როგორ შვინარჩუნოთ ბოსტნეულში ვიტამინები
• ხილი და ბოსტნეული გავრეცხოთ გამდინარე ცივ წყალში;
• რაც უფრო მსხვილად დავჭრით ბოსტნეულს, მით უფრო ნაკლები იქნება ვიტამინების დანაკარგი. სასურველია, ბოსტნეული უშუალოდ დამუშავების წინ დავჭრათ, რადგან სამ საათზე მეტი ხნით თუნდაც ცივ წყალში დატოვებული დაჭრილი ბოსტნეული კარგავს როგორც კვებით ღირებულებას, ასევე გემოს.
• ვიტამინები და მინერალები ბოსტნეულის კანში, უშუალოდ დამცავი გარსის ქვეშ და კანქვეშა შრეშია თავმოყრილი, ამიტომ ჯობს კანიანად მოვხარშოთ.
• უმჯობესია, ბოსტნეული ორთქლზე მოვხარშოთ ან მოვშუშოთ. თუ მოხარშული ბოსტნეული გვჭირდება, უკეთესია, მდუღარე წყალი დავასხათ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე C ვიტამინის დამშლელი ფერმენტების მოქმედება წყდება.
• C ვიტამინის შესანარჩუნებლად ბოსტნეული მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა ვხარშოთ, ისიც მცირე ხანს. გადახარშვისას ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იშლება.
• მწვანილის მოხარშვა არ არის რეკომენდებული. ჯობს, ის მზა კერძს უმად მოვაყაროთ.
• ვიტამინებს უმთავრესად ხილისა და ბოსტნეულის ქერქი შეიცავს.
• თერმული დამუშავება 25-100%-ით ამცირებს საკვებში ვიტამინების შემცველობას.
• ვიტამინების შემცველი პროდუქტები სამდღიანი შენახვის შემდეგ 30-50%-ით კარგავს კვებით ღირებულებას.
• სინათლეზე ზოგიერთი ნატურალური ვიტამინი იშლება.
• გამოშრობა-გახმობის, პასტერიზაციის, გაყინვის, ადუღების, ლითონის ჭურჭელთან კონტაქტისას პროდუქტებში ვიტამინების შემცველობა საგრძნობლად მცირდება.
• რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას ახალი, სუფთა, დაუმუშავებელი პროდუქტები შეიცავს, ასე რომ, მაქსიმალურად ეცადეთ, საკვებად სწორედ ასეთი პროდუქტები გამოიყენოთ. იხილეთ ვრცლად