მამაკაცი და კონტრაცეფცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცი და კონტრაცეფცია

ჩვენში დიდი ხანია დამკვიდრდა პრეზერვატივი, თუმცა საზოგადოებაში კონტრაცეფციული საშუალებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. სამედიცინო თვალსაზრისით ის ნებადართულია და აუცილებელიც კია უსაფრთხო სქესობრივი კავშირისთვის, მის მიმართ რელიგიური ინსტიტუტების დამოკიდებულება კი უარყოფითია.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: პრეზერვატივი საუკეთესო საშუალებაა ჩასახვის საწინააღმდეგოდ და საშიში დაავადებებისგან თავის დასაცავად. პრეზერვატივების უმრავლესობა მზადდება ნივთიერებისგან, რომელსაც ლატექსს უწოდებენ. ამ ნივთიერებას ხემცენარე ჰევეის წვენისგან იღებენ. ეს ხე ევროპაში არ არის გავრცელებული, ამიტომ ლატექსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვთ. ყველაზე ეფექტურად და ხარისხიანად მცირეაზიური ლატექსი მიიჩნევა.

უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ალერგიულია ამ ნივთიერების მიმართ, ამიტომ შეიქმნა ისეთი პრეზერვატივებიც, რომლებიც ლატექსს არ შეიცავს. შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე გაკეთებული წარწერა, სადაც პრეზერვატივის შემადგენლობაა მითითებული.

პრეზერვატივები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. ასევე სხვადასხვანაირია ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილი სახეობები. მრავალი მამაკაცი ხაოიან და რელიეფურ პრეზერვატივებს ამჯობინებს. ქალების დიდი ნაწილიც სქესობრივი კონტაქტის დროს ასეთებს ირჩევს. გამოცდილი წყვილები მიიჩნევენ, რომ ურთიერთობის მრავალფეროვნებისთვის ასეთ პრეზერვატივებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გამძლე და ნაზი

სქესობრივი ურთიერთობისას ადამიანები სხვადასხვაგვარად ავლენენ თავს. ზოგი მეტისმეტად ტემპერამენტიანია, ამიტომ მათ პარტნიორებს დამატებითი დაცვა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პრეზერვატივები, რომლებიც გამძლე, მტკიცე ნივთიერებებისგან არის დამზადებული. ასეთები ნამდვილად არსებობს და შეგიძლიათ მოიკითხოთ აფთიაქებსა და სხვა სავაჭრო ცენტრებში.

არსებობს ძალზე ნაზი დამცავი საშუალებებიც (ULTRATHIN), რომელთა გამოყენებისას შეგრძნება თითქმის ბუნებრივს უთანაბრდება. ზოგს მიაჩნია, რომ ასეთი სახეობები ვერც ინფექციებისგან იცავს და არც ჩასახვის საწინააღმდეგოდ გამოდგება, მაგრამ ასე არ არის - აღნიშნული პრეზერვატივები სავსებით საიმედოა.

მეტი სიამოვნებისთვის

მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად ზოგიერთი მამაკაცი პრეზერვატივთან ერთად სპეციალურ მალამოს იყენებს. ეს ნამდვილად ეფექტურია პირველი სქესობრივი კავშირის დროს, რადგან მინიმუმამდე დაჰყავს უსიამოვნო შეგრძნებები, რის შედეგადაც სქესობრივი აქტი არც ერთ პარტნიორში დისკომფორტს არ იწვევს.

არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც პრეზერვატივის მასალას ამატებენ. ისინი ახანგრძლივებენ ერქციას და, შესაბამისად, სქესობრივ აქტსაც.

მიუხედავად უამრავი ღირსებისა, პრეზერვატივი დაორსულებისგან 100%-ით ვერ იცავს, ამიტომ წყვილი სქესობრივი კონტაქტის დროს დაძაბულია და სათანადო სიამოვნებას ვერ იღებს. ამის თავიდან ასაცილებლად პრეზერვატივს უმატებენ სპერმიციდულ ნივთიერებას, რაც მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. პრეზერვატივის დაზიანების შემთხვევაში სპერმიციდული ნივთიერება ანეიტრალებს სპერმატოზოიდების, ვირუსებისა და ბაქტერიების მოქმედებას.

სანდოობა

სანდოა თუ არა პრეზერვატივი? გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ მათი უსაფრთხოება მრავალმა გამოცდამ დაადასტურა. შესამოწმებლად პრეზერვატივს ბერავენ და ავსებენ წყლით. ხარისხიანი პრეზერვატივი მრავალჯერადი გაბერვისას არ უნდა გასკდეს. მოწმდება მისი ელასტიკურობაც. ასეთი პრეზერვატივი ყველა გამოცდას უძლებს.

პრეზერვატივი არა მარტო კონტრაცეფციის საშუალებაა, არამედ პარტნიორისადმი პატივისცემისა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნიშანიც.

ნორმალური სქესობრივი აქტი

ნორმალური ერექციისთვის სასქესო ასო სისხლით სათანადოდ უნდა მარაგდებოდეს. გარდა ამისა, კარგად უნდა მუშაობდეს კუნთებიც. გარდა სისხლძარღვებისა, ნორმალური ერექციისთვის ნერვებიც კარგად უნდა იყოს განვითარებული. ეს ნერვები ხერხემალში არსებული ნერვული ცენტრიდან იწყება. თავის ტვინში წარმოქმნილი იმპულსები ჯერ ზურგის ტვინს გადაეცემა, მერე კი სასქესო ასოში არსებულ ნერვებს, რაც იწვევს ერექციას. სპეციალისტები განასხვავებენ ერექციის სამ ფორმას:

1. რეფლექტორულს - აღინიშნება სასქესო ორგანების სტიმულაციის დროს და ზურგის ტვინის დახმარებით ხორციელდება;

2. ფსიქოგენურს - ეს არის გონებრივი მოქმედების ან ნებისმიერი სენსორული (სმენითი, მხედველობითი) გაღიზიანების შედეგი. ერექციის ამ ტიპს კარგად განვითარებული ნერვული სისტემა სჭირდება;

3. ღამისას - გაურკვეველი მიზეზების გამო ძილის დროს ან გაღვიძებისას იჩენს თავს (იგი ბავშვობიდანვე აქვთ მამაკაცებს). მას, ვინც ერექციულ უკმარისობას უჩივის, ერექციის ეს ტიპი არ აღენიშნება. ღამის ერექციის უქონლობა სხვადასხვა დარღვევაზე მიუთითებს.

ჰორმონები

სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი ფაქტორია მამაკაცური ჰორმონების - ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის - არსებობა. ამ ჰორმონების უკმარისობისას მამაკაცი კარგავს ინტერესს საპირისპირო სქესის მიმართ, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ერექციის სამივე ტიპი.