მამაკაცის სქესობრივი პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სქესობრივი პრობლემები

მამაკაცის სქესობრივ წარუმატებლობას ხშირად იმპოტენციას უწოდებენ, რაც შეცდომაა. ექიმები იმპოტენციას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც მამაკაცს არავითარ ვითარებაში არ შეუძლია სქესობრივი აქტის განხორციელება (საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია), ერექციის შემთხვევითი ან პერიოდული პრობლემები კი ერექციულ დისფუნქციად განიხილება. მას რამდენიმე მიზეზი იწვევს, რომელთა შორის განასხვავებენ ენდოკრინულ, მედიკამენტურ, ნევროლოგიურ, ფსიქოგენურ და სისხლძარღვოვან ფაქტორებს.

ერექციული დისფუნქციის უმთავრესი ენდოკრინული მიზეზია ჰიპოგონადიზმი - სასქესო ჯირკვლების უკმარისობა, რაც ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებით გამოიხატება. ამ დროს, გარდა ერექციის პრობლემებისა, აღინიშნება ხმის ტემბრის ცვლილება, თმის ზრდის შეჩერება სახესა და ტანზე, ცხიმის დაგროვება გულმკერდზე, თეძოებსა და მუცელზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის ჩარევა.

მეორე მიზეზია ჰიპოფიზის - შინაგანი სეკრეციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯირკვლის - სიმსივნე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის ჰორმონული სტატუსის გამოკვლევასთან ერთად აუცილებლად ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

რაც შეეხება ერექციის დარღვევის მედიკამენტურ მიზეზებს: არსებობს პრეპარატთა რამდენიმე სახეობა, რომლებსაც შეუძლია, არასასურველი გავლენა მოახდინოს მამაკაცის ორგანიზმის ერექციულ ფუნქციაზე. უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ე.წ. ანტიანდროგენები - ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც მამაკაცის სასქესო ჰორმონების ბლოკირებას იწვევს, ასევე - ქალის სასქესო ჰორმონების პრეპარატები. ისინი, წესისამებრ, ინიშნება მძიმე პათოლოგიების დროს, როგორიც არის, მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის კიბო.

ერექციულ ფუნქციას აქვეითებს ალკოჰოლი და ნარკოტიკული პრეპარატებიც, რომლებიც მოქმედებს თავის ტვინის ქერქზე და იწვევს ორგანიზმის ზოგად გამოფიტვას. ნორმალური ერექციის აღსადგენად აუცილებელია ამ ნივთიერებებზე უარის თქმა და სათანადო რეაბილიტაცია.

დაბოლოს, არსებობს პრეპარატები, რომლებსაც შესწევს უნარი, დაბლოკოს ერექციის აღმოცენებაზე პასუხისმგებელი პერიფერიული ნერვული დაბოლოებები. ისინი სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.

ერექციული დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ასოს ტრავმა.

ნევროლოგიური მიზეზებია ისეთი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, თავისა და ზურგის ტვინის, მცირე მენჯისა და შორისის ტრავმა. ამ დაავადებათა სხვა გამოვლინებები იმდენად მძიმეა, რომ ერექციის პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს, თუმცა გადატანილი ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ეს დისფუნქცია სერიოზულ პრობლემად იქცევა.

სისხლძარღვოვანი მიზეზები უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ენდარტერიიტი, აორტისა და მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერექციული დისფუნქცია ჰიპერტონიული დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. ამ დროს მას საფუძვლად შეიძლება დაედოს როგორც ნევროლოგიური, ისე სისხლძარღვოვანი, ადგილობრივი და მედიკამენტოზური ფაქტორები.

ფსიქოლოგიურ მიზეზებს წარმოადგენს მამაკაცის ფსიქიკური თავისებურებები, სტრესი, დაღლილობა.

მკურნალობა

ერექციული დისფუნქციის დროს მთავარი პრობლემა ის არის, რომ მამაკაცს არ სურს, მიმართოს ექიმს, ვინაიდან ამას მიიჩნევს პირად პრობლემად, რომლის შესახებაც სხვასთან (თუნდაც ექიმთან) საუბარი უჭირს. ამის გამო სჯობს, მკურნალობა წარმართოს სექსოლოგ-ფსიქიატრმა. მთელ ცივილიზირებულ სამყაროში ორგანული პათოლოგიის მკურნალობის შემდეგ პაციენტს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას უტარებენ.

სქესობრივი წარუმატებლობისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, გულთან არ მიიტანოთ. სჯობს, დაისვენოთ, დამშვიდდეთ, შეიცვალოთ გარემო და რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ სცადოთ

თუ ერექციულმა დისფუნქციამ სისტემატური ხასიათი მიიღო, აუცილებლად მიბრძანდით ექიმთან და ჩაიტარეთ უროლოგიური და ანდროლოგიური გამოკვლევა. გახსოვდეთ: ამ პრობლემის მოგვარება არც ისე ძნელია. მთავარია, მოინდომოთ.