/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

სახსარშიდა წნევა

სახსარშიდა წნევა
ნორმალურ სახსრის ღრუში ყოველთვის არის ცოტაოდენი სითხე, რომელიც სასახსრე ზედაპირებზეა განაწილებული.

მას სინოვიურ სითხეს ვუწოდებთ. სახსარშიდა წნევას სწორედ ეს სითხე ქმნის. როდის იცვლება სახსარშიდა წნევა და რა შეიძლება მოჰყვეს მის ცვლილებას, ამის შესახებ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ გურგენიძე გვესაუბრება.

  • რა რაოდენობის სითხეს შეიცავს სახსარი და რა როლს ასრულებს ეს სითხე სახსრის ფუნქციობაში?

- სახსარშიდა სითხის ფიზიოლოგიური ოდენობა ინდივიდუალურია - ის ადამიანის ასაკზე, ფიზიკურ განვითარებაზე, ფიზიკურ დატვირთვაზეა დამოკიდებული, თუმცა არასოდეს აღემატება 6 მლ-ს. ამ ოდენობის სითხე სახსრის ღრუში სუბატმოსფერული წნევის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ნორმალურ პირობებში სახსარშიდა წნევა ატმოსფერულზე გაცილებით დაბალია და 0-დან 5-მდე მმ ვწყ სვ-ის ფარგლებში მერყეობს. მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის შესაბამისად, ჰიდროსტატიკური წნევა შესაძლოა უფრო მეტადაც დაქვეითდეს.

  • რას იწვევს სახსარშიდა სითხის ოდენობის მომატება?

- სახსარშიდა სითხის ოდენობის მომატებისას იმატებს სახსარშიდა წნევაც, მეტადრე - სახსარში მაქსიმალური მოხრითი და გაშლითი მოძრაობების შესრულების დროს. ეს მდგომარეობა სინოვიტის სახელით არის ცნობილი. იგი ტკივილსა და სახსარში მოძრაობის შეზღუდვას განაპირობებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სახსარშიდა წნევის მკვეთრმა მატებამ შესაძლოა სასახსრე ჩანთის მთლიანობის დარღვევაც გამოიწვიოს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად, ასევე - გახანგრძლივებული სინოვიტის შედეგად სასახსრე, ჰიალინური ხრტილის დაზიანების პროცესის შესაჩერებლად, დაბოლოს, სინოვიური სითხის მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური შესწავლის მიზნით რეკომენდებულია ჭარბი სახსარშიდა სითხის ევაკუაცია სახსრის პუნქციის გზით. ხშირად ამ პროცედურის დროს სახსრის ღრუში სამკურნალო მედიკამენტებიც შეჰყავთ, რაც მკურნალობის საკმაოდ ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული. თუმცა ის აუცილებლად ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს, თორემ შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიღოს.

სინოვიტი, როგორც უკვე აღვნიშნე, სახსრის ღრუში ჭარბი, პათოლოგიური სითხის დაგროვებაა, რასაც მრავალი სახსარშიდა თუ სახსარგარეთა მიზეზი აქვს. ეფექტური მკურნალობისთვის სწორედ მიზეზის დადგენაა უმთავრესი.

  • სინოვიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. რა განსხვავებაა მათ შორის?

- მწვავე სინოვიტის დროს ანთებითი პროცესი განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. მას ახასიათებს ჭარბი სახსარშიდა გამონაჟონი - სახსრის მკვეთრი შესივება, სახსრის არეში წვისა და სიმხურვალის შეგრძნება, რასაც ზოგჯერ კანის სიწითლეც ახლავს თან. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ამ სიმპტომებს სხეულის ტემპერატურის მომატება და სისხლის ცვლილებები, კერძოდ, ლეიკოციტოზი და ედსის მნიშვნელოვანი მომატება ერთვის - ეს ცვლილებები ანთებითი პროცესის ბაქტერიულ ბუნებაზე მიგვანიშნებს და მეტად საშიშია ორგანიზმისთვის.

ბაქტერიული სინოვიტი პირველივე საათებიდან აზიანებს ძვლოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს, ამიტომ დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმალური სახსრის შესანარჩუნებლად.

არსებობს რევმატოლოგიური პათოლოგიების მთელი წყება: რევმატოიდული ართრიტი, ე.წ. კრისტალ-დეპოზიტური ართროპათიები (პოდაგრა და ქონდროკალცინოზი), ფსორიაზული ართრიტი, სისტემური დაავადებების თანმხლები ართროპათიები, - რომლებიც სინოვიტის განსაკუთრებით მწვავე მიმდინარეობით გამოირჩევა.

ქრონიკული სინოვიტი უფრო დუნედ მიმდინარეობს, თუმცა დროდადრო მასაც ახასიათებს გამწვავება. რემისიის დროს, ანუ სიმშვიდის პერიოდში, ის ნაკლებშემაწუხებელია, მიუხედავად იმისა, რომ სახსრის დაზიანების ხარისხი უფრო მაღალია. ასეთ სინოვიტებს თან ახლავს სასახსრე ზედაპირების როგორც ძვლოვანი, ისე ხრტილოვანი დაზიანებები, რითაც განისაზღვრება ართროზის ხარისხი.

რაც უფრო ხანდაზმული და მიშვებულია ეს პათოლოგია, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ოსტეოართროზი და შეუქცევადია პროცესი, თუმცა სითხოვანი კომპონენტი მწვავე ფორმებზე ნაკლებად არის გამოხატული.

სინოვიური გარსის გასქელების ხარჯზე სახსარშიდა სითხე უფრო და უფრო სქელდება, იმატებს მისი სიბლანტე და ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ხშირად გვხვდება ტრავმული სინოვიტი. მას სისხლიანი გამონაჟონი ახასიათებს, რის გამოც ჰემორაგიულ სინოვიტსაც უწოდებენ.

ტრავმული დაზიანებისას დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ სახსრის ქრონიკული დამანგრეველი პროცესები.

სასურველია, მკითხველმა იცოდეს, რომ სახსარში განვითარებული პათოლოგიების დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი მეთოდია სახსრებისა და ახლომდებარე რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა - ართროსონოგრაფია.

კვლევის ეს ახალი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდი ზემოთ ჩამოთვლილი სახსარშიდა და სახსარგარეთა მიზეზების დიფერენცირებასა და სახსარში განვითარებული პათოლოგიური პროცესების შეფასებაში გვეხმარება, რითაც საგრძნობლად ზრდის მკურნალობის ეფექტს.

  • რამდენადაც ვიცი, სინოვიური სითხის ცვლილებები არასახსარშიდა მიზეზებით გამოწვეული სინოვიტებისთვისაც არის დამახასიათებელი...

- არსებობს სახსროვანი პათოლოგიების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არასახსარშიდა მიზეზებით არის განპირობებული და საკმაოდ რთული სადიაგნოზოა. მათ რეაქტიულ, მეორეულ სინოვიტებს უწოდებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ქლამიდიური გენეზის სინოვიტი, ჰორმონული გენეზის სინოვიტი და ნეიროგენული, “რადიკულიტური” სინოვიტი, რომელიც ბოლო ხანხ მეტად გახშირდა. ეს პათოლოგია უმეტესად დაკავშირებულია ბრტყელტერფიანობასა და სკოლიოზთან, აგრეთვე - ხერხემლის ტრავმულ დაზიანებებთან (დისკოს პროთრუზიებთან, თიაქრებთან). მას იწვევს არასწორი სტატიკური დატვირთვა და სახსარზე მოქმედი მექანიკური ფაქტორები: სინოვიური გარსის გაღიზიანება, კუნთოვანი, მყესოვან-იოგოვანი აპარატის გადაძაბვა, ძვლოვან ქსოვილებში მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რის შედეგადაც სახსრის ქსოვილებში გროვდება სხვადასხვა ნივთიერება, რომლებიც აღიზიანებს ტკივილის რეცეპტორებს და სახსრებში მეორეულ ანთებით და დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს იწვევს.

სახსარგარეთა მიზეზით აღმოცენებული პათოლოგიის ზუსტი მიზეზის დადგენა აუცილებელია ეფექტური მკურნალობისთვის, რადგან ასეთი პათოლოგიების დროს სახსარშიდა ინექციების კეთება უსაფუძვლო და უშედეგოა.

კომენტარები (1)
fatima
მე ცალიან მაწუხებს ზედა კიდურები, განსაკუტრებიტ ხელის მტევნები, მხრის სახსარი, რომელსაც მაგლა ვერ ვწევ. საერტოდ სახსრები, ვარ 52 წლის, მაგრამ ეს ეხლა არ დამწყებია.გტხოვტ დამაკვალიანოტ , სად მივიდე და რა გამოკვლევები დამცჰირდება.გმადლობტ.
თარიღი : 22-12-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც კუნთების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება.
სრულად
სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება

დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევის ორი მონათესავე მეთოდია. რა არის ამ მეთოდების არსი და განსხვავება?
სრულად
როდის არის საჭირო თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება არის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინსტრუმენტული მეთოდი, რომელსაც ექიმები იყენებენ კარდიოლოგიაში, ნევროლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.
სრულად
როგორ გამოვიკვლიოთ გული
როგორ გამოვიკვლიოთ გული
სრულად
რატომ და როდის კეთდება მუცლის აორტის ულტრაბგერითი კვლევა

მუცლის აორტისა და მისი ტოტების ულტრაბგერითი კლვევა არის არაინვაზიური გზა შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის.
სრულად
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სახსარშიდა წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები