ერთად ყოფნის ხელოვნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ერთად ყოფნის ხელოვნება

ერთად ყოფნის ხელოვნება
სქესობრივ ურთიერთობას ორი მთავარი მტერი ჰყავს: ჯანმრთელობის პრობლემები და პარტნიორთან ცუდი დამოკიდებულება. ააწყო და შეინარჩუნო ყოველმხრივ ჰარმონიული კავშირი - ხელოვნებაა, რომელიც შეიძლება ისწავლო, ისევე როგორც ააწყო და შეინარჩუნო ჯანმრთელობა.

სქესობრივი ჯანმრთელობის მთავარი მტრები
როგორც წესი, ეს იგივე ფაქტორებია, რომლებიც საერთო ჯამში ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას და დროზე ადრე გვაბერებენ.


1. მოწევა, პასიურიც კი, ანუ სხვისი თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა, გაცილებით საშიშია, ვიდრე ალკოჰოლის ზომიერი მიღება.
2. სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დარღვევები სქესობრივი დისფუნქციის გავრცელებული მიზეზებია, განსაკუთრებით - მამაკაცებში. ქალების ჯანმრთელობასა და
სქესობრივ სურვილებზე გავლენას ახდენს არა იმდენად სიმსუქნე ან სიგამხდრე, რამდენადაც ვიტამინებისა და ცილების უკმარისობა. ახალგაზრდობაში ბუნებრივი ჰიპერსექსუალობა ამ უკმარისობას გადაწონის, მაგრამ მოგვიანებით სურვილიც და შესაძლებლობაც მკვეთრად ეცემა არასწორი კვების გამო. არადა, ადამიანების უმრავლესობა ლიბიდოს ამგვარ დაქვეითებას ბუნებრივად მიიჩნევს ან სხვა ახსნას უძებნის მას და არცთუ
იშვიათად საკუთარ პრობლემებში პარტნიორს ადანაშაულებს.
3. ქრონიკული დაღლილობა და სტრესი სქესობრივი ჰარმონიის თითქმის ყველაზე მეტად დამანგრეველი ფაქტორებია. მათ კარგად იცნობენ ბიზნესმენთა მეუღლეები და, საერთოდ, საქმიანი და წარმატებული ადამიანების დიდი ნაწილი. მამაკაცები, რომლებსაც არ აწუხებთ კვებისა და ვიტამინების დეფიციტი, ყველაზე ნაყოფიერ, აქტიურ ასაკში ხშირად სრული სექსუალური აპათიით იტანჯებიან მუდმივი სტრესებისა და გადაღლილობის გამო.
4. არსებობს “წმინდა” სექსუ­ალური პრობლემებიც, რომლებზეც თვალის დახუჭვა არ ღირს. ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სექსუალური დარღვევებია მეორეული (ანუ სიცოცხლის განმავლობაში აღმოცენებული) ორ­გაზმის უქონლობა, ვაგინიზმი და დისპარეუნია (სპაზმები და მტკივნეული შეგრძნებები სქესობრივი აქტის დროს), რომლებიც ასიდან 90 შემთხვევაში კორექციას ექვემდებარება.
5. მამაკაცებთან ხშირად გვხვდება ნაადრევი თესლდანთხევა, რომელიც, ფორმის კვალობაზე, 78-82%-ში იკურნება. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს დაავადებაა, რომლის გამოც უნდა მიაკითხოთ ექიმს. ისევე როგორც სხვა დაავადებები, სქესობრივი დარღვევებიც, უმჯობესია, ნებაზე არ მივუშვათ.

და მაინც, სექსუალური ჰარმონიის მთავარი მტრები თავად ვართ, უფრო სწორად, ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის დაბალი კულტურა.

1. თუ მამაკაცს მიაჩნია, რომ საკუთარი მოვალეობა ქორწინების სასახლემდე მისვლით შეასრულა და ამიერიდან შეუძლია მოეშვას, აღარ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, უარი თქვას მეუღლის დახმარებაზე, მაშინ ის მზად უნდა იყოს ნაკლები ტემპერამენტის მქონე მეუღლის “გაცივებისთვის”. უფრო აქტიური მეუღლე, რა თქმა უნდა, მისი შემცვლელის პოვნას შეეცდება.
2. ცოლს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, გამარჯვება დარჩეს ქმართან კამათის დროს, მუდმივად აკრიტიკებს და ამცირებს მას, შორსმხედველს ვერ დავარქმევთ. მისი დღევანდელი გამარჯვება ხვალინდელი დამარცხებაა. თუ ქმარი მასში ქალს, სექსუალური სურვილების ობიექტს ვეღარ დაინახავს, ისღა დარჩენია, საკუთარ თავს დააბრალოს. აგრესიული ქცევა, ეჭვიანობა, ქიშპობა, ჩხუბი ფულის გამო, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლობა სექსუალურ ჰარმონიას ანგრევს.

კარგ საყვარლებად არ იბადებიან
სქესობრივ ცხოვრებაში, ისევე როგორც, საზოგადოდ, ცხოვრებაში ყველაფერი ნარნარად არ მიმდინარეობს. ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, კაშკაშა, დაუვიწყარი მომენტები და “ზამთრის ძილის” დრო. ეს უნდა გვახსოვდეს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი კარგი უკან მოვიტოვეთ. სხვათა შორის, ის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც ხელოვნების დარგს, ვინც მთელი ცხოვრება სწავლობს და მუდმივ ძიებაშია, აპათიასა და მოწყენილობას, სტიმულებისა და სურვილების უქონლობას, ჩვეულებრივ, არ უჩივის. სქესობრივ ცხოვრებაშიც ყველაფერი ისევეა მოწყობილი, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში: ან სრულყოფილებისკენ მიისწრაფვით და იზრდებით, ან დეგრადირებას განიცდით და პოზიციებს თმობთ. ადამიანთა უმრავლესობას ეს კარგად ესმის. ყველასათვის ნათელია: თუ გსურს, შენი საქმის ოსტატი იყო, ახალგაზრდობაში ნასწავლს არ უნდა დასჯერდე; აუცილებელია, განუწყვეტლივ ეძებო და აითვისო სიახლეები. ეს საკუთარი თავის რწმენას გმატებს, ერთფეროვნებასა და მოწყენილობასთან ბრძოლაში გეხმარება. იგივე ხდება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის - პარტნიორთან ურთიერთობის დროსაც. აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს სასწავლო ვიდეოფილმების სერიები, რომელთა დევიზია “კარგ საყვარლებად არ იბადებიან”. ამ ფილმებს ფოსტით უკვეთენ და მათი ძირითადი მომხმარებლები ფიცხი და თვითდაჯერებული ახალგაზრდები კი არა, სტაჟიანი მეუღლეები არიან, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობების გარდაქმნა და დახვეწა სურთ. ფილმებში როდია საქმე, - მთავარია ზრდისა და თვითსრულყოფის, ცხოვრებისგან მეტი სიხარულის მიღებისა და საყვარელი ადამიანისთვის მეტი ბედნიერების მინიჭების სურვილი. ყველაფერი დანარჩენი კი შეიძლება მოიფიქრო, ფოსტით შეუკვეთო ან აფთიაქში იყიდო.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ავტორიტეტულ გამოცემაში Visual Journal of Emergency Medicine ინფექციის გავრცელების უჩვეულო შემთხვევისადმი მიძღვნილი სტატია დაიბეჭდა.
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
სექსი შესანიშნავი პროცესია, რომელსაც დადებითი ემოციები და შეგრძნებები ახლავს.
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად