როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით
ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. კანის მდგომარეობა, მათ შორის ფერიც, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. თავისებურ დაღს ასვამს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესები, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრული ფაქტორები. სამწუხაროდ, სახის კანის ფერზე დიდ გავლენას ახდენს და თავისებურ კვალსაც ტოვებს მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახის კანის მდგომარეობასა და ზოგადად, ჩვენს გარეგნობაზე, აისახება საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები. შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მანიშნებელი "განგაშის ზარები", როგორც წესი, ბევრად ადრე რეკს და ხშირად
დაავადების გამოვლენამდე გაცილებით ადრე აისახება კანზე. ამიტომაც კანზე, როგორც "ორგანიზმის სარკეზე" დაკვირვებით, შესაძლებელია დროულად მივაგნოთ პრობლემას, გამოვლინდეს ესა თუ ის პათოლოგია და რაც მთავარია, გატარდეს სათანადო ღონისძიებები.

ისტორიული რაკურსები

აღსანიშნავია, რომ სახის კანის ფერით ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში მსჯელობდნენ, ჰიპოკრატე დიაგნოსტიკაში
სხვა მრავალ დეტალთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ სახის კანის ფერს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლელ მკურნალთა გამოცდილება და პროფესიონალიზმი. მაგალითად, ჩინეთში ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში სვამდნენ დიაგნოზს სახის კანის ფერისა და მდგომარეობის შეფასებით. უძველესი ესკულაპების პროგნოზები საოცარი სიზუსტით ემთხვეოდა. სახის მიხედვით "კითხვის ხელოვნებას" ეწოდებოდა "სიან-მინ". მას მხოლოდ იმ ეპოქის გამორჩეული დიდოსტატები ფლობდნენ. ცოდნას ამ ხელოვნების შესახებ საიდუმლოდ ინახავდენენ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადასცემდენენ წარჩინებულ და გამორჩეულ შეგირდებს.


და მაინც, რაზე მეტყველებს სახის კანის ფერი? განვიხილოთ ზოგადი კანონზომიერებანი. ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანს არაჯანსაღი ფერი აქვს, ეს მეტად ზოგადი მცნებაა, რამეთუ "არაჯანსაღი ფერები" არც თუ ისე მცირეა. მაგალითად ჩინურ მედიცინაში 5 არაჯანსაღი ფერია გამოყოფილი. მწვანე, თეთრი და შავი - ტკივილის მაჩვენებელია, ყვითელი და წითელი სავსეობის სიმბოლიზებას ახდენს. ამ ხუთიდან თითოეულ ფერს გარკვეული ორგანო და წელიწადის განსაზღვრული პერიოდი შეესაბამება. წითელს - გული და ზაფხული, თეთრს – ფილტვები და შემოდგომა, შავს - თირკმელები და ზამთარი, ყვითელს – ელენთა და ზაფხულის ბოლო, მწვანეს - ღვიძლი და გაზაფხული.
თანამედროვე მედიცინაში სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით მხოლოდ ოთხ ფერს - წითელს, ყვითელს, ლურჯსა და თეთრს ენიჭება მნიშვნელობა. რაზე მიანიშნებს თითოეული:
წითელი - ორგანიზმის გადახურებას, ცხელებით მიმდინარე ინფექციურ პათოლოგიებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ნახშირჟანგით ინტოქსიკაციას;
თეთრი და მკრთალი - ანემიას (სისხლნაკლებობას), ფილტვების პათოლოგიას, ინფარქტს ან ინსულტს;
ყვითელი - ღვიძლის, ელენთის, კუჭის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) პათოლოგიებს;
ლურჯი - ფილტვის დაავადებებს, ჟანგბადოვან შიმშილს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფერებიც, მაგალითად, სახის კანის მუქი ფერი თირკმლის პათოლოგიის, შარდის ბუშტის ინფექციის დამადასტურებელია. მორუხო-მიწისფერი მიუთითებს ხშირ ყაბზობასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებზე. მწვანე ფერი ყველაზე საშიში ფერია, ამ დროს ექიმები ნაღველკენჭოვანი დაავადების სხვადასხვა გართულების, ღვიძლის ციროზის და კიბოს დიაგნოსტიკას ახდენენ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-06-2019
გიორგი
გამარჯობათ, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც შეეხება მწვანე ფერს :D მეც მომწვანო მოყვითო ფერი მაქვს ხშირად სახეზე უფრო ცხვირისა და თვალებს შორის ეს დაღლილობსმაც იცის უძილობამ
თარიღი : 07-01-2015
ლოთი
ვაი, მგონი მწვანე ფერის ვარ :(
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ის სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევისა და
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად