რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს ბავშვის მხედველობის განვითარების პროცესში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს ბავშვის მხედველობის განვითარების პროცესში

მხედველობითი სისტემა მთელი ბავშვობის განმავლობაში ვითარდება. ადრეულ ასაკში გამოვლენილი მცირედი გადახრაც კი მძიმე პათოლოგიას გვაცილებს თავიდან.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

  • წამწამების ზრდას. არის შემთხვევები, როდესაც წამწამები არათანაბრად იზრდება, ეხება გუგას და შესაძლოა, ანთებისა და რქოვანა გარსის დაზიანების მიზეზად იქცეს.

  • თვალის ჭრილს. ახალშობილს იგი ვიწრო აქვს. დააკვირდით, ხომ არ განსხვავდება ერთმანეთისგან მარჯვენა და მარცხენა ჭრილები, თანაბრად არის თუ არა ორივე თვალი ამობურცული თვალბუდიდან.

  • თვალის ზომას. დააკვირდით, სიმეტრიულია თუ არა ანდა სხვადასხვა ზომისა ხომ არ არის თვალები. თვალის ზომის მომატება მძიმე პათოლოგიაზე - თანდაყოლილ გლაუკომაზე მიუთითებს. ამ დაავადების დროს იმატებს თვალშიგა წნევა, რასაც მხედევლობის სწრაფი და შეუქცევადი დაქვეითება მოჰყვება.

  • თვალის ყველა ხილული სტრუქტურა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს, რქოვანა გამჭვირვალე უნდა იყოს, ფერადი გარსები - ერთნაირი შეფერილობის. მნიშვნელოვანია გუგის რეაქცია სინათლეზე. ის უნდა შეფასდეს ჩაბნელებულ ოთახში, სინათლის წერტილოვანი წყაროს გამოყენებით. სინათლის სხივის მოხვედრისას ჯანსაღი გუგა ვიწროვდება.

  • თუ ნორმიდან გადახრის რაიმე ნიშანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბავშვთა თვალის ექიმს. საზოგადოდ კი პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენისთვის ოკულისტის გეგმური კონსულტაციები ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს.  მ

  • თუ არსებობს თვალის დაავადების განვითარების ალბათობა, მაგალითად, თუ ახალშობილი დღენაკლულია, პირველი კონსულტაცია სამშობიარო სახლშივე ტარდება.

  • თუ არც ხილული პათოლოგია არსებობს და არც მისი განვითარების რისკი, გეგმური კონსულტაცია უნდა ჩატარდეს, როცა ახალშობილს ერთი თვე შეუსრულდება. ოკულისტი დაათვალიერებს თვალის ფსკერს, შეაფასებს მხედველობით ფუნქციას.

  • მომდევნო ვიზიტები ტარდება ექვსი თვისა და ერთი წლის ასაკში, ამის შემდეგ კი - წელიწადში ერთხელ.

  • თუ მშობლებს ან ახლო ნათესავებს ჰქონდათ თვალის დაავადება, სასურველია, ბავშვი ხუთ წლამდე მიიყვანოთ სპეციალიზებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში.
გახსოვდეთ: ადრეულ სტადიაში გამოვლენილი დაავადება უმეტესად მკურნალობას ექვემდებარება.

წაიკითხეთ სრულად