პნევმოსკლეროზი - პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმოსკლეროზი - პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით

დაავადების დროს დროს ფილტვში ანთებითი ან დისტროფიული პროცესის შედეგად იზრდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც არღვევს დაზიანებული უბნის ელასტიკურობას და აირთა ცვლას.

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იწვევს ბრონქების დეფორმაციას და ფილტვის ქსოვილის შეჭმუხვნასა და გამსხვილებას. ფილტვი ხდება უჰაერო, მკვრივდება და პატარავდება. შედეგად ირღვევა ფილტვის ფუნქცია. პნევმოსკლეროზის უბნები ემფიზემასთან მონაცვლეობს.

- რა ჩივილებით ვლინდება პნევმოსკლეროზი?

- ლოკალური, კეროვანი პნევმოსკლეროზი კლინიკურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით. გასინჯვისას ზოგჯერ შეინიშნება გულმკერდის ჩაზნექა დაზიანებულ მხარეს. დიფუზური პნევმოსკლეროზის მუდმივი ნიშანია ქოშინი, რომელსაც ხშირად პროგრესირების ტენდენცია ახასიათებს. საწყის სტადიაში ქოშინი შესაძლოა აღმოცენდეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, მოგვიანებით კი მოსვენების დროსაც.

პნევმოსკლეროზს ყოველთვის ახლავს თან ქრონიკული ბრონქიტის მოვლენები, ამიტომ პაციენტები უჩივიან ხველას, თავდაპირველად - იშვიათად, მხოლოდ დილაობით, მერე და მერე ხველა ხშირდება და უფრო შეუპოვარი ხდება. ამოხველებისას ადრეულ სტადიებში გამოიყოფა ლორწოვანი ნახველი, ხოლო მოგვიანებით - ჩირქოვანი.

არ არის გამორიცხული ყრუ ტკივილი გულმკერდის არეში, წონის დაკლება, ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა. ფილტვების ელასტიკურობის დაქვითების გამო გაძნელებულია ჩასუნთქვა, ხოლო ჰიპოქსია, რომელიც თანდათანობით ღრმავდება, იწვევს პნევმოსკლეროზის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშნის - ციანოზის ჩამოყალიბებას. დაავადების პროგრესირება იწვევს ფილტვ-გულის უკმარისობას, ციანოზს, კისრის ვენების დაბერვას, ქოშინს.

წაიკითხეთ სრულად