რას ნიშნავს სწორი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს სწორი კვება

.

  • რაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა დამოკიდებული:

    • 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა;
    • 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე;
    • 15%-ით - გარემოზე;
    • 10%-ით - ჯანდაცვაზე.

თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

  • რა არის ენერგოდანახარჯი, როგორ მიმდინარეობს კვების პროცესი და კვების როგორი რეჟიმი შეიძლება ჩაითვალოს რაციონალურად

ადამიანი გამუდმებით ასრულებს სამუშაოს. მუშაობა მხოლოდ ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევა კი არ არის, არამედ თავად ორგანიზმის ცხოველმყოფელობაც. ჩვენი სხეული ძილის დროსაც კი განაგრძობს მუშაობას: გული იკუმშება, ფილტვები ასრულებენ სუნთქვით მოძრაობებს, უჯრედებში ხორციელდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებისა და განახლების პროცესი - ზოგი უჯრედი კვდება, მათ ადგილას კი ჩნდება ახალი, უჯრედის სიცოცხლეშივე ხდება უჯრედშიდა სტრუქტურების მრავალჯერადი ცვლილება. და ყოველივე ამისთვის ორგანიზმს სჭირდება მასალა, რომელიც მხოლოდ საკვებიდან შეიძლება მივიღოთ.

ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი (მაგალითად, ჰორმონები და კოფერმენტები) წარმოიქმნება სპეციფიკური ნივთიერებებისგან (ვიტამინებისგან), რომლებიც მხოლოდ საკვებ პროდუქტებშია. ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს.

სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია საკვებიდან მოდის. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ადამიანი დღე-ღამეში დაახლოებით 2200 კილოკალორიას ხარჯავს. ეს რიცხვი იზრდება, როდესაც ადამიანი მისდევს სპორტს ან ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, მცირდება, თუ მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს. მნიშვნელოვანია არამარტო კალორიების ჯამი; ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ჯგუფის საკვები ნივთიერებებისგან მივიღებთ კალორიებს.

ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარკვეული თანაფარდობა - 1:1,2:4.

ამრიგად, იდეალურ შემთხვევაში, ცილები უნდა შეადგენდეს საერთო კალორიულობის დაახლოებით 12%-ს, ცხიმები - 30-35%-ს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ეწევა მსუბუქ ფიზიკურ შრომას, სჭირდება 80-90 გრამი ცილა, 100-105 გრამი ცხიმი და 360-400 გრამი ნახშირწყლები, ჯამში - დაახლოებით 2750-2800 კილოკალორია.

ამქვეყნად არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს (გარდა დედის რძისა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი), ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით იღებს. ამიტომაც არის საჭირო მრავალფეროვანი კვება. ეს მნიშვნელოვანია ფერმენტული სისტემისთვისაც, რადგან მრავალფეროვანი რაციონი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობით ფერმენტებს უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს.

რაციონალური კვება რეჟიმის დაცვით უნდა ხდებოდეს. რეჟიმის დარღვევა ხშირად იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და დაავადებებს. ჯანსაღი კვების პირველი კანონია სწორი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის.

ჯანსაღი კვების მეორე კანონია ადამიანის სადღეღამისო რაციონის ქიმიური შემადგენლობის შესატყვისობა საკვებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. თანამედროვე დიეტოლოგიაში კვების რეჟიმის თაობაზე მიღებულია რამდენიმე მოსაზრება.

სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს კვების სტანდარტული სამჯერადი რეჟიმის დაცვას სქემით: საუზმე-სადილი-ვახშამი+ჭიქა კეფირი საღამოს. მეორენი გვთავაზობენ, ამას დავუმატოთ მეორე საუზმე და სამხარიც. ალბათ, ყველაზე ლოგიკური და მართებულია რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს მიიღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდება. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ შიმშილი და მადა. მადა შეიძლება აღგვიძრას საჭმლის სუნმა ან დანახვამ. ხშირად მაშინ კი არ ვჭამთ, როცა ნამდვილად გვშია, არამედ მაშინ, როცა "ჭამის დრო მოდის".

ჯანსაღი რაციონი მოიცავს:

  • პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე);
  • ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში);
  • ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-3-ჯერ);
  • რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს);
  • ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს).

მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა. სწორი, ჯანსაღი კვება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.