B ჯგუფის ვიტამინებმა შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

B ჯგუფის ვიტამინებმა შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს

დადგენილია, რომ B ჯგუფის ვიტამინები ადამიანს ეხმარება ისეთი პრობლემების აღმოფხვრაში, როგორებიცაა: დაღლილობა, მხედველობის გაუარესება, ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევა და დეპრესიებიც კი.

ამიტომ ცნობა, რომ B6 და B12 შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის, ეს მართლაც შოკისმომგვრელი გამოდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 77 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმის თაობაზე, თუ რა სიხშირით იღებდნენ B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე დააზუსტეს ვიტამინების დოზა და კვების ჩვეულებრივი რაციონი გასული 10 წლის განმავლობაში.

ამ გამოკითხვიდან ექვსი წლის შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს რა რესპონდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მაჩვენებლები, რომლებიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს, დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცალკე ვიტამინის სახით იღებდნენ:

ვიტამინ B12-ს – 30%-ით იყო გაზრდილი ფილტვის კიბოს რისკი, ხოლო ვინც B6-ს იღებდა – 40%-ით.

ამასთან, გაირკვა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ერთ ან მეორე ვიტამინს დიდი დოზებით 10 წლის განმავლობაში იღებდნენ, ფილტვის კიბოს რისკი თითქმის ორჯერ ჰქონდათ მომატებული, ხოლო მწეველ მამაკაცებს – კიდევ მეტად.

„მამაკაცებს, რომლებიც დღე-ღამეში 55 მიკროგრამზე მეტ B12-ს იღებდნენ, ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი 98%-ით მეტი ჰქონდათ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს არ იღებდნენ. ხოლო მწეველ მამაკაცებს, რომლებიც დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს იღებდნენ, კიბოთი დაავადების რისკი სამ-ოთხჯერ მეტი ჰქონდათ“, ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი თეოდორ ბრასკი.

მეცნიერის თქმით, როგორც წესი, ვიტამინი B6 100 მილიგრამიან აბებად იყიდება, ხოლო B12 – 500-დან 3000 მიკროგრამამდე აბებად. და ეს იმ დროს, როდესაც B6-ის რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა სულ ორი მილიგრამია, ხოლო B12-ისა – 2,4 მიკროგრამი. ამასთან, პოლივიტამინური კომპლექსები, როგორც წესი, ამ ვიტამინების სწორედ რეკომენდებულ დოზებს შეიცავს.

„ადამიანმა თავს უნდა ჰკითხოს, სჭირდება კი ვიტამინის ისეთი დოზა, რომელიც 1200-ჯერ აჭარბებს საჭირო სადღეღამისო ნორმას?!“ – ამბობს მეცნიერი.

ამასთან, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეს პირველი კვლევა არ არის, რომელიც B ჯგუფის ვიტამინების როლს ეძღვნება კიბოს ჩამოყალიბების საკითხში. ირკვევა, რომ მანამდე

ნორვეგიელმა მეცნიერებმა ორი მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც დაადგინეს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დამატებითი მიღება ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკებს ზრდის მათ შორის, ვინც B12-სა და B9-ს (ფოლიუმის მჟავა) იღებდნენ დიდი რაოდენობით.

კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის რეკომენდაციით, კიბოს პრევენციისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღება უმჯობესია კვების პროდუქტებით და არა ცალკე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სახით.

B6-ით და B12-ით მდიდარი პროდუქტებია:

  • წითელი ხორცი – ღორის, ძროხისა და სხვ;
  • ფრინველის ხორცი – ქათმის, ინდაურისა და სხვ;
  • თევზი – თინუსი, ორაგული და სხვა.