როცა თირკმელებს მუშაობა უჭირთ - დიეტოთერაპია, პრეპარატები და ფიზიკური აქტიობა ნეფრიტის დროს
1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს: დაავადების აქტიურ ფაზაში - წოლით რეჟიმს (2-3 კვირა), რემისიის პერიოდში - ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას;
2) დიეტოთერაპიას, რომლის ძირითადი პრინციპებია:
- საკვები რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგიის გამომწვევი პროდუქტების გამორიცხვა;
- საკვებში ცილების რაოდენობის შეზღუდვა;
- ნატრიუმის შემცველი პროდუქტების (მარილის) შეზღუდვა,
- რადგან ნატრიუმი შეშუპებისა და ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;
- კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება, რათა მოხდეს კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა;
3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;
4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევ იმუნური რეაქციის სხვადასხვა ჯაჭვზე. მაგალითად: ანტიბიოტიკებით (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში ითრგუნება ანტიგენური კომპონენტი (სტრეპტოკოკული თუ სხვა); იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) თრგუნავენ ანტისხეულების გამომუშავებას;
პიელონეფრიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ანთების გამომწვევზე, თანმხლებ დაავადებებზე და ა.შ. გაურთულებელი პიელონეფრიტის მკურნალობა გულისხმობს:
- ანტიბიოტიკების,
- დეზინტოქსიკაციური პრეპარატების,
- იმუნოსტიმულატორული პრეპარატების მიღებას.
უმრავლეს შემთხვევაში 2-3 დღეში ავადმყოფი გამოჯანმრთელდება: ქრება დაავადების სიმპტომები და ლაბორატორიული ანალიზი გამომწვევის არარსებობას ადასტურებს. ზოგჯერ პიელონეფრიტი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მაგალითად, როცა შარდის შეფერხების მიზეზი საშარდე გზებში არსებული კენჭებია ან თირკმლის ქსოვილია დაჩირქებული.