დიაგნოზი სახეზეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

დიაგნოზი სახეზეა

დიაგნოზი სახეზეა
ამბობენ, რომ ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა გარეგნობაზეც აისახება. მართალია თუ არა ეს და როგორ მივხვდეთ, თუნდაც კანის მდგომარეობით, რა მოსდის ჩვენს ორგანიზმს?

გსურთ გაიგოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა თქვენს ორგანიზმში? აიღეთ სარკე და ყურადღებით დაითვალიერეთ კანი. სიმშრალე, ცხიმიანობა, გამონაყარი, სიფითრე თუ სიწითლე - ყველა ეს ნიშანი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე მიგვითითებს.


ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის
კანის ჭარბი ცხიმიანობა (ცხიმოვანი ჯირკვლების მომეტებული აქტივობა) ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვთ. თუ თქვენი წონა ნორმაშია, სახე კი დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ მაინც
იწყებს პრიალს, მიზეზი შესაძლოა იყოს ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ღვიძლი არეგულირებს მეტაბოლიზმის ყველა სახეს, მათ შორის - ცხიმოვანს. ამ ორგანოს დაზიანებისას ირღვევა ორგანიზმიდან ცხიმის გამოძევება. ინტოქსიკაციის თავი
დან ასაცილებლად საქმეში ერთვება კანი და ცხიმს ფორების საშუალებით გამოყოფს. ხშირად ამ გზით გამოიდევნება ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმში საკვების, წყლისა და ჰაერის მეშვეობით ხვდება. ამ შემთხვევაში ცხიმოვან ბზინვარებას გამონაყარიც ემატება... სამწუხაროდ, ამ პრობლემის მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით მოგვარება თითქმის შეუძლებელია, სახიფათოც კი - ცხიმოვან ჯირკვლებზე ზეწოლა მთელ ორგანიზმს ინტოქსიკაციას უქადის. თუ ცხიმიანობასთან ერთად კანს მოყვითალო ელფერიც შეამჩნიეთ და, ამასთან, მარჯვენა ფერდქვეშ მჩხვლეტ ტკივილს უჩივით, სასურველია გაიკეთოთ ბიოქიმიური ანალიზი ღვიძლის ფერმენტებზე: ამინოტრანსფერაზაზე, ალბუმინსა და ბილირუბინზე, - მანამდე კი შეზღუდოთ ცხიმიანი, შემწვარი საკვები და ალკოჰოლი.

მშრალი სეზონი
კანის სიმშრალის მთავარი მიზეზი ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევაა. ჩვენ იშვიათად ვიღებთ სითხის სადღეღამისო ნორმას - 30 მლ-ს წონის ყოველ კილოგრამზე. ამის გამო უჯრედები შიგნიდან ვეღარ ნოტივდება, შედეგად კი ვიღებთ აქერცლილ კანს, დაჭიმულობის შეგრძნებას და მიმიკურ ნაოჭებს. ამისგან თავის დაზღვევა ადვილია: სვით დღეში 1,5-2 ლ წყალი და იხმარეთ დამატენიანებელი კრემი. ავიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს კანის სიმშრალე, თმის ცვენა და სისუსტე, ქალაქის ბინადართა ხშირი თანამგზავრია. საუზმეზე - წყალში გასახსნელი ფაფა, სადილად - რესტორნის ბიზნეს-ლანჩი ან ბურგერი, მიკროტალღურ ღუმელში შემთბარი ნახევარფაბრიკატი, ვახშმად - ასეთი კვების დროს - კანისთვის აუცილებელ A, E და D ვიტამინებს ვერ მიიღებთ. გამოსავალი ასეთია: სვით ვიტამინების კომპლექსები და მიეძალეთ უმ ხილსა და ბოსტნეულს. გარდა ამისა, კანის სიმშრალე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის - ჰიპოთირეოზის - ერთ-ერთი ნიშანია. ამ ორგანოს ვნებს იოდის დეფიციტი, მონიტორთან სისტემატური ჯდომა, სტრესი და ბევრი სხვა რამ. პროგრესირებადი ჰიპოთირეოზის შემთხვევაში კანის სიმშრალესთან ერთად მოსალოდნელია სახისა და ფეხების შეშუპება. თუ, ამასთანავე, გამუდმებით გეძინებათ და მარტივ საქმეებზე კონცენტრირებაც კი გიჭირთ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ის სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევისა და
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად