გულის ანევრიზმა - ვერაგი დაავადება, რომლის ჩამოყალიბებასაც მაღალი არტერიული წნევა და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის ანევრიზმა - ვერაგი დაავადება, რომლის ჩამოყალიბებასაც მაღალი არტერიული წნევა და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა უწყობს ხელს

ის, წესისამებრ, მიოკარდიუმის ინფარქტის გართულებას წარმოადგენს.მიზეზებიმიოკარდიუმის ინფარქტის დროს ზიანდება გულის კუნთის განსაზღვრული ნაწილი და გული ადეკვატურად ვეღარ იკუმშება. გულის შიგნით წნევის მომატებისას გულის კუნთის სუსტი უბანი გარეთ გამოიზნიქება და ტომარასავით ჩამოეკიდება. გული განუწყვეტლივ იკუმშება და სისხლს მთელ სხეულში გადაქაჩავს, ამ “ტომარაში” კი სისხლი გუბდება და თრომბებად იქცევა.

ამგვარად, “ტომარაში” არსებული სისხლი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის, რადგან მის გამო შესაძლოა თავის ტვინისა და ქვედა კიდურების სისხლძარღვთა თრომბოზი განვითარდეს.გულის ანევრიზმის გავრცელებული მიზეზია მიოკარდიუმის ტრანსმურალური ინფარქტი, რომელიც გულზე ნეკროზის ფართო უბანს ტოვებს.

ზოგჯერ ანევრიზმა ტრავმის ან ჭრილობის შედეგად დაზიანებულ გულის კედელზე ჩნდება (ტრავმისშემდგომი ანევრიზმა). აღწერილია გულის კედლის თანდაყოლილი დეფექტის ადგილას ანევრიზმის ჩამოყალიბების შემთხვევებიც. საერთო ჯამში კი გულის ანევრიზმის ფორმირების მექანიზმი საკმაოდ რთულია და ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა მკვლევრებმა მაინც დაადგინეს, რომ მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტონია და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა.

პროგნოზი

გულის ანევრიზმის პროგნოზი მეტად სერიოზულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანევრიზმების პროფილაქტიკას, კერძოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ გამოვლენას და მისი ორგანიზაციის პერიოდში სათანადო, მშვიდი რეჟიმის დაცვას დინამიკური სამედიცინო მეთვალყურეობით. მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც გულის ანევრიზმით არის გართულებული, მკაცრი და ხანგრძლივი (6 თვე და მეტი) დამზოგველი რეჟიმი სჭირდებათ და დიდი ხნით კარგავენ შრომის უნარს. მათი დიდი ნაწილი პირველი ან მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა სიაში უნდა იქნეს გადაყვანილი.

წაიკითხეთ სრულად