სქესობრივი აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

სქესობრივი აღზრდა

სქესობრივი აღზრდა
უკანასკნელი წლების განმავლობაში სქესობრივი აღზრდის შესახებ შეხედულებები სულ უფრო ურთიერთსაპირისპირო გახდა. ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ აუცილებელია, ბავშვებს სქესობრივი საკითხებისადმი სწორი დამოკიდებულება განვუვითაროთ, მაგრამ მოსაზრებები იმის შესახებ, რა უნდა ვასწავლოთ და ვინ უნდა იყოს ამით დაკავებული, ისევ და ისევ ურთიერთსაპირისპიროა.


კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან ცოტაა მშობელი, ვისაც სურს და შეუძლია შვილების სწორი სქესობრივი აღზრდა, მოზარდთა გამოკითხვის შედეგები კი მოწმობს, რომ სექსის შესახებ ძირითად ინფორმაციას ისინი ოჯახში კი არა, არამედ თანატოლებისგან იღებენ. ზოგიერთი მშობელი კატეგორიულად უარყოფს სქესობრივი აღზრდის აუცილებლობას. ფაქტობრივად, ეს
სიტუაციის განვითარების ყველაზე უარეს ვარიანტს ნიშნავს: ბავშვის მიერ სექსის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე მშობლების გავლენა ნულამდე იქნება დაყვანილი. ამის თავიდან ასაცილებლად ბევრი მშობელი დიდი სიფრთხილით, მაგრამ მაინც იწყებს შვილის სქესობრივ აღზრდას. სიფრთხილე უმთავრესად იმის ბრალია, რომ მშობელს არ სურს, რამით შეაშინოს ბავშვი ან აცნობოს მას რომელიმე
უადგილო წვრილმანი.

ისიც სათქმელია, რომ ბავშვების “ეშმაკურ” კითხვებზე პასუხის ერთადერთი სწორი ვარიანტი არ არსებობს. ინტიმური თემების განხილვის დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული ბავშვის ასაკსა და მშობლების შინაგან მდგომარეობაზე. თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი წესი:

  • საუბარი ბუნებრივად უნდა წარიმართოს, ისევე როგორც სხვა თემების განხილვისას.
  • სქესობრივი საკითხების განხილვის დროს თავი უნდა არიდოთ გრძელ სასწავლო-შემეცნებით ლექციებს. ხშირად ბავშვს დიდხანს არ შეუძლია ყურადღების მობილიზება, მას სურს კითხვების დასმა და მათზე მოკლე კონკრეტული პასუხების მიღება.
  • თუ ბავშვი უცენზურო სიტყვებს ხმარობს, ჯობს მშვიდად აუხსნათ მათი მნიშვნელობა, მერე კი განუმარტოთ, რატომ არ გსურთ, ეს სიტყვები გამოიყენოს. მაგალითად: “არავის ესიამოვნება ასეთი სიტყვების გაგონება” ან “ეს არ არის საუკეთესო ხერხი იმის ასახსნელად, რასაც გრძნობ”. გაბრაზებაც და ხუმრობაც უცენზურო გამოთქმებზე, ჩვეულებრივ, უბიძგებს პატარას, განაგრძოს არანორმატიული ლექსიკის გამოყენება.
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვმაც კი უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი სექსუალური ძალადობისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ასწავლოთ პატარას, უთხრას უფროსებს “არა”; აუხსნათ, რომ ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი შესაძლოა არასწორად იქცეოდეს, მაგრამ მას არ უნდა შეეშინდეს უფროსისთვის სადმე წაყოლაზე უარის თქმა და ყოველთვის უამბოს მშობლებს ნაცნობისა თუ უცნობის ასეთი “წინადადებების” შესახებ.
  • საუბარი მოახლოებული სქესობრივი მომწიფების შესახებ მანამდე უნდა დაიწყოთ, სანამ ბავშვი მოზარდ ასაკს მიაღწევდეს. ფიზიკური ცვლილებები (მათ შორის - სარძევე ჯირკვლების განვითარება, მენსტრუაცია და პოლუცია) შესაძლოა ათ წლამდეც დაიწყოს.
  • ბიჭუნებს მენსტრუაციის შესახებ უნდა მოუყვეთ, გოგონებმა კი უნდა იცოდნენ, რა არის ერექცია. არ ღირს ისეთი თემებისთვის გვერდის ავლა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი და პროსტიტუცია. ბავშვების უმრავლესობა ასეთი მოვლენებისადმი ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს, როდესაც ტელევიზიითა თუ პრესით შეიტყობს მათ შესახებ.
  • მოუყევით შიდსისა და სხვა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა, მაგრამ ეცადეთ, ამ დროს გაითვალისწინოთ ბავშვის რეაქცია. არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, 5-6 წლის ბავშვი იმით დააშინოთ, რომ შიდსი კლავს. სხვა საქმეა, რომ შეიძლება, ეს საუბარი მანამდე გადადოთ, ვიდრე ბავშვი მოზარდ ასაკს მიაღწევდეს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში საკამათოდ უკვე აღარ მიიჩნევა, რომ უმცროსკლასელებმაც კი უნდა იცოდნენ, რა არის შიდსი და როგორ გადაეცემა ის.
  • ეცადეთ, ბავშვს არ რცხევნოდეს საკუთარი სხეულის ან ეზიზღებოდეს ის. ნუ ეტყვით: “შენ ჯერ მეტისმეტად პატარა ხარ იმისთვის, რომ ეს გაიგო”. თუ ბავშვი კონკრეტულ კითხვას სვამს, მან უნდა მიიღოს მკაფიო, მისთვის ადვილად გასაგები პასუხი.
  • თუ კითხვაზე პასუხი არ იცით, ნუ მოგერიდებათ ამის აღიარების, მოძებნეთ ინფორმაციის კომპეტენტური წყარო.
  • როდესაც ბავშვის კითხვას უპასუხებთ, დარწმუნდით, რომ მან სწორად გაიგო თქვენი სიტყვები. შეამოწმეთ ისიც, რამდენად შეესაბამება თქვენი პასუხი იმას, რისი გაგებაც სინამდვილეში უნდოდა ბავშვს. თუ საუბრისას ახალი კითხვები გაუჩნდა, ეს კარგია.
  • დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სწორი სქესობრივი აღზრდა იმასაც გულისხმობს, ადამიანს მისი სქესისთვის დამახასიათებელი ქცევა და ჩვევები ჩამოვუყალიბოთ. ეს არამცთუ სასურველი - აუცილებელიცაა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ავტორიტეტულ გამოცემაში Visual Journal of Emergency Medicine ინფექციის გავრცელების უჩვეულო შემთხვევისადმი მიძღვნილი სტატია დაიბეჭდა.
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
სექსი შესანიშნავი პროცესია, რომელსაც დადებითი ემოციები და შეგრძნებები ახლავს.
ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერები რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ერთად ხშირად
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად