როგორ ავიცილოთ ინფარქტი
უკეთ, დაავადების ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვერც ავადმყოფობას, ვერ გამოკვლევას და ვერც, მით უმეტეს, მკურნალობას ვერ ასწრებს. დასანანი ის არის, რომ კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან მას ყოველთვის უძღვის წინ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, რომელიც არც ისე სწრაფად პროგრესირებს, ადამიანები კი ამ პროცესებს ყურადღებას არ აქცევენ. დასაბუთებულია, რომ ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრების წესი, რამდენადაც რისკის მთავარ ფაქტორებს სწორედ იგი მოიცავს.
- მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება მას, ვისაც:
• უკვე დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი;
• აქვს შაქრიანი დიაბეტი;
უდასტურდება ორი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან:
• თამბაქოს წევა;
• ჭარბი წონა;
• ჰიპოდინამია;
• ჰიპერტონია;
• ქოლესტერინის მომატება;
• მეტაბოლური სინდრომი;
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა.
ამ კატეგორიის ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ ინფარქტისგან თავის დაცვა. თუმცა ეს არანაკლებ სჭირდებათ სხვებსაც. საზოგადოდ, ჯობს, ადამიანმა თავიდანვე ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოს, რადგან უკვე ჩამოყალიბებული არაჯანსაღი ჩვევების დაძლევა გაცილებით ძნელია, ზოგიერთისთვის - შეუძლებელიც კი. იხილეთ სტატია "ინფარქტი რომ არ დაგემართოთ"