რა იწვევს ადამიანის ტრიქინელოზს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ადამიანის ტრიქინელოზს

- ქალბატონო მარინა, რა იწვევს ტრიქინელოზს?

- ადამიანის ტრიქინელოზს იწვევს მცირე ზომის მრგვალი პარაზიტული ჭია - Trichinella Spiralis. ქართულად მას ხვია ბეწვიას უწოდებენ. სადღეისოდ ცნობილია ადამიანის 100-ზე მეტი პარაზიტული ჭია. საქართველოს ტერიტორიაზე აღწერილია 24 სახეობის ჰელმინთი. ჰელმინთები ანუ პარაზიტული ჭიები მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან ადამიანის ან ცხოველთა ორგანიზმებსა და ქსოვილებში, აგრეთვე მცენარეებში. ადამიანსა და ცხოველს ბევრი პარაზიტი ჰყავთ, ხშირად ადამიანი აავადებს ცხოველს ან პირიქით. მცენარეების ჰელმინთებით კი ადამიანი არ ავადდება. ადამიანის ტრიქინელოზი ცხელებით მიმდინარე მწვავე ალერგიული დაავადებაა. ვითარდება ზოო- და პოლიფაგი ცხოველების (ღორი, გარეული ღორი, დათვი და სხვა) უმი, ნაკლებად მოხარშული ან ნაკლებად შემწვარი ხორცის საკვებად გამოყენების შედეგად. ტრიქინელოზი ზოონოზს წარმოადგენს და იმ პარაზიტულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ხასიათდება ბუნებრივი კერობრიობით. დაავადება რეგისტრირებულია მსოფლიოს ყველა კუთხეში.

- როგორ ხდება ადამიანის დაინვაზიება?

- ადამიანის ტრიქინელებით დაინვაზიება ხდება ღორის ან სხვა დაავადებული ყველაფრისმჭამელი, დაინვაზიებული ცხოველის ცუდად მოხარშული ან ნაკლებად შემწვარი (ცვრიანი) ხორცის ან შაშხის ჭამის შედეგად. ერთი საათის შემდეგ კაფსულიდან თავისუფლდებიან ზრდასრული პარაზიტები და წვრილი ნაწლავის ხაოებში იჭრებიან. 24 საათის შემდეგ ისინი სქესობრივად მწიფდებიან, ხოლო 76 საათის შემდეგ მდედრი შობს 0,1 მმ სიგრძის მატლებს. ერთი მდედრი ტრიქინელას სიცოცხლის ხანგრძლივობა 42-45 დღეა. ამ ხნის განმავლობაში იგი 2000-მდე მატლს შობს. მატლები იჭრებიან ნაწლავის კედელში და სისხლის ნაკადით მთელ ორგანიზმში მიმოიფანტებიან, ბოლოს კი კუნთებში ბინავდებიან. აქ ტრიქინელა სპირალისებურად ეხვევა და იკეთებს კაფსულას. ადამიანის კუნთებში სიცოცხლის უნარს ისინი 27 წელიწადზე მეტხანს ინარჩუნებენ. ინკაფსულირებული ტრიქინელების ნახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება. ბუნებაში ტრიქინელებით დაინვაზიებული ცხოველებიდან აღსანიშნავია გარეული და შინაური ღორი, მღრღნელები, მელა, მაჩვი, კვერნა, დათვი და სხვა. იმის გამო, რომ ზოო- და პოლიფაგი ცხოველების ხორციდან მოსახლეობა უფრო ფართოდ სარგებლობს ღორის ხორცით, მას უფრო მეტი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება.

- რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

- დაავადების ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი გრძელდება 7-14-28 დღე. ამის შემდეგ ვლინდება დაავადების კლინიკური სურათი, რომელსაც 4 პათოგნომური ნიშანი აქვს:

1) შეშუპება, რომელიც ქუთუთოებიდან იწყება და ზოგჯერ მთელ სახესა და მთელ სხეულზეც კი ვრცელდება, სკლერების შეწითლება; გრძელდება 2-12 დღე;

2) სხეულის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე შემცივნებით ან მის გარეშე;

3) კუნთების მკვეთრი ტკივილი (ტკივილი გარდამავალი ხასიათისაა და ტემპერატურულ რეაქციაზეა დამოკიდებული);

4) ეოზინოფილია პერიფერიულ სისხლში. ეოზინოფილების მომატება ზოგჯერ ხანგრძლივადაა გამოხატული (დაავადების დასაწყისშივე მკვეთრად), ზოგჯერ კი ვლინდება დაავადების მე-10-12 დღეს. იმატებს ლეიკოციტებიც (20-30 ათასამდე).

არცთუ იშვიათად ჩამოთვლილ კლინიკურ ნიშნებს ემატება ურტიკარიული - ალერგიული გამონაყარი. ამ შემთხვევაში ავადმყოფმა უნდა მიმართოს სპეციალიზებულ დაწესებულებას. ზოგჯერ ტრიქინელოზი ძლიერ მძიმედ მიმდინარეობს.

- რას ეფუძნება ტრიქინელოზის დიაგნოსტიკა?

- სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს (ავადმყოფის მიერ გადმოცემულ ცნობებს) კლინიკური სურათის გათვალისწინებით და გამოყენებული ხორცის ტრიქინელოსკოპიით (ტრიქინელებზე ხორცის გასინჯვას მიკროსკოპით - ტრიქინელოსკოპით). ეპიდემიოლოგიური კვლევისას მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, ხომ არ განუვითარდათ რაიმე კლინიკური მოვლენები თანამესუფრეებს.

- გამოდის, რომ ღორის ხორცი, დღეს უკვე ბევრისათვის სანატრელი პროდუქტი, საკმაოდ საშიშია?

- თუ პარაზიტული ჭიებით არის დაბინძურებული - რა თქმა უნდა. ტრიქინელოზის თავიდან აცილების მიზნით უნდა ვერიდოთ შეუმოწმებელი ხორცის (შინაური და გარეული ღორის) და ნანადირევის (დათვის ხორცის) ყიდვას, მის საკვებად გამოყენებას თერმულად სათანადო დამუშავების გარეშე. ხორცი სპეციალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და თუ მასში აღმოჩნდა ტრიქინელების თუნდაც მცირე რაოდენობა, ის უნდა განადგურდეს, რადგან საკვებად უვარგისია. ზამთარში, როდესაც ბუხარი აგიზგიზდება და ღორისა და ნანადირევი ხორცის სეზონი დადგება, ტრიქინელოზის შემთხვევები იმატებს. დღევანდელმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა სხვადასხვა დაავადების სარწმუნო მატება. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პარაზიტულ დაავადებებს. ამიტომ მკითხველს ვურჩევ, გაითვალისწინოს ჩვენი რჩევები და გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას.