მაცდუნებელი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაცდუნებელი საკვები

ხშირად ზომიერების დაცვა ჩვენს ძალებს აღემატება. ასეთია ნებისმიერი ნუგბარი და ტკბილეული: ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადი და მისგან დამზადებული სხვა ნაწარმი, ცომეული, ნაყინი. ეს ერთი შეხედვით უწყინარი საკვები დიდი რაოდენობით არც ისე სასარგებლოა. თითოეული მათგანი დამზადებულია კვერცხის, საფუვრის, სხვადასხვაგვარი კაკლის, თხილის, კაკაოს, ემულგატორების, არომატიზატორების, საღებავების, სხვა უამრავი დანამატის გამოყენებით. ამ ნივთიერებების დაგროვებამ კი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ხოლო თუ ზომიერებას დაიცავთ, ასეთი საკვები სიამოვნებასაც მოგგვრით და სასარგებლოც იქნება. ამიტომ სასურველია, ექიმების, დიეტოლოგების რჩევები გაითვალისწინოთ.

ნუ გადააჭარბებთ!

მაცდუნებელ საკვებს ყოველთვის უხვად ვხვდებით სადღესასწაულო სუფრებზე: დაბადების დღეებზე, საქორწილო დღესასწაულზე, კორპორაციულ საღამოებზე და ა.შ. განსაკუთრებით ძნელია ამგვარი კერძებისგან თავის შეკავება დიდ სუფრებზე. გულს ნუ გაიტეხთ: არ არის აუცილებელი უარი უთხრათ საკუთარ თავს სიამოვნებაზე! მაგრამ ჯანმრთელობას რომ ზიანი არ მიაყენოთ და სადღესასწაულო სუფრაზე მოლხენის შემდეგ თქვენი საყვარელი კაბაც მოხდენილად გამოიყურებოდეს თქვენს სხეულზე, რამდენიმე წესი დაიხსომეთ.

თითოეულ ნაჭერში იმდენი სიამოვნებაა...

სადღესასწაულო სუფრებზე თავი არიდეთ შებოლილ პროდუქტებს, მაიონეზით დამზადებულ მძიმე სალათებს, ცხიმიან ხორცს. ყველა ეს კერძი ისეთი ნივთიერებების მთელ ნაკრებს შეიცავს, რომელიც მავნებელია არა მხოლოდ ჩვენი ფიგურისთვის, არამედ კუჭისთვისაც. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილის ასორტებს, მსუბუქი სანელებლებით შეზავებულ სალათებს, მიკროტალღოვან ღუმელში მომზადებულ ხორცს ბოსტნეულთან ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომელთაც მინიმალური გადამუშავება გაიარეს, სადაც პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ვიტამინები და მიკროელემენტები. ასეთი კვება შიმშილის დასაკმაყოფილებლად ნაკლებ პროდუქტს მოითხოვს. მათგან ენერგია უკეთ შეითვისება და სასიამოვნო დანაყრების განცდა დიდხანს გაგყვებათ.

ფრთხილად: "პროვოკატორი" პროდუქტები!

ყოველთვის გახსოვდეთ პროდუქტი-ალერგენები: ფორთოხალი, კვერცხი, კაკალი, თხილი, თევზი, ხიზილალა, შოკოლადი. ალერგიული რეაქციების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიონ ე.წ. დელიკატესებმაც, როგორებიცაა: ლოკოკინები, მიდიები, კიბორჩხალები, კრევეტები. თუმცაღა, ეს პროდუქტები მაშინაა საფრთხის შემცველი, როცა დიდი რაოდენობით მიირთმევთ. უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ალკოჰოლის შემცველ სასმელებს, მაგალითად, მსუბუქ კოქტეილებს, რომლებიც ხილის წვენებზეა დამზადებული. არჩევანი შეაჩერეთ არა ტკბილ და სადესერტო, არამედ მშრალ ღვინოებზე. მცირე რაოდენობით მშრალი ღვინო ძალიან სასარგებლოა და სამკურნალო დანიშნულებაც კი აქვს: მაგალითად, ქართული წითელი ღვინოები: საფერავი, ქინძმარაული, თეთრი რქაწითელი და ა.შ., მართლაც სასარგებლოა და უამრავ დაავადებას ებრძვის. მშრალი ღვინოები გაცილებით სასარგებლოა კუჭისთვის. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არის დაავადებები, როცა ღვინის დალევა სახიფათოა, მაგალითად დიაბეტის დროს, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. ასე რომ, საკვებისა და სასმელების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საგანგებოდ შეარჩიოთ პროდუქტები. რაც მთავარია, დაიცავით ზომიერება!

მიუჯექით კარგად განათებულ სუფრას!

სანამ სუფრას მიუჯდებოდეთ, რეკომენდებულია წინასწარ წაიხემსოთ. მიირთვით ბუტერბროდი კარაქით ან ქონის ნაჭერი: ასე არ გექნებათ მძაფრი შიმშილის გრძნობა და თავიდან აიცილებთ მგლის მადის "შეტევებს" სუფრასთან. გარდა ამისა, ცხიმოვანი "დაცვა" ამცირებს ალკოჰოლის შეწოვას.

საიმედოობისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ფერმენტები. სუფრასთან კარგად განათებულ ადგილას მოთავსდით. მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად განათებულ სუფრასთან სხედან, ნაკლებს მიირთმევენ, ვიდრე ისინი, ვინც მოხერხებულად არის მოკალათებული ნაკლებად განათებულ ადგილებში. შესაძლებელია, აქ თავის როლს ასრულებს გადაჭარბებული მადის გამო უხერხულობის განცდა.

მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები!

მიირთვით ნელა, აუჩქარებლად, კარგად დაღეჭეთ საკვები, მიიღეთ სიამოვნება თითოეული ლუკმისგან. ნუ დალევთ ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს. ამან შეიძლება კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. კონცენტრირება მოახდინეთ არა სუფრაზე, არამედ დღესასწაულზე: მეტი ისაუბრეთ, იხუმრეთ ნაცნობ-მეგობრებთან, ბევრი იცეკვეთ, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. მაშინ დღესასწაული - დაბადების დღე იქნება, ქორწილი თუ ახალი წელი - მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ!