მეცნიერები დაინტერესდნენ ნაწლავის ბაქტერიებისა და ანტიოქსიდანტების ურთიერთქმედებით. კერძოდ, მათ აინტერესებდათ როგორ მოქმედებდა ანტიოქსიდანტებით მდიდარი პომიდვრის სოუსი ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებთან.
პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე პიგმენტ ლიკოპინს. ის იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. გარდა ამისა, პომიდორს პრობიოტიკური თვისებებიც აქვს, ანუ ზრდის ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას.
ლაბორატორიული ექსპერიმენტის მსვლელობისას, მკვლევარებმა შეისწავლეს სასარგებლო
თუმცა, მკვლევარებმა ასევე გამოარკვიეს, რომ პომიდვრის სოუსში არსებული ანტიოქსიდანტები აძლიერებდა Lactobacillus reuteri დადებით ეფექტს. მოთუშული პომიდვრის სოუსი ამ კუთხით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე უმი პომიდვრის. მკვლევარების აზრით, მომზადების პროცესში ლიკოპენი იცვლებოდა. ეს ხელს უწყობდა ანტიოქსიდანტების მთლიანობის შენარჩუნებას, რის გამოც უფრო მეტი ლიკოპენი იწოვებოდა.
ლალი ჩხიკვაძე