/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რით ვკვებოთ ხერხემალი

რით ვკვებოთ ხერხემალი
რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მძაფრად ვეჯახებით ისეთ პრობლემებს, რომელთა მოგვარება შესაძლებელია სწორი კვებით. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ამტკიცებდნენ,

რომ ყველა სატკივარი არასწორი კვების ბრალია. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველგვარ საკვებზე ავიღოთ ხელი, - სწორი კვება არ არის თვითგვემის სინონიმი, - უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.

  • შორს მავნე ჩვევები

სასურველია, საერთოდ დავანებოთ თავი მოწევას. ცნობილია, რომ ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ხერხემალი კი, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანო, სისხლძარღვების საშუალებით იკვებება. სისხლძარღვების შევიწროებისას მალათაშუა დისკები მოკლებულია სრულფასოვან საკვებს.

  • რევიზია მენიუში

თავდაპირველად ამოიღეთ რაციონიდან ყოველგვარი კონსერვი - მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ. უმჯობესია, მათ ნაცვლად შევიძინოთ გაყინული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს მარილსა და სხვა კონსერვანტებს.

დილით ფინჯანი ყავის ან მაგარი ჩაის ნაცვლად დალიეთ ხილის კისელი ან სამკურნალო ბალახებისგან მომზადებული ჩაი. კარგია პიტნა, გვირილა, კატაბალახა, ორკბილა, კრაზანა, ასკილი - ვისაც რომელი მოეწონება.

ძვლოვან სისტემასა და კუნთოვან ქსოვილზე დამღუპველად მოქმედებს მარილი, შაქარი, ცხარე სანელებლები, ხორცის ნახარშის ბულიონი, შემწვარი კერძი, ყოველგვარი შებოლილი თუ დაშაშხული პროდუქტი.

  • ვეგეტარიანელების საყურადღებოდ

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მაქვს მაღალი ქოლესტერინი,უნდა გადავიდე სიმინდის ზეთით მომზადებულ საკვებზე, რადგან ვერ ავიტანე ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები.მაგრამ ვერავინ ვერ მეუბნება კონკრეტულად რომელი ზეთი შევიძინო.გთხოვთ მითხრათ,რომელი ფირმის და წარმოების ზეთი შეიძლება მივიღო? იქნებ სახელი მიმითითოთ ყველა სხვადასხვას მეუბნება,დავიბენი,არადა სასწრაფოდ უნდა შევცვალო მზესუმზირის ზეთი.მადლობა...</p>

მალათაშუა დისკების ცენტრალური ბირთვი უპირატესად ცილოვანი ნივთიერებებისგან შედგება. მათ უნარი შესწევთ, მყისიერად შეიკავშირონ და ასევე სწრაფად დაკარგონ სითხე. ეს თვისება აუცილებელია ხერხემლისთვის, რათა გაუძლოს დატვირთვას. ამასთანავე, სრულფასოვანი ცილების სინთეზისთვის მხოლოდ ცხოველური ამინომჟავები გამოდგება. მათ შეიცავს საქონლისა და ფრინველის ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები.

ვეგეტარიანელები ცხოველურ სურსათს არ გეახლებიან. ისინი უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევენ, რის გამოც ორგანიზმში სულ ცოტა ორი ამინომჟავას დეფიციტი იქმნება. ასე რომ, ცხოველურ საკვებზე უარის თქმით ვეგეტარიანელები თავიანთ ხერხემალს ესოდენ საჭირო ”აგურებს” ართმევენ.

  • რით მოვიკლათ წყურვილი

ასევე დაგაინტერესებთ
ხერხემლის თიაქარი - ვის ემუქრება თიაქრის განვითარების საფრთხე
ზურგის ტკივილი ის სიმპტომია, რომლითაც ხერხემალი შველას გთხოვთ

სვით ბევრი სითხე. ძალიან კარგია ხილის წვენი, განსაკუთრებით - ახალგამოწურული. სახსრებისა და ძვლოვანი სისტემისთვის მეტად სასარგებლოა ციტრუსების, უპირატესად გრეიპფრუტის წვენი. ის ხელს უწყობს სითხის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას ძვლებსა და სახსრებში. სვით ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

  • საკვები მალათაშუა დისკებისთვის

ხერხემლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცხიმები (მცირე რაოდენობით) და, რაღა თქმა უნდა, ვიტამინები, განსაკუთრებით - A, D, E და K, რომელთაც ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს, ამიტომ მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს მცენარეული ზეთი და ნაღების კარაქი.

ხერხემალს ძალიან უყვარს ტკბილეული - ხილი, თაფლი... ეს პროდუქტები შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს, რომლებიც შეწოვის შემდეგ ენერგიის წყაროდ იქცევა. სწორედ ეს ენერგია სჭირდება დისკებს, რათა საკვებიდან მიღებული შეუცვლელი ამინომჟავები სწრაფად გარდაიქმნას ცილებად.

ჯანმრთელი ხერხემლის ძირითადი საკვებია მოხარშული ხორცი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ბურღულეული, ღერღილის პური, ხილი და კენკრა.

  • იცით თუ არა?

ძვლოვანი სისტემის, საზოგადოდ, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფორმირების პროცესი 18-20 წლისთვის სრულდება. რამდენად ხარისხიანი და სრულყოფილი იქნება ეს პროცესი, დამოკიდებულია როგორც ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. მზარდი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ისევე უარყოფითად მოქმედებს, როგორც არარაციონალური კვება.

მალათაშუა დისკების ქსოვილი განუწყვეტლივ ახლდება. ამ პროცესს ხელს უწყობს მიკროელემენტები და B ჯგუფის ვიტამინები, უმთავრესად - B1, B2 და B12. ამიტომაც არის, რომ რადიკულიტის შეტევისა და ოსტეოქონდროზის გამწვავების დროს ამ ვიტამინების ინექცია ტკივილებს ასუსტებს.

ხერხემლისთვის სასარგებლოა წელიწადში 1-2-ჯერ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ბალანსირებული ვიტამინომინერალური კომპლექსის კურსობრივი მიღება.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს საწოლს. ლეიბი არ უნდა იყოს მეტისმეტად რბილი, ხოლო ბალიში - მეტისმეტად მაღალი. უმჯობესია, გამოვიყენოთ ორთოპედიული ლეიბი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების ფორმას.

არ შეიძლება საწოლიდან ერთბაშად წამოდგომა. ადექით ნელა, ჯერ ფეხები დადგით იატაკზე, შემდეგ კი გაიმართეთ წელში.

იატაკიდან ნივთის აღებისას ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობას - მოიხარეთ მუხლებში და ისე დასწვდით ნივთს, ადგომისას კი ხელებით სკამს ან მაგიდას დაეყრდენით.

კომენტარები (3)
marita
გამარჯობათ პატარა თიაქარები ოპერაციის გარეშე თუ იმკურნალება?
თარიღი : 28-11-2015
osteoqondrozi
მე აღმოვაჩინე ვერჯიშები,მაწუხებდა კისრის ც5 ც6 მალების დაწევა,მაგრამ რაც დავიწყე ამ ვარჯისჰების გაკეთება შედარება არაა,ყველას გირჩევთ : http://www.mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/orthopedia/464-2009-01-23-13-14-36.html?start=1
თარიღი : 18-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რით ვკვებოთ ხერხემალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები