15 საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

15 საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში

ათეროსკლეროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ცხიმოვანი დეპოზიტები გროვდება არტერიის კედლებზე. ათეროსკლეროზი იწვევს არტერიების შევიწროებას და ზღუდავს სისხლის ნაკადს გულსა და სხეულის სხვა ნაწილებში.

ათეროსკლეროზი განიხილება გულის დაავადების ძირითად გამომწვევ მიზეზად, მათ შორის კორონარული არტერიის დაავადება. სისხლძარღვების სიჯანსაღის შენარჩუნება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობა მეტია თუ:

  • გაქვთ მაღალი ქოლესტერინი;
  • გაქვთ მაღალი წნევა;
  • ეწევით სიგარეტს;
  • გაქვთ დიაბეტი;
  • გაქვთ ათეროსკლეროზის ოჯახური ისტორია;
  • გაქვთ სიმსუქნე;
  • არასწორად იკვებებით;
  • უმოძრაო ცხოვრების წესით ცხოვრობთ

ანტიოქსიდანტებით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და სხვა სასარგებლო ნაერთებით მდიდარი საკვები ხელს უშლის არტერიებში ნადების წარმოქმნას.

ათეროსკლეროზის განვითარების პრევენციისთვის სასარგებლო საკვები:

კენკრა

  • მოცვი;
  • მარწყვი;
  • ჟოლო;
  • მაყვალი

ეს ხილი დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ სარგებელთან, მათ შორის ანთების შემცირებასთან და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან. კენკრა შეიცავს ბოჭკოს, ვიტამინებს, მინერალებს და სასარგებლო მცენარეულ ნაერთებს. ეს მოიცავს ფლავონოიდურ ანტიოქსიდანტებს, მათ შორის პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის ჯანმრთელობას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კენკრის ჭამა მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის რისკ ფაქტორებს, მათ შორის:

  • მაღალ ქოლესტერინს;
  • სისხლის წნევას;
  • სისხლში შაქრის დონეს

კენკრამ შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიების დახშობის თავიდან აცილებას ანთების და ქოლესტერინის დაგროვების შემცირებით, არტერიების ფუნქციის გაუმჯობესებით და უჯრედების დაზიანებისგან დაცვით

ლობიო

შეიცავს ბოჭკოებს და ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა ლობიო, აუცილებელია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ლობიო არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც ამცირებს არტერიების დახშობის რისკს. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ლობიოს ჭამას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ,,ცუდი” ქოლესტერინის დონე.

ლობიო გთავაზობთ სხვადასხვა კარდიოპროტექტორულ ეფექტს, მათ შორის:

  • არტერიული წნევის შემცირება;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება;
  • ქოლესტერინის დონის შემცირება;
  • ანთების შემცირება;
  • არტერიების ფუნქციის გაუმჯობესება;

კვლევის მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ლობიოთი მდიდარი დიეტა აუმჯობესებს:

  • ინსულინის მიმართ მგრძნობელობას;
  • სხეულის წონას და წელის გარშემოწერილობას;
  • მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობას;
  • ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებას

ყველა ამ ეფექტს შეუძლია შეამციროს ათეროსკლეროზის რისკი.

თევზი

ომეგა 3-ით მდიდარი თევზის მიღებამ შეიძლება შეამციროს ათეროსკლეროზისა და კორონარული არტერიის დაავადების რისკი, თუმცა მკვლევარებმა ჯერ არ დაადგინეს საბოლოოდ რატომ. ორგანიზმს შეუძლია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზება ბიოაქტიურ ლიპიდურ შუამავლებად, რამაც შეიძლება შეამციროს ანთება და სისხლის შედედება, ორივე მათგანი ხელს უწყობს არტერიების დახშობის პრევენციას.

კვლევის კიდევ ერთი მიმოხილვა აღნიშნავს, რომ თევზის მიღებამ შეიძლება:

  • შეამციროს ტრიგლიცერიდების რაოდენობა;
  • გააუმჯობესოს გულისცემა და დაარეგულიროს არტერიული წნევა;
  • გააუმჯობესოს ჟანგბადით მდიდარი სისხლის გადატუმბვა ორგანოებში;
  • შეამციროს ანთება;
  • შეამციროს სისხლის შედედების რისკი

პომიდორი და პომიდვრის პროდუქტები

შეიცავს მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს ათეროსკლეროზის განვითარების შესამცირებლად.

პომიდორი შეიცავს კაროტინოიდ პიგმენტს ლიკოპენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ლიკოპენით მდიდარი პომიდვრის პროდუქტების მოხმარება შეიძლება დაგეხმაროთ:

  • ანთების შემცირებაში;
  • გაზარდოთ ,,კარგი” ქოლესტერინი;
  • შეამციროთ გულის დაავადების რისკი

ციტრუსები

შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს, მათ შორის ფლავონოიდებს. ციტრუსის ფლავონოიდებს შეუძლიათ შეამცირონ ანთება და ხელი შეუშალონ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ,,ცუდი” ქოლესტერინის დაჟანგვას. ოქსიდირებული ,,ცუდი: ქოლესტერინი ასოცირდება ათეროსკლეროზის განვითარებასთან და პროგრესირებასთან. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ციტრუსის მოხმარება დაკავშირებულია გულის დაავადების და ინსულტის შემცირებულ რისკთან, ორივე მდგომარეობა დაკავშირებულია ათეროსკლეროზთან.

ჯანჯაფილი და დარიჩინი

აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

წიწაკა

შეიძლება დაეხმაროთ არტერიების დახშობისგან დაცვაში.

აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აქედან გამომდინარე შესაძლოა:

  • შეამციროს თავისუფალი რადიკალები;
  • გააუმჯობესოს სისხლში ლიპიდების დონე;
  • შეამციროს სისხლში თრომბოციტების დაგროვება

სელის თესლი

მდიდარია ბოჭკოებით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის კალციუმით და მაგნიუმით. სელის თესლი შეიძლება დაეხმაროს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას.

სელის თესლი შეიცავს სეკოიზოლარიცირეზინოლის დიგლუკოზიდს, ანთების საწინააღმდეგო და ქოლესტერინის დამწევ ლიგნანურ ნაერთს, რომლის თვისებები ეწინააღმდეგება ათეროსკლეროზს და შეიძლება ხელის შეუწყოს გულის შეტევისა და ინსულტისგან დაცვას.

ბოსტნეული

ბროკოლის, კომბოსტოს და ყვავილოვანი კომბოსტოს რაციონში დამატებამ შეიძლება შეამციროს არტერიების დახშობის შანსები. კვლევამ ასევე დააკავშირა ბოსტნეულის მიღება არტერიების კალციფიკაციის შემცირებასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკთან. არტერიული კალციფიკაცია იწვევს არტერიების გამკვრივებას ათეროსკლეროზის დროს.

ჭარხალი

ნიტრატების მდიდარი წყაროა, რომელსაც სხეული გარდაქმნის აზოტის ოქსიდად, სასიგნალო მოლეკულად, რომელიც ასრულებს ბევრ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმში. სისხლძარღვებში ანთება იწვევს აზოტის ოქსიდის წარმოების შემცირებას. ჭარხლის მსგავსი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია დიეტური ნიტრატებით, შეიძლება დაეხმაროს სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას და ანთების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას. კვლევამ ასევე დაადგინა კავშირი დიეტური ნიტრატების მიღებასა და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული სიკვდილის შემცირებულ რისკს შორის.

შვრია

შშეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორები, მათ შორის ქოლესტერინის დონე. შვრია ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, სახელწოდებით ავენანთრამიდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებითი ციტოკინების და ადჰეზიური მოლეკულების დათრგუნვას. ეს შეიძლება დაეხმაროს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს შვრიის ქატოს მოხმარება, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით.

თხილეული

ცილების, ბოჭკოების, ჯანსაღი ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა. ხელს შეუწყობს არტერიების დახშობის თავიდან აცილებას.

შეიძლება შეამციროს ,,ცუდი” ქოლესტერინი და დაეხმაროს ,,კარგი” ქოლესტერინის დონის მატებას. ასევე ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას. კვლევა ასევე ვარაუდობს, რომ თხილეულის ჭამა ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და შეიძლება დაეხმაროს დიაბეტისგან დაცვას. დიაბეტი კი ათეროსკლეროზის ცნობილი რისკ-ფაქტორია.

თხილეულის მიღება შეიძლება დაეხმაროს სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას და გულის დაავადებებისგან დაცვას.

სალათის ფურცელი, კალე, ისპანახი

გვთავაზობს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზისგან დაცვაში. დიეტური ნიტრატების კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას და ანთების შემცირებას. ისინი ასევე გაჯერებულია კალიუმით. ეს მინერალი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კალციფიკაციის თავიდან აცილებას.

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ყოველდღიურად ერთი პორცია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის კორონარული დაავადების და ინსულტის რისკის 12-18%-ით შემცირებასთან.

კაკაო და შავი შოკოლადი

კაკაო და შავი შოკოლადის პროდუქტები ხელს უწყობს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას.

კვლევის მიმოხილვა ვარაუდობს, რომ შოკოლადის ჭამა დაკავშირებულია ინსულტის, გულის დაავადებების და დიაბეტის შემცირებულ რისკთან.კაკაო და შავი შოკოლადის პროდუქტები მდიდარია პოლიფენოლური მცენარეული ნაერთებით. ეს ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის წარმოების გაზრდას და არტერიების ანთების შემცირებას, რაც ხელს უწყობს ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებას ათეროსკლეროზის მქონე ადამიანებში.მაგრამ, შოკოლადი ასევე შეიძლება შეიცავდეს ცხიმებსა და შაქარს, რამაც შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს მის ზოგიერთ სასარგებლო ნაერთს. უმჯობესია აირჩიოთ მუქი შოკოლადი 70%-ზე მეტი კაკაოს შემცველობით, რომ ისარგებლოთ მისი უპირატესობებით და მოიხმაროთ რეკომენდებული რაოდენობა.

ზეითუნის ზეთი

ხმელთაშუა ზღვის დიეტის ძირითადი ნაწილი, შეიძლება დაეხმაროს ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას. ზეითუნის ზეთმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სისხლძარღვების ფუნქცია და შეამციროს ანთებითი მარკერები, რამაც შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი.

გასათვალისწინებელია, რომ ნაკლებად რაფინირებულ ექსტრა ხელუხლებელ ზეითუნის ზეთს აქვს პოლიფენოლების მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა, ვიდრე მეტად რაფინირებულ ზეითუნის ზეთს.