როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი - პრაქტიკული რჩევები
სტენოკარდიის შეტევა ვლინდება გულმკერდის არეში სიმძიმის, წვის შეგრძნებით, რომელიც მარცხენა მხარს, ხელს, მტევანს ან ქვედა ყბას გადაეცემა. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ბეჭთაშუა არეშიც.
არცთუ იშვიათად სტენოკარდიის შეტევა მხოლოდ ქოშინით ვლინდება. წესისამებრ, სტენოკარდიის შეტევა ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას აღმოცენდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მოსვენების დროს განვითარდეს. სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი ერთსა და იმავე ადგილას აღმოცენდება.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილის ძირითადი განმასხვა-ვებელი ნიშნებია ძლიერი ინტენსივობა და 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობა. ამასთანავე, ნიტროგლი-ცერინის მიღება ტკივილს არ აყუჩებს.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს არსებობს რამდენიმე მარტივი წესი:
- 35-40 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს მუდამ თან უნდა ჰქონდეს ნიტროგლიცერინისა და ასპირინის ტაბლეტები.
- გულის არეში ტკივილის აღმოცენებისთანავე უნდა შეწყვიტოთ მუშაობა ან მოწევა, დაჯდეთ და მოდუნდეთ, გაასწოროთ მხრები, რამდენიმეჯერ მშვიდად ჩაისუნთქოთ და გულის არე მარჯვენა მტევნით 7-8 წრიული მოძრაობით დაიზილოთ.
- თუ 5 წუთში ტკივილმა არ გაიარა, ენის ქვეშ დაიდეთ ნიტროგლიცერინის ან ნიტროსორბიდის 1 ტაბლეტი.
- თუ ტკივილი 10 წუთს გაგრძელდა, წამოწექით, მიიღეთ ნიტროგლიცერინის მეორე აბი და 1 ცალი დაფხვნილი ასპირინი.
- 15-20 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილისას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ქოშინი, შიშის გრძნობა, საჭიროა დამატებით 1 ტაბლეტი ანალგინი ან ბარალგინი, კორვალოლის ან ვალოკორდინის წვეთები მიიღოთ და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გახსოვდეთ: მხოლოდ ექიმს შეუძლია, დაადგინოს გულის არეში აღმოცენებული ტკივილის ნამდვილი მიზეზი, დასვას დიაგნოზი და დანიშნოს სათანადო მკურნალობა.
მკურნალობის წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული: ნუ იქნებით პასიური ავადმყოფი, აქტიურად დაეხმარეთ მკურნალ ექიმს დაავადებასთან ბრძოლაში.