სადღესასწაულო სუფრა და სასმელი - ლიმონი ნაბახუსევის ტანჯვას ამსუბუქებს
თუ იგრძენით, რომ ზედმეტი მოგივიდათ, შეჭამეთ ახალი ლიმონი ან დალიეთ ლიმონის ახალგამოწურული წვენი უშაქროდ - ეს ციტრუსი მდიდარია ასკორბინის მჟავათი, რომელიც ბლოკავს ტოქსინებს და ამსუბუქებს ნაბახუსევის ტანჯვას.
ღრეობის შემდეგ მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მსუბუქი სალათები, რძის პროდექტები, სვით მეტი სითხე - წყალი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები.
გახსოვდეთ: ორგანიზმიდან ყველაზე მეტხანს გამოდის არაყი, კონიაკი და სპირტი - 100 გრამის გადასამუშავებლად ორგანიზმს 4-5 საათი სჭირდება. ამდენივე შამპანურს, ლუდსა და ღვინოს კი ორჯერ ნაკლებ ხანში მოინელებთ. ასე რომ, თუ გსურთ, დილისთვის ფორმაში იყოთ, გათვალეთ საკუთარი დოზა.
SOS-რჩევები
- სუფრასთან მეტისმეტად რომ არ შეზარხოშდეთ, წინასწარ დალიეთ მოზრდილი ფინჯანი მაგარი შავი ან მწვანე ჩაი პიტნით.
- კიდევ ერთი ფინჯანი დალიეთ სუფრის შემდეგ - საკმაოდ მალე გამოფხიზლდებით.დალიეთ ფინჯანი თურქული ყავა ლიმონის წვენით ან ლიმონის ნაჭრით. კიდევ ერთი ფინჯანი დალიეთ სუფრის შემდეგ - სწრაფად გამოფხიზლდებით.
- გაითვალისწინეთ: თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უჩივით, არც მაგარ ჩაის, არც ყავას და არც სასმლით დათრობას არ გირჩევთ.
თუ წვეულების წინ, უზმოზე, დალევთ ერთ-ორ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს, მეტი შანსი გაქვთ, არ დათვრეთ.