ადამიანის ფასციოლოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

ადამიანის ფასციოლოზი

ადამიანის ფასციოლოზი
ადამიანის ფასციოლოზი კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მით უმეტეს, ერთეული შემთხვევების გამო ექიმებს ამ ნოზოლოგიაზე ეჭვი იშვიათად მიაქვთ. პაციენტებს საბოლოო დიაგნოზისთვის ერთი სპეციალისტისგან მეორესთან უწევთ სიარული, ზოგი მცდარი დიაგნოზის გამო სულ სხვა მკურნალობას იტარებს. ყოველივე ეს პრობლემის აქტუალობაზე მეტყველებს და ჩვენც კომენტარი ვთხოვეთ ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელს, მედიცინის დოქტორ მარინა მანჯგალაძეს.


- ქალბატონო მარინა, რა დაავადებაა ფასციოლოზი?
- ადამიანის ფასციოლოზი საქართველოში აღრიცხული ერთ-ერთი ძირითადი ჰელმინთოზია (ორგანიზმში მოპარაზიტე ჭიებით გამოწვეული დაავადება),
რომლის დროსაც პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში აღინიშნება როგორც ზომიერი, ისე დიდი ეოზინოფილური, ზოგჯერ კი ეოზინოფილურ-ლეიკემოიდური ტიპის რეაქცია. ფასციოლოზი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია და უმთავრესად წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან გვხვდება. ადამიანის ფასციოლოზი ყველაზე მეტად აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, თუმცა მისი
აფეთქების შემთხვევები აღწერილია საფრანგეთში, კუბაზე, ჰავაის კუნძულებზე და ვიეტნამში. ის უმეტესად სპორადული ან ოჯახური შემთხვევების სახით ვლინდება. ამ დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1927 წელს აღწერა ანეტა ჟღენტმა. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ფასციოლოზის კლინიკური და ეპიდემიოლოგიური საკითხების შესწავლას დიდი ამაგი დასდო აწ განსვენებულმა მიხეილ გიგიტაშვილმა, მედიცინის დოქტორმა. მან ამ თემას 46 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია მიუძღვნა. მიხელ გიგიტაშვილის ცნობით, 1959 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული იყო ადამიანის ფასციოლოზის 30 შემთხვევა, 1960 წლიდან 1972 წლის ჩათვლით კი 137. 1973 წლიდან დღემდე ადამიანის ფასციოლოზის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად აღირიცხება, უმეტესად - ერთეულ-სპორადული, იშვიათად - ოჯახური შემთხვევების სახით. მაგალითად, 2006 წელს 77 შემთხვევა აღირიცხა, 2012 წელს - 40, 2013 წელს - 38. მიმდინარე წელს კი ამ დიაგნოზით 17 პაციენტი ჰყავდა ჩვენს კლინიკას.

- როგორ ხდება ფასციოლოზით ადამიანის ინვაზირება?
- ფასციოლოზის გამომწვევები, Fasciola Hepatika და Fasciola Gigantika, განეკუთვნებიან ფასციოლიდების (ტრემატოდების ანუ მწოველების) კლასს. ამ ორი ჰელმინთიდან უფრო მეტად Fasciola Hepatika გვხვდება. აღნიშნული ფასციოლების ობლიგატური-დეფინიტური მასპინძლები ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები არიან, ადამიანი კი ამ ჰელმინთების ფაკულტატური-დეფინიტური მასპინძელია. პარაზიტების შუამავალი მასპინძელი გახლავთ მოლუსკი - მცირე ტბორულა, რომელიც მტკნარი წყლის წყალსატევში ბინადრობს. ცხოველის ან ადამიანის ფეკალიებთან ერთად გარემოში მოხვედრილი ფასციოლას კვერცხი განვითარებისთვის აუცილებლად უნდა მოხვდეს მტკნარი წყლის წყალსატევში. აქ 4-6 კვირის შემდეგ კვერცხიდან გამოდის ლარვა-მირაციდი. მას შუამავალი მასპინძლის - მოლუსკის ორგანიზმში შეჭრის უნარი შესწევს. მოლუსკის ორგანიზმში მიმდინარეობს პარაზიტის ლარვული ფაზის განვითარება და გამრავლება, რომელიც მასპინძლის ორგანიზმიდან ცერკარიების გამოსვლით მთავრდება. ეს უკანასკნელნი თავისუფლად დაცურავენ წყალსატევში, განსაზღვრული ხნის შემდეგ ინცისტირდებიან და საბოლოოდ ადოლესკარიებად იქცევიან. ადოლესკარიები მჭიდროდ ეკვრიან ბოსტნეულისა და მწვანილის ფურცლებსა და ღეროებს ან თავისუფლად დაცურავენ სასმელ წყალში. სწორედ ასეთი საკვებისა და წყლის მოხმარების შედეგად ინვაზირდება ფასციოლებით ადამიანი.

- რას უჩივის დაავადებული?
- დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-8 კვირაა. კლინიკურ მიმდინარეობაში განარჩევენ მწვავე მიგრაციულ და ქრონიკულ ფაზებს, რაც ღვიძლსა და სანაღვლე გზებში ახალგაზრდა და ზრდასრული პარაზიტების ჩამოყალიბებას ემთხვევა. მიგრაციული ფაზა იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მადის დაქვეითებით, ზოგჯერ - ურტიკარიული გამონაყარით. დამახასიათებელია ცხელება. ტემპერატურული მრუდი შეიძლება იყოს სუბფებრილური, ტალღისებური და ჰექტიური (მაღალი ცხელება). აღინიშნება სკლერების სუბიქტერიულობა, სწრაფად ვლინდება ტკივილი ეპიგასტრიუმსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, იწყება გულისრევა, ზოგჯერ - პირღებინება. თანდათანობით დიდდება ღვიძლი, რომელიც მომკვრივო კონსისტენციისაა და პალპაციით - მტკივნეული. ღვიძლის გადიდება ფასციოლოზისათვის პათოგნომურია.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
ქვიშაში ყოფნა უყვართ არა მარტო ბავშვებს, ძაღლებს, კატებსა და მრავალრიცხოვან პარაზიტებს. თამაშის დროს
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში, მომხმარებელმა გაავრცელა პოსტი, რომელმაც დიდი აჟიორაჟი და გაურკვევლობა გამოიწვია. გთავაზობთ ამ პოსტის შინაარსს:
მწერებისა და მათი ნაკბენების პრობლემა მეტად აქტუალურია. ერთია შიში და მეორეა ამა თუ იმ მწერის ნაკბენით გამოწვეული მძიმე გართულებები - ქავილისა და წვის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება,
ტილი თავისებური პარაზიტია, არც ხტუნავს და არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, რაც მთავარია, ერთი თავიდან მეორეზე შეხებისთანავე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ. მათი კბენა უმტკივნეულოა, თუმცა, პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.
პარაზიტული ბაქტერიები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვა ორგანიზმზე. ახლახან მეცნიერებმა ასეთი ბაქტერიები ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს.
ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად