დიეტოლოგია

პომიდორი და მისი სოუსი ღვიძლის კიბოს რისკს ამცირებს

პომიდორი და მისი სოუსი ღვიძლის კიბოს რისკს ამცირებს
პომიდორი და მისი სოუსი აქვეითებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ანთებისა და სიმსივნის განვითარების რისკს. პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტი ლიკოპინით. ეს ნაერთი ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებებისგან დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას.

ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში მღრღნელებს აძლევდნენ ლიკოპინის შემცველ ფხვნილს. ამასთან, უქმნიდნენ პირობებს, რომელიც ღვიძლის ქრონიკული დაავადებების განვითარებას უწყობდა ხელს. აღმოჩნდა, რომ ლიკოპინის შემცველი ფხვნილი აქვეითებდა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს, მიკროფლორას უფრო მრავალფეროვანს ხდიდა, თრგუნავდა სხვადასხვა ანთებასთან დაკავშირებული ბაქტერიების ზრდას.

გარდა ლიკოპინისა, პომიდორში არის ასევე Е, С, ვიტამინები, ფოლატი, მინერალური ნივთიერებები, ფენოლური ნაერთები და
უჯრედისი. ლიკოპინი შედარებით მცირე რაოდენობითაა ასევე გუავაში, საზამთროში, გრეიფრუტში, პაპაიასა და ტკბილ წითელ წიწაკაში. კიდევ რისთვისაა სასარგებლო პომიდვრის სოუსი

ლალი ჩხიკვაძე
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
26-09-2019
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
16-09-2019