რატომ გვექავება ცხვირი
ამ დროს ცხვირის ლორწოვანი შუპდება, სუნთქვა ფერხდება, რის გამოც ბევრი თვითნებურად იყენებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს. ამ პრეპარატების გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს - მიჩვევას იწვევს და საშიშია. ეფექტიანია და გაცილებით უსაფრთხო ცხვირის ღრუში სხვადასხვა ხსნარის გამოვლება.
ცხვირის ქავილის გარეგან მიზეზთაგან აღსანიშნავია ქიმიური და მექანიკური გამღიზიანებლები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ალერგენები, თამბაქოს კვამლი, მძაფრი სუნები, აირები და აირისმაგვარი ნივთიერებები, პარფიუმერიული ნაწარმი, ცხვირის ტრავმა, შინაგანი ფაქტორებიდან კი - სხვადასხვა ინფექცია.
მიზეზის დაუზუსტებლად მკურნალობის დაწყება არ შეიძლება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცხვირის ქავილს ხშირად ერთვის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამონადენი (სურდო), თვალების გაწითლება და გაძლიერებული ცრემლდენა.
-
ცხვირის სიმშრალე და ქავილი
ზოგჯერ ცხვირის ქავილი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალითაა განპირობებული. ეს უკანასკნელი ზოგჯერ შეგუბებით პროცესებთან მონაცვლეობს. ლორწოვანის სიმშრალის დროს ქავილს ხშირად წვის შეგრძნებაც ახლავს თან, ლორწოვანზე კი ერთგვარი ქერქები წარმოიქმნება. ამ სიმპტომებს ზოგჯერ ერთვის თავის ტკივილი, წიაღების არეში სიმძიმის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენაც.
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს სუნთქვა რთულდება (ღრუში მოხვედრილი ჰაერი ვეღარ ტენიანდება და იწმინდება). ამ პათოლოგიურ პროცესებს სხვადასხვა რამ იწვევს.
ხშირად ლორწოვანის სიმშრალეს პროვოცირებას უწევს კლიმატური პირობები, შენობაში მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბინძურება, ასევე - ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ბრონქების გამაფართოებელი და ატროპინის შემცველი პერაპარატები.
ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე ზოგიერთი დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, მშრალი კერატოკონიუნქტივიტის დროს მცირდება თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ტენიანობა.
არსებობს სიეგრენის სინდრომიც, რომელსაც რევმატოიდულ ართრიტს მიაკუთვნებენ, მაგრამ ლორწოვანების სიმშრალე და სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება ახასიათებს.
სურდო და მისი მკურნალობა
რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას სურდოსაც უწოდებენ. რინიტი შეიძლება იყოს ქრონიკულიც და მწვავეც. მწვავე რინიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ყველა ადამიანს გამოუცდია. ის დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა ინფექციური დაავადების თანმხლები სიმპტომიც იყოს. ქრონიკული რინიტი დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელსაც აქვს საერთო სიმპტომები:
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ცხვირიდან გამონადენი;
- ყნოსვის დაქვეითება.
ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს:
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ქავილი და წვა;
- ცემინება;
- ქერქების გაჩენა;
- უსიამოვნო სუნის შეგრძნება;
- უმნიშვნელო სისხლდენა;
- ცხვირ-ხახაში ბლანტი ლორწოს დაგროვება;
- ნესტოებსა და ზედა ტუჩზე კანის გაღიზიანება;
- ხვრინვა და ძილის ხარისხის გაუარესება.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/yeli-yuri-ckhviri/3645-surdo-da-misi-mkurnaloba.html