მამაკაცური პრობლემები - ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცური პრობლემები - ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკა

ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სექსუალური პრობლემების გადასაჭრელად დღეს ბევრი ეფექტიანი საშუალება არსებობს. დღეისათვის მსოფლიოში ტერმინი იმპოტენცია აღარ იხმარება. 90-იანი წლებიდან მედიცინაში მის ნაცვლად ერექციული დისფუნქცია მოიხსენიება. როცა მასზე ვსაუბრობთ, იგულისხმება მოვლენა, როცა ადეკვატური სქეობრივი აქტის ჩასატარებლად მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს და შემდეგ შეინარჩუნოს ერექცია.

  • ერექციული დისფუნქციის მიზეზები

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ეს შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე ფსიქოლოგიური.

ორგანული მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:

  • სისხლძარღვოვანი პრობლემები, ანუ დარღვევები სასქესო ორგანოების სისხლმომარაგებაში;
  • ჰორმონული პრობლემები;
  • ნევროლოგიური პრობლემები, ანუ სასქესო ორგანოების ინერვაციის დარღვევები, აგრეთვე - ზურგის ტვინის დაზიანებები, თავის ტვინის ტრავმები თუ სიმსივნური დაავადებები და ა.შ.

აღნიშნულმა დისფუნქციამ შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად, შესაძლოა მამაკაცს პრობლემები გაუჩნდეს ხელმეორედ დაქორწინებისას, თუ მას ძალიან უყვარდა გარდაცვლილი მეუღლე და სხვა ქალთან ურთიერთობისას დანაშაულის განცდა აქვს, რადგან ეს ნაწილობრივ ყოფილი მეუღლის ღალატად მიაჩნია. ეს განსაკუთრებით ერთგულ მამაკაცებს ემართებათ. რა თქმა უნდა, ეს წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაა. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრების წესს.

ერექციული დისფუნქციის რისკფაქტორად ითვლება: უმოძრაობა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სმა, სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, ჭარბი წონა.

რისკფაქტორად ითვლება სხვადასხვა დაავადებაც: პროსტატიტის ან შარდის ბუშტზე განვითარებული სიმსივნეები ან ამ ორგანოებზე განხორციელებული ოპერაციები, რომელთა დროსაც შესაძლოა დაზიანდეს ერექციისთვის აუცილებელი რგოლები.

ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს თეძოს ტრავმამაც, ასევე სხვადასხვა პრეპარატის ხანგრძლივად მიღებამ.

სტატისტიკური მონაცემებით, ერექციული დისფუნქცია აღენიშნება 40 წლამდე მამაკაცთა 3-4%-ს. 40-დან 50 წლამდე ეს მაჩვენებელი 12%-მდე მატულობს. ანუ თითქმის ყოველ მეათე მამაკაცს აქვს პრობლემები, თუმცა ეს მათ სრულ იმპოტენციას არ ნიშნავს. შეიძლება დაქვეითებული იყოს სქესობრივი აქტის ხარისხი. 50 წლის ზემოთ ერექციული პრობლემები აღენიშნება 30-35%-ს, 70 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სქესობრივი ცხოვრების სწორ რიტმს. ჭაბუკური ჰიპერსექსუალიზმის პერიოდში (16-25 წლამდე) ახალგაზრდა სასიყვარულო თავგადასავლებს ეძებს, ჰყავს ბევრი პარტნიორი და მისი სქესობრივი ცხოვრების რიტმი მოუწესრიგებელია. სქესობრივი აქტი მამაკაცისთვის დატვირთვაა, მით უფრო - ასაკში. ამიტომ სასურველია პიროვნებისთვის დამახასიათებელი განსაზღვრული ნორმები და პარამეტრები სტაბილურად შენარჩუნდეს.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე ადამიანის სქესობრივი კონსტიტუციაც: ერთი მამაკაცისათვის თუ ნორმაა კვირაში 1-2 სქესობრივი აქტი, მეორისათვის შეიძლება ეს ნორმა 6 აქტი იყოს. თუმცა არც ერთია დარღვევა და არც მეორე. მეცნიერთა აზრით, მამაკაცები, რომლებიც ძალზე აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ, რომ მომავალში პრობლემები გაუჩნდეთ. როცა მოიკლებს სქესობრივი აქტების ინტენსივობა, შესაძლოა მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნას.

  • ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკა

ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკა, პირველ ყოვლისა, მისი გამომწვევი მიზეზებისგან (აღნიშნული რისკფაქტორებისაგნ) თავის დაცვაა.

არ არის რეკომენდებული ძალზე დიდი ასაკობრივი ზღვარი პარტნიორებს შორის და არც ზუსტად თანატოლი მეუღლეები (ოპტიმალური ზღვარი - 5-10 წელი უნდა იყოს). თუმცა, ასეთ საკითხში ყოველთვის ყველაფერი ინდივიდუალურია.

დღეს სექსუალური პრობლემების გადასაჭრელად უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს. ადრე ჩვენი წინაპრები საკვები პროდუქტების (ნიახური, თაფლი, ნიგოზი და ა.შ.) საშუალებით ცდილობდნენ "აღმგზნები" საშუალებების მიღებას, დღეს კი პრეპარატები არსებობს, რომელთა მიღების შედეგადაც ვითარდება ერექცია. არც სხვისი რეკომენდაციით შეიძლება ასეთი პრეპარატების მოხმარება.

მამაკაცი ყველანაირად უნდა ცდილობდეს დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება, მეტი ბოსტნეული, მწვანილი და ა.შ.).

თუ სქესობრივი აქტისას არაერთხელ აღინიშნება პრობლემა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. სპეციალისტი მას საჭირო მკურნალობის კურსს შეურჩევს. დღეს სექსუალური პრობლემების მქონე პაციენტების 80-85% იკურნება. ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი შეიძლება ძალზე მოკლე დროში განიკურნოს, ზოგს კი ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივ კულტურას, ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალურ შეთავსებადობას. ბავშვობაში გადატანილმა ავადმყოფობებმა შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მომავალში სქესობრივ ფუნქციაზე. თუმცა ესეც ინდივიდუალურია. ერექციული დისფუნქციის დროს აუცილებლად გამოსაკვლევია სისხლძარღვოვანი მომარაგება, ჰორმონული, ნერვული, უროლოგიური სფეროები. თუ ამ მხრივ ხარვეზები არ გამო-ვლინდა, მაშინ უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს. არაეთიკურია სექსუალური პრობლემების დროს ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალება. განკურნება დიდად არის დამოკიდებული პარტნიორზე. მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, როცა მამაკაცს გვერდით კარგი პარტნიორი ჰყავს.