გულის იშემიური დაავადება - ცხოვრება ინფარქტის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის იშემიური დაავადება - ცხოვრება ინფარქტის შემდეგ

.

ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ირღვევა თანაფარდობა სისხლის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. გულის იშემიური დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ (მიოკარდიუმის ინფარქტის სახით) ან ქრონიკულად (სტენოკარდიის პერიოდული შეტევების სახით). მიოკარდიუმის მწვავე იშემიის სიმპტომები, მიოკარდიუმის ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის ჩათვლით, ჩვეულებრივ, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზით არის განპირობებული. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ახლავს გართულების მაღალი რისკი.

  • რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი?

ინფარქტი ცოცხალი ქსოვილის კვდომაა, რომელსაც სისხლის მიწოდების მკვეთრი შეწყვეტისას ჟანგბა-დითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგების შეფერხება იწვევს. ინფარქტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ორგანოში, თუმცა ყოველდღიურ სიტყვახმარებაში ეს ტერმინი გულის კუნთის - მიოკარდიუმის - ქსოვილის კვდომასთან ასოცირდება.

  • ინფარქტის მიზეზები

ინფარქტის მთავარი მიზეზია სისხლის მიმოქცევის დარღვევა რომელიმე ორგანოს ამა თუ იმ უბნის მკვებავ სისხლძარღვებში. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს სისხლძარღვის თრომბოზის ან ემბოლიის, თავად სისხლძარღვის დაავადების, ათეროსკლეროზის, მსხვილი ვენების თრომბოზის დროს. მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთის სხვადასხვა უბანში ლოკალიზდება. ყველაზე ხშირად ზიანდება გულის მარცხენა ნაწილი, რომელიც უფრო მეტად იტვირთება.

  • რა ხდება ინფარქტის დროს

უბანი, სადაც ვითარდება პათოლოგიური პროცესი, კარგავს ფუნქციას. მასში წყდება ნივთიერებათა ცვლა. ქსოვილის უბნის ფუნქციის დაკარგვა მთელი ორგანოს მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. ორგანოს მუშაობის დარღვევის გამოვლინება ინფარქტის გავრცელების ზონასა (ვრცელი ინფარქტი, მიკრო-ინფარქტი) და ორგანოს უბნის ფუნქციურ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული.

  • რა ხდება ინფარქტის შემდეგ

ამ მეტად მძიმე დაავადებას ლეტალური შედეგის მაღალი ალბათობა ახასიათებს. წარმატებული მკურნალობის შედეგად ინფარქტის უბანში იწყება აღდგენითი პროცესები და ქსოვილის მკვდარ უბანს შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება, თუმცა ეს მხოლოდ ანატომიურ დეფექტს აღადგენს და არა ფუნქციურს.

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ინფარქტს ვეჭვობთ

მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუყოვნებლივ უნდა დაისვას და სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა. ინფარქტიანი პაციენტის სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ იმყოფება და მისი გადარჩენა ბევრად არის დამოკიდებული დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკა ეფუძნება დაავადების სიმპტომებს და კვლევის მეთოდებს, რომლებიც გულის კუნთში ნეკროზის არსებობას ავლენს.

დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი დაავადების სიმპტომების საფუძველზე ხორციელდება. ეს სიმპტომებია:

  1. 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის სტენოკარდიული შეტევა, რომელსაც მედიკამენტები არ ხსნის:
  2. ძლიერი ტკივილი მკერდის არეში:
  3. ქოშინი;
  4. გულის რიტმის დარღვევა.

ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს ჰოსპიტალიზებული და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს.

ეკგ ინფარქტის დიაგნოსტიკის ყველაზე ხელმისაწვდომი და ინფორმაციული მეთოდია. ინფარქტიანი ავადმყოფის ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება გულის კუნთის დაზიანების სპეციფიკური ნიშნები, რომელთა საფუძველზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა მარტო ინფარქტის არსებობა-არარსებობაზე, არამედ ვივარაუდოთ მისი ზომა და ლოკალიზაცია.

ინფარქტის დიაგნოსტიკის მეტად მგრძნობიარე მეთოდია სისხლის ფერმენტების (ლდგ-ს, ალტ-ს, ასტ-ს) და გულის კუნთისთვის სპეციფიკური ცილების (ტროპონინების) განსაზღვრა. ინფარქტის დროს გულის კუნთიდან სისხლში ხვდება განსაზღვრული სახეობის ფერმენტები და ცილები, რომელთა კონცენტრაციის საფუძვე-ლზეც ადგენენ ინფარქტის არსებობა-არარსებობას. დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები დაავადების თავისებურებათა განსაზღვრისთვის გამოიყენება.

  • მკურნალობა

მკურნალობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ხშირად ვითარება მოითხოვს, პირველი დახმარება ავადმყოფმა საკუთარ თავს თავად გაუწიოს.

სტენოკარდიის ძლიერი შეტევის (ინფარქტისწინარე მდგომარეობა) დროს ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ტაბლეტი უნდა დავიდოთ. თუ ტკივილმა 5 წუთის განმავლობაში არ გაიარა, ავადმყოფმა ნიტროგლიცერინის მეორე ტაბლეტი უნდა მიიღოს, თუ ტკივილმა არც ამჯერად იკლო, 5 წუთის შემდეგ - მესამე. თუ ნიტროგლიცერინის სამჯერადი მიღების შემდეგ ტკივილმა არ გაიარა, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. სასწრაფოს მოსვლამდე უნდა დავღეჭოთ ასპირინის ტაბლეტი და დავაყოლოთ წყალი. შემდგომ მკურნალობას ექიმი სპეციალისტი ატარებს.

თერაპიის მიზანია ტკივილის გაყუჩება, თრომბის ფორმირებისთვის ხელის შეშლა, გულის რიტმის დარღვევის შეფერხება და გულის მუშაობის შენარჩუნება. ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კორონარული არტერიების გამავლობის ქირურგიული აღდგენა.

ენდოვასკულარული ქირურგია (რენტგენოქირურგია, ინტერვენციული რადიოლოგია) თანამედროვე მედიცინის შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა. მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ ყოველგვარი ჩარევა ჭრილობის გარეშე, კანზე გაკეთებული მცირე ზომის ნახვრეტებიდან, 1-4 მმ დიამეტრის ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება. ენდოვასკულარული ჩარევა (ბალონირება, სტენტირება) იშვიათად მოითხოვს ზოგად ნარკოზს და ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება. ის თავიდან გვაცილებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას ან პროგრესირებას და ხსნის ღია ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას. განსაზღვრულ ვითარებაში აუცილებელია გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა. უმეტესად ტარდება აორტოკორონარული შუნტირება - აორტას კორონარული არტერიის სეგმენტებთან აერთებენ. შუნტად ხშირად იყენებენ აუტოტრანსპლანტანტს (ჩვეულებრივ, დიდ კანქვეშა ვენას).

  • ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია

მწვავე პერიოდის შემდეგ ტარდება მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს:

  1. არტერიულ ჰიპერტონიასთან ბრძოლას;
  2. ჭარბი წონის დაკლებას;
  3. დიეტის მკაცრ დაცვას, საკვებში ქოლესტერინისა და ცხოველური ცხიმების შემცველობის დაქვეითებით;
  4. მავნე ჩვევებზე, განსაკუთრებით - ნიკოტინზე უარის თქმას;
  5. სამკურნალო ფიზკულტურას;
  6. სანატორიულ და კურორტულ მკურნალობას.

ადამიანი, რომელმაც მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, მკაცრად უნდა იცავდეს ექიმის ყველა მითითებას. მართებული მკურნალობა და კარგად დაგეგმილი პროფილაქტიკური ღონისძიებები საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ამაღლებს ცხოვრების ხარისხს.

  • სტენოკარდია თუ მიოკარდიუმის ინფარქტი?

სტენოკარდიის შეტევა ვლინდება გულმკერდის არეში სიმძიმის, წვის შეგრძნებით, რომელიც მარცხენა მხარს, ხელს, მტევანს ან ქვედა ყბას გადაეცემა. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ბეჭთაშუა არეშიც. არცთუ იშვიათად სტენოკარდიის შეტევა მხოლოდ ქოშინით ვლინდება. წესისამებრ, სტენოკარდიის შეტევა ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას აღმოცენდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მოსვენების დროს განვითარდეს. სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი ერთსა და იმავე ადგილას აღმოცენდება. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილის ძირითადი განმასხვა-ვებელი ნიშნებია ძლიერი ინტენსივობა და 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობა. ამასთანავე, ნიტროგლი-ცერინის მიღება ტკივილს არ აყუჩებს.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს არსებობს რამდენიმე მარტივი წესი:

  1. 35-40 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს მუდამ თან უნდა ჰქონდეს ნიტროგლიცერინისა და ასპირინის ტაბლეტები.
  2. გულის არეში ტკივილის აღმოცენებისთანავე უნდა შეწყვიტოთ მუშაობა ან მოწევა, დაჯდეთ და მოდუნდეთ, გაასწოროთ მხრები, რამდენიმეჯერ მშვიდად ჩაისუნთქოთ და გულის არე მარჯვენა მტევნით 7-8 წრიული მოძრაობით დაიზილოთ.
  3. თუ 5 წუთში ტკივილმა არ გაიარა, ენის ქვეშ დაიდეთ ნიტროგლიცერინის ან ნიტროსორბიდის 1 ტაბლეტი.
  4. თუ ტკივილი 10 წუთს გაგრძელდა, წამოწექით, მიიღეთ ნიტროგლიცერინის მეორე აბი და 1 ცალი დაფხვნილი ასპირინი.
  5. 15-20 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილისას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ქოშინი, შიშის გრძნობა, საჭიროა დამატებით 1 ტაბლეტი ანალგინი ან ბარალგინი, კორვალოლის ან ვალოკორდინის წვეთები მიიღოთ და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გახსოვდეთ: მხოლოდ ექიმს შეუძლია, დაადგინოს გულის არეში აღმოცენებული ტკივილის ნამდვილი მიზეზი, დასვას დიაგნოზი და დანიშნოს სათანადო მკურნალობა.

მკურნალობის წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული: ნუ იქნებით პასიური ავადმყოფი, აქტიურად დაეხმარეთ მკურნალ ექიმს დაავადებასთან ბრძოლაში.