები რაციონის 70%-ს უნდა შეადგენდეს ნახშირწყლების დაბალი შემცველობით გამორჩეული ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, უცხიმო ხორცი და თევზი, ნიგოზი, მარცვლოვნები (მსხვილად დაფქული ან სრულმარცვლოვანი).

კანდიდოზის მკურნალობის პროცესში მედიკამენტურ თერაპიას უნდა დაერთოს ახალგამოწურული წვენები - ისინი ადვილი ასათვისებელია და წმენდს უჯრედებს. ზოგიერთი ბოსტნეულის წვენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაც აქვს. მაგალითად, ძალიან სასარგებლოა სტაფილოს წვენი. განსაკუთრებით რეკომენდებულია ის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და პირის კუთხეების კანდიდოზი. მათ სტაფილოს წვენი (მესამედი ჭიქა) უნდა მიეცეთ დღეგამოშვებით, დღეში სამჯერ, ან ყოველდღიურად, დღეში ორჯერ. სასურველია სტაფილოს წვენის დაავადებულ უბნებზე წასმაც.

კანის ან მისი დანამატების, კერძოდ, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის დროს 150 გრამი სტაფილოს წვენს დაამატეთ 90 გრამი ისპანახისა და დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ.

კარგ ეფექტს იძლევა ასეთი ნარევიც: 150 გრამი სტაფილოს, 45 გრამი ჭარხლისა და 45 გრამი კიტრის წვენი.

აუცილებელია კერძებში ხახვისა და ნივრის დამატება - ისინი სოკოსთან აქტიურად მებრძოლი კულტურები გახლავთ. რეკომენდებულია ყოველდღიურად ერთი-ორი კბილი ნივრის ჭამა, განსაკუთრებით - უზმოზე.

გახსოვდეთ, დიეტა კანდიდოზის დროს იმისთვის არის აუცილებელი, რომ სოკო დამატებითი საკვების გარეშე დარჩეს, ვეღარ გამრავლდეს, ვეღარ გამოყოს ტოქსინები და ვერ მოწამლოს ორგანიზმი. გარდა ამისა, სათანადო დიეტის წყალობით სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება მაქსიმალურად ეფექტური ხდება და ინფექციაც დროულად აღმოიფხვრება!