როგორ აღმოვაჩინოთ ფარულად მიმდინარე დაავადება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ აღმოვაჩინოთ ფარულად მიმდინარე დაავადება

როგორ აღმოვაჩინოთ ფარულად მიმდინარე დაავადება
რისთვის არის საჭირო პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვა. მეტ-ნაკლებად, ყველა ცდილობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუმცა, ზოგიერთი დაავადება, ჩვენი პროფილაქტიკური მცდელობის მიუხედავად, აზიანებს ორგანიზმს. ინფექციური, ონკოლოგიური ან მემკვიდრული ხასიათის დაავადებები შეიძლება შეუმჩნევლად, ხილული კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების ფონზე განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პათოლოგიური პროცესის დროული გამოვლენა და დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერება.
მაგრამ როგორ აღმოვაჩინოთ დაავადება, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა. ამის გაკეთება შესაძლებელია ყოველწლიური პროფილაქტიკული სამედიცინო შემოწმებით.
ყოველწლიური დისპანსერიზაციის ჩატარება საყოველთაო დაზღვევის პირობებში ხელმისაწვდომია. უბრალოდ გავარკვიოთ რა დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა გავიაროთ ასაკისა და სქესის მიხედვით.
• სისხლის
საერთო ანალიზი;
• სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;
• შარდის საერთო ანალიზი;
• ელექტროკარდიოგრამა (ეკგ);
• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი სასურველია 45 წლის ზემოთ;
• 45 წლის ზემოთ ასევე საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, თვალის წნევის გაზომვა;
• სტომატოლოგის გასინჯვა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, კარიესის, ღრძილების
დაავადების დროული აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.
• კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის გასინჯვა) და გასტროსკოპია (საყლაპავისა და კუჭის გასინჯვა) 50 წლის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, ამ ორგანოების დაავადებების ნიშნების არარსებობის დროსაც კი.
• წელიწადში ერთხელ ქალები უნდა გაესინჯონ გინეკოლოგს, მამაკაცები - უროლოგს. ქალები ასევე უნდა გაესინჯონ მამოლოგს, 18-35 წლის ასაკში 3 წელიწადში ერთხელ, 35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად. 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა კი ძუძუს კიბო სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ორ წელიწადში ერთხელ.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე


როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც ჰოპოფიზის წინა წილის ლაქტოტროპული
ულტრასონოგრაფია შინაგანი ორგანოების კვლევების დროს თანამედროვე მეთოდად ითვლება.
მკურნალის მომხმარებელს აინტერესებს: რა ცვლილებებია H1N1 ვირუსის დროს სისხლის საერთო ანალიზში
საზღვარგარეთ მედიცინის სფეროში ბევრი ჩვენი სახელგანთქმული თანამემამულე მოღვაწეობს,
მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდები
მენსტრუაციამ შეიძლება სისხლის ანალიზის გარკვეული მაჩვენებელი შეცვალოს.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად