საზაფხულო პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ

გარდა იმისა რომ საზამთრო, სიმინდი ან პომიდორი ძალიან გვიყვარს, ჩვენს ყოველდღიურ რაციონში მათი მოხვედრა აუცილებელიც კი არის ჯანმრთელობისათვის.

გთავაზობთ საზაფხულო და თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტების სიას:

1. საზამთრო

  • ყველასთვის საყვარელი საზაფხულო ბაღჩეულია. შეიცავს A და C ვიტამინებს, მდიდარია კალიუმით და კიბოსთან მებრძოლი ანტიოქსიდანტით, ლიკოპენით. ასევე საუკეთესო ბუნებრივი წყაროა ამინომჟავა L-ციტრულინის. L-ციტრულინი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას და არეგულირებს წნევას.

2. კრევეტი

  • კალიუმით გაჯერებული და დაბალკალორიული უგემრიელესი კრევეტები, გარდა იმისა, რომ ყველა გურმანის საყვარელი საკვებია, ის გვეხმარება სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. სასარგებლოა გულისთვისაც, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ომეგა-3-სა და ვიტამინ B12-ს.

3. სიმინდი

  • სიმინდის სამშობლო ამერიკის კონტინენტია, საქართველოში კი ის მეთექვსმეტე საუკუნიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, აქაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სადილამდე ზღვის სანაპიროზე ნაყიდი ერთი-ორი სიმინდი თუ აქამდე უბრალოდ მსუბუქი წახემსება გეგონათ, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს ორგანიზმს D და E ვიტამინებით ამდიდრებს, ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს რისკებსაც. ის შეიცავს ლუთეინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ბადურის ყვითელი ლაქის დეგრადირების რისკებს ამცირებს.

4. სოკო

  • სოკო ნახშირწყლებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს, ასევე ამინომჟავებს, რომელთაც სრულად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, კიდევ D, B, E, B1, A, PP და C ვიტამინებს. სოკოც ამცირებს კიბოს რისკებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

5. ალუბალი

  • წვნიანი და გემრიელი ალუბალი, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, რადგან ის გაჯერებულია ორგანიზმისათვის სასარგებლო ვიტამინებითა და ნივთიერებებით. შეიცავს PP, B1, B6, K, E და C ვიტამინებს, ასევე იოდს, გლუკოზასა და ფრუქტოზას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინს და კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

6. ქლიავი

  • ქლიავი უნიკალური პროდუქტია, რადგან ის დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. არეგულირებს არტერიულ წნევას და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს PP, C, E, და P.

7. ატამი

  • ატამი მდიდარია ანტიოქსიდებით, ამიტომ ის ამცირებს კიბოსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების რისკებს. თუ დიეტური და გემრიელი საკვები გჭირდებათ, ამ შემთხვევაშიც ის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.

8. ავოკადო

  • ავოკადო ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად, ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკებსაც. ორგანიზმს ეხმარება ცხიმების წვაში, ამიტომ ის წონის დასაკლებად უებარი საშუალებაა. შეიცავს B6 და E ვიტამინებს.

9. პომიდორი

  • პომიდორი, ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და საყვარელი პროდუქტია. გარდა იმისა, რომ გემრიელია და ნებისმიერ კერძს აკეთილშობილებს, სასარგებლოც არის. შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიც არის - გლუკოზა და ფრუქტოზა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, იოდი და ა. შ. ასევე PP, K, C, E, B9, B2, B6, B1 და A ვიტამინებს.

დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მწიფეა პომიდორი, უფრო მეტად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.