/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ასაკი და მხედველობა

ასაკი და მხედველობა
ასაკთან ერთად მხედველობა რომ უარესდება, ეს ბავშვობიდანვე ვიცით და ვეგუებით. რას ვიზამთ, წლებს თავისი მიაქვს... ხანში შესვლისას მხედველობას სიმახვილე აკლდება,

კითხვისას გაცილებით მკვეთრი და ძლიერი სინათლე გვჭირდება, თვალი ჩვეულებრივზე ადვილად იღლება - ეს მაკულოდისტროფიის პირველი ნიშნებია, დაავადებისა, რომლის დროსაც ბადურას ცენტრალური ნაწილის ფუნქცია ირღვევა და მხედველობა ქვეითდება.

  • რატომ გვაკლდება მხედველობა

თვალს რეფრაქციის უნარი შესწევს, ანუ შეუძლია გარდატეხოს სხივები და ბადურას ერთ წერტილში - ყვითელ ხალში - შეკრიბოს. ბადურა თვალის ოპტიკური ნაწილის ცენტრალური ორგანოა, რადგან სწორედ მასზე მიიღება გამოსახულება, რომელსაც ტვინი აღიქვამს. როცა ადამიანს თვალი კარგად უჭრის, რეფრაქცია თანაბარზომიერია, ანუ გარდატეხილი სხივები ბადურაზე ზუსტად ერთ წერტილში - ყვითელ ხალში იკრიბება და მხედველობაც მკაფიოა.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა რეფრაქცია არათანაბარზომიერი ხდება - სხივების არასწორი გარდატეხის გამო გამოსახულება არა ბადურაზე, არამედ მის წინ ან უკან მიიღება. განასხვავებენ არათანაბარზომიერი რეფრაქციის ორ ფორმას: ჰიპერმეტროპიას და მიოპიას. ჰიპერმეტროპიის ანუ შორსმხედველობის დროს თვალის სხივების გარდამტეხი ძალა ნორმალურზე სუსტია და გარდატეხისას სხივები ბადურას უკან იკრიბება, მიოპიის ანუ ახლომხედველობის შემთხვევაში კი თვალის ოპტიკურ სისტემაში სხივები ნორმალურზე მძლავრად გარდატყდება და ბადურა გარსის წინ იკრიბება. ნებისმიერ ასაკში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ რეფრაქციის ნორმალური უნარის დარღვევაა. რაც შეეხება ხანდაზმულ ასაკს, მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებას მიიჩნევენ, როცა ბადურას ყვითელ ხალში - თვალის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობის სიმახვილეს უზრუნველყოფს, ირღვევა ნერვული უჯრედების კვება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა ბიოლოგიური დაბერებისა, ყვითელი ხალის ნერვულ უჯრედთა ფუნქციებს არღვევს:

  1. გადატანილი ტრავმა;
  2. თვალის ინფექციური და ანთებითი დაავადებები;
  3. ახლომხედველობა;
  4. ბადურას კაპილარული სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  5. თვალის სკლეროზული ცვლილებები;
  6. ასაკის თანამდევ მხედველობის ძლიერ დაქვეითებას ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალები - მავნე მოლეკულები, რომელთა რაოდენობაც ორგანიზმში ასაკის მატებისა და ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელების კვალდაკვალ იზრდება;
  7. მხედველობის მტერი ყოფილა სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობაც.

მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: უფრო მეტად სუსტ სქესს ემტერება. განსაკუთრებით ადვილად ერევა მწეველებს, ამ უკანასკნელთ მხედველობა არამწეველებზე რამდენჯერმე სწრაფად უქვეითდებათ.

  • მაკულოდისტროფიის ნიშნები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

თვალისჩინი შეუმჩნევლად, ნელ-ნელა იკლებს, თვალი მუშაობისას ადრინდელზე მეტ სინათლეს ითხოვს, მხედველობა თითქოს დაბინდულია, საგნები ძნელად აღიქმება და, რაღა თქმა უნდა, ჩვეული საქმიანობაც გაცილებით მალე გვღლის. დროთა განმავლობაში წერა-კითხვა ძნელდება, თვალი ადვილად იღლება, განსაკუთრებით - კითხვისა და დაძაბვისას, იწყება ცრემლდენა, რაც სამუშაოს შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე ხანში თავისთავად წყდება.

  • როგორ მოვიქცეთ?

  1. როგორც კი შეამჩნევთ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  2. სიტუაცია საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ, რათა მხედველობის კორექციის სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით დროულად შეაჩეროთ მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება.
  3. მხედველობის ასაკობრივი გაუარესებისას ძალზე ეფექტურია ისეთი პრეპარატები და კვებითი დანამატები, რომლებიც ანტიოქსიდანტებსა და თუთიას შეიცავს.
  4. სასარგებლოა სელენით, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები, რადგან მათში შემავალი ნივთიერებები დროულად და ეფექტურად აუვნებლებს იმ მავნე მოლეკულებს, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებას აჩქარებს.
  5. ხანდაზმულებს ვურჩევთ, მუდმივად იკონტროლონ არტერიული წნევა, წელიწადში ორჯერ მაინც შეიმოწმონ სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარი.
  6. კარგი იქნება, თუ მუდმივად ატარებთ მზის სათვალეს, განსაკუთრებით - მზიან ამინდში.
  7. დროულად და საფუძვლიანად უმკურნალეთ გლაუკომასა და კატარაქტას.
  8. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ სათვალე, რომელსაც ხმარობთ. ხშირად თვალის გადაღლა, წვა, აცრემლება, თავის ტკივილი და შრომის უნარის დაქვეითება არასწორად შერჩეული სათვალის "დამსახურებაა". გახსოვდეთ: მხედველობის სრულფასოვანი კორექცია მხოლოდ კვალიფიციური ოკულისტის მიერ შერჩეულ სათვალეს შეუძლია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ასაკი და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები