/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

ქოლესტერინთან ბრძოლა

ქოლესტერინთან ბრძოლა
შემჩნეულია, რომ ზედმეტად აგრესიულ ადამიანებს სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად დაბალი აქვთ. რა თქმა უნდა, ამ კავშირის არსებობას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ

მეცნიერთათვის ცხადია, რომ ქოლესტერინთან ხელჩართული ბრძოლა ზოგჯერ ზედმეტია.

  • ვიცვლით სტრატეგიას

ექიმის ფრაზა: “ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ”, - ჩვენთვის განაჩენივით ჟღერს. გვინიშნავენ უმკაცრეს დიეტას და მაღალეფექტურ აბებს, წარმოსახვა კი ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვის კედლის საშინელ სურათებს გვიხატავს.

ნამდვილად ასე ახლოსაა საფრთხე? “სულაც არა!” - ამტკიცებს ზოგიერთი მკვლევარი. მათი აზრით, ქოლესტერინის მაღალ დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის უშუალო კავშირი არ არსებობს. ეჭვს ამის თაობაზე მანამდეც გამოთქვამდნენ, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა მონაცემები, რომლებიც იმაზე მეტყველებდა, რომ ქოლესტერინის დონის შემცირება ძლიერი მედიკამენტური საშუალებებით, სტატინებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მხოლოდ პირველ ხანებში ამცირებს. როცა ქოლესტერინის შემცველობა სისხლში 10-20%-ით იკლებს, რისკის დაქვეითება წყდება.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დადებითი ეფექტი არა ქოლესტერინის შემცირების, არამედ სტატინების სხვა თვისებების დამსახურებაა. კერძოდ, მიიჩნევა, რომ ისინი უშუალოდ სისხლძარღვთა კედლებზე ახდენენ კეთილისმყოფელ გავლენას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მაღალი ქოლესტერინი ათეროსკლეროზის რისკის ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი.

  • ვეძებოთ მტერი

საშიშია არა სისხლში არსებული ქოლესტერინი, არამედ ის, რომელიც სისხლძარღვის კედელზე გროვდება, ამიტომ როცა სისხლში მომატებულ ქოლესტერინთან ბრძოლას დაიწყებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით ათეროსკლეროზს ებრძვით. საერთოდ, ქოლესტერინთან ბრძოლა, როგორც ასეთი, უაზრობაა. ამ ნივთიერების გარეშე ორგანიზმი ვერ იარსებებს - ეს მისი სამშენებლო მასალაა.

ტვინის ყველა უჯრედული სტრუქტურა და ქსოვილი შეიცავს ქოლესტერინს და მის გარეშე ცენტრალური ნერვული სისტემა ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. მაგრამ ქოლესტერინის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად ზრუნვა მაინც საჭიროა. უმეტესად დიეტა ამისთვის საკმარისია.

  • დაზვერვა

არსებობს სისხლში ჭარბი ქოლესტერინის არსებობის ხარისხობრივი შეფასების მეთოდი - კანის ტესტი: კანზე აწვეთებენ სპეციალური ნივთიერების 2 წვეთს და ამგვარად განსაზღვრავენ, არის თუ არა სისხლში ზედმეტი ქოლესტერინი, მაგრამ იმის გასაგებად, რამდენად რეალურია ეს სიჭარბე, საჭიროა სისხლის ანალიზი. პრაქტიკულად ჯანმრთელი მამაკაცისთვის ეს ანალიზი 35-40 წლის ასაკშია მიზანშეწონილი, ხოლო თუ არსებობს რისკფაქტორები: მოწევა, დიაბეტი, ჰიპერტონია, ჭარბი წონა, - ის უბრალოდ აუცილებელია. ქალისთვის ასეთი ანალიზის გაკეთება რეკომენდებულია მენოპაუზის დადგომისთანავე, ხოლო თუ ქუთუთოებთან, მუხლებზე ან ბარძაყებზე შეამჩნიეთ ქსანთომები - მოყვითალო ამობურცული ხაზები და ლაქები, გამოკვლევა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტაროთ. ქსანთომებს ხშირად ჩვეულებრივ მუწუკებად მიიჩნევენ და მათ გამორწყვას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ მათი გაჩენის მიზეზებზე დაფიქრდნენ და სათანადო ზომებს მიმართონ.

ქოლესტერინის შემცველობის შემოწმება ლაბორატორიაში სხვადასხვა მეთოდით ხდება. ფერმენტული მეთოდი საკმაოდ ზუსტია.

შეტევა

მაშ ასე, უკვე იცით, რომ ქოლესტერინი სისხლში მომატებულია. ახლა უნდა გადაწყვიტოთ, საჭიროა თუ არა რამის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. თუ ქოლესტერინის შემცველობა 240-250მგ%-ია (ანუ 6 მმოლ/ლ), მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, მით უმეტეს, თუ მომატებულია, უპირველესად - ასაკის გამო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

280-300მგ% (7-7,5მმოლ/ლ) ის ზღვარია, როცა აუცილებლად უნდა იღონოთ რამე. მაშინვე მედიკამენტებს ნუ ეცემით, თავდაპირველად შეცვალეთ ცხოვრების წესი, მეტი იმოძრავეთ, ნაკლები ჭამეთ და ყურადღება მიაქციეთ რაციონს.

  • თავი დაანებეთ მოწევას.
  • ეცადეთ, მკვეთრად შეამციროთ ნაღების კარაქის მოხმარება. ამ შემთხვევაში ქოლესტერინი 2-4 კვირის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდება.
  • კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ნაღებზე, არაჟანზე, ცხიმიან ყველსა და კვერცხზე. მიირთვით სოიის პროდუქტები. ეს ცილოვანი დიეტაა.
  • ღორის ქონის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ის მდიდარია ქოლესტერინით.
  • დაიცავით ცხიმების ბალანსი. თუ ცხოველური ცხიმის წილი რაციონში არ აღემატება მესამედს, ქოლესტერინის სიჭარბე არ შეგაწუხებთ.
  • თუ ქოლესტერინის შემცველობა 300-320 მგ% (8-10მლლ/ლ) და ამაზე მეტია, მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ - უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

წვენები ქოლესტერინის წინააღმდეგ

ცნობილი იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ასევე - ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე - მათი ახალგამოწურული წვენი.

ძალიან ეფექტურია წვენების პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცელულიტის საწინააღმდეგოდ იქნა შემუშავებული, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:

  • 1-ელი დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ, ნიახურის ფესვების წვენი - 75 გ;
  • მე-2 დღე: სტაფილოს წვენი - 100 გ; ჭარხლის წვენი - 70 გ (მიღებამდე 1,5-2 საათით გააჩერეთ მაცივარში); კიტრის წვენი - 70 გ;
  • მე-3 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; ნიახურის წვენი - 80 გ; ვაშლის წვენი - 70 გ;
  • მე-4 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; კომბოსტოს წვენი - 50 გ;
  • მე-5 დღე: ფორთოხლის წვენი - 130 გ.

წვენების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა საჭირო არ არის. ნებადართულია, ერთი მეორით შეცვალოთ.

ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაიცვათ: წვენები აუცილებლად ახალი უნდა იყოს, 2-7 საათზე მეტხანს ნუ შეინახავთ, დალევამდე კი აუცილებლად შეანჯღრიეთ ჭურჭელი - ფსკერზე ილექება ხილისა და ბოსტნეულის რბილობი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლოა.

კომენტარები (1)
ნ.მ.
თუ არც აგრესიული ვარ, არც კარაქს მივირთმევ, არც ღორის ხორცს და არც აქ ჩამოთვლილ სხვა "მავნე" საკვებს და მაინც მაღალი მაქვს ქოლესტერინი, რით ავხსნათ?
თარიღი : 03-02-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით
როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით
რამდენად ხშირად ვცდილობთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას „ორშაბათიდან“ ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, შემდეგ კი ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ, რადგან სერიოზული ძალისხმევისთვის მზად არ ვართ.
სრულად
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?
რა არის კალორიები და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი
სრულად
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმისთვის.
სრულად
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
ვიტამინი D გავლენას ახდენს კალციუმის და ფოსფორის შეწოვაზე.
სრულად
საშიში ცხიმები
საშიში ცხიმები
სრულად
რაზე მიგვანიშნებს მშრალი და ფერმკრთალი კანი?
რაზე მიგვანიშნებს მშრალი და ფერმკრთალი კანი?
ვიტამინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის კეთილდღეობაზე და გარეგნობაზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქოლესტერინთან ბრძოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები