გლაუკომა და მომატებული თვალშიგა წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლაუკომა და მომატებული თვალშიგა წნევა

თუ გლაუკომის დიაგნოზი დაისვა, დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვე გრძელდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, კომპენსირდება თუ არა დაავადება. თუ დაავადება ერთ თვალზე აღმოჩნდა, აუცილებელია დაკვირვება მეორე თვალზეც, თუმცა, პაციენტები რომ ამბობენ, "მეორე თვალზეც გადამედებაო", როგორც წესი, ასე არ ხდება. როდესაც გლაუკომის დიაგნოზი დასმულია, იწყება კონსერვატიული მკურნალობა. ინიშნება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, ვიტამინების კომპლექსები და სხვა. კონსერვატიულთან ერთად იყენებენ ლაზერულ და ოპერაციულ მეთოდებსაც. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს პაციენტი ექიმის დანიშნულებას. გარდა ყოველდღიურად მისაღები თუ ჩასაწვეთებელი პრეპარატებისა, აუცილებელია თავის შეკავება სიგარეტისგან, სასმელებისგან, კოფეინის შემცველი სასმელებისგან - ჩაისა და ყავისგან, აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

უნდა ვერიდოთ ნერვულ სტრესს. მართალია, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ძნელია ყველაფრის შესრულება, მაგრამ ცოტა რომ შეიზღუდოს პაციენტმა თავი, მკურნალობის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნება. არ შეიძლება ჩაბნელებულ ოთახში კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომა, შებინდებისას მანქანის მართვაც არ არის სასურველი. მზიან ამინდში არათუ სასურველი, აუცილებელიც არის სპეციალური მწვანე ანტიგლაუკომური მინებით აღჭურვილი სათვალის ტარება. თვალშიგა წნევის მომატებას იწვევს ირიდოციკლიტიც, ამიტომ ჭირს ამ დაავადების გლაუკომისგან დიფერენცირება. თვალის წნევის მომატება ზოგჯერ წითელი თვალის სინდრომისა და არტერიული კრიზის დროსაც შეინიშნება, რამაც გამოცდილი ექიმი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. დაბოლოს, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თვალშიგა წნევა ერთჯერადად იმატებს, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს რაიმე დაავადების შედეგი. ვითარებაში გასარკვევად პაციენტზე დაკვირვებაა საჭირო.

წაიკითხეთ სრულად