/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ოსტეომიელიტი - ძვლის ტვინის ანთება

ოსტეომიელიტი - ძვლის ტვინის ანთება
ამ დაავადებას ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ეპოქაში - ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის დამლევს და მეოთხეს დასაწყისში იცნობდნენ.

მისთვის დამახასიათებელი ნიშნები 3000 წლის წინანდელ ეგვიპტურ მუმიებსაც კი აღმოაჩნდათ. დღეს, ანტიბიოტიკების ეპოქაში, ოსტეომიელიტი უფრო იშვიათად გვხვდება, მაგრამ მისი მკურნალობა კვლავაც რთულ ამოცანად მიიჩნევა.

ტერმინი ოსტეომიელიტი გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის: საკუთრივ ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) - ანთებას. ის ძვლის ინფიცირებისას ვითარდება. ინფექცია ძვალში სხვადასხვა გზით ხვდება, კერძოდ, სისხლის მეშვეობით ანთების სხვა კერიდან (ამ ფორმას ჰემატოგენურ ოსტეომიელიტს უწოდებენ) ან უშუალოდ ჭრილობიდან (ეს ტრავმული ოსტეომიელიტია). ოსტეომიელიტით შესაძლოა გართულდეს დახურული მოტეხილობა ოპერაციული მკურნალობის შემდეგ.

  • ოსტეომიელიტის მიზეზები

ოსტეომიელიტის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად - სხვა ბაქტერიები, რიკეტსიები და ზოგიერთი სოკო. დაავადების გამომწვევი იჭრება ძვლის ქსოვილში და იქ მავნე ზემოქმედებას იწყებს. მისი შეჭრის ადგილას ანთებითი კერა წარმოიქმნება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ხასიათი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოგენური ოსტეომიელიტი უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში, უპირატესად - ვაჟებში გვხვდება. პირველადი კერა შეიძლება იყოს ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი, ფლეგმონა, აბსცესი, წითელი ქარი, ინფიცირებული დაჟეჟილობა და ჭრილობა, კიდურის ღია მოტეხილობა, კარიესული კბილი, ტონზილიტი, ცხვირისა და ყურის დანამატი ღრუების ქრონიკული ანთებითი პროცესი. პირველადი უბნიდან მიკრობები სისხლის მეშვეობით ძვლის ტვინში ხვდება და მისი შემადგენელი ნაწილების ანთებას იწვევს. მიკროორგანიზმების გამრავლებისდა კვალად მიმდინარეობს ძვლის ქსოვილის დაშლა და ჩირქის წარმოქმნა. ჩირქის ოდენობა თანდათან იზრდება და ყალიბდება აბსცესი. ამის გამო ძვალში მუხრუჭდება ის პროცესები, რომლებიც აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად. შედეგად მიკრობები შეუფერხებლად განაგრძობენ გამრავლებას და ძვლის ახალ უბნებს აინფიცირებენ.

  • მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი

დაავადების დასაწყისს ხშირად წინ უძღვის ხანმოკლე (1-4-დღიანი) პერიოდი, რომლის დროსაც დაავადებას პრაქტიკულად არაფერი გვაეჭვებინებს. ადამიანი უჩივის ზოგად სისუსტეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს და ვერ ხვდება, რომ მიზეზი ძვლის სიღრმეში მიმდინარე პროცესია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ავადმყოფი უფრო და უფრო სუსტდება, აწუხებს კუნთების, კიდურების, თავის ტკივილი. შემდეგ შეამცივნებს. სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე და უფრო მეტადაც იმატებს. მოსალოდნელია ღებინებაც.

ზოგადი მდგომარეობა მძიმდება, შესაძლოა, ცნობიერება დაიბინდოს, დაიწყოს ბოდვა, კრუნჩხვა. სახე ფერმკრთალია, თვალები - ჩაცვენილი, ტუჩები - ციანოზური. არტერიული წნევა დაქვეითებულია, პულსი - გახშირებული და სუსტი, სუნთქვა - ზედაპირული და ხშირი. ასეთ დროს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, რათა მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს და გამოუსწორებელი შედეგი არ მივიღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
რა განაპირობებს ძვლებისა და კუნთების ტკივილს
რა არის ოსტეომიელიტი? - როგორ ამოვიცნოთ ის და გართულებები, რომელიც დაავადების გამწვავებამ შეიძლება გამოიწვიოს

კიდევ ორი დღის შემდეგ დაზიანებულ კიდურში ვითარდება მკაცრად ლოკალიზებული ძლიერი ტკივილი, რომელსაც აქვს მბურღავი, მჩხვლეტი ხასიათი. ავადმყოფები, განსაკუთრებით - ბავშვები, ამ დროს თითქმის გაუნძრევლად წვანან, ვინაიდან ტკივილი მცირე მოძრაობის დროსაც კი ძლიერდება.

ამავე პერიოდში ადგილობრივი მოვლენები უფრო მკაფიოდ იჩენს თავს. ანთების მიდამოში ჩნდება რბილი ქსოვილების მტკივნე-ული შესივება, რომელიც სწრაფად იმატებს. აღინიშნება ზომიერი სიწითლე და კანის შეშუპება. დაზიანებული მიდამო გაცხელებულია. ჩნდება გაფართოებული ვენები, დიდდება რეგიონული ლიმფური კვანძები..

მწვავე ოსტეომიელიტის პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, როდის დავიწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას. ძვლის ინფიცირებული შრეების დანეკროზებისას დაავადების მწვავე ფორმა ქრონიკულში გადაიზრდება. ძვლისა და ძვლისაზრდელას კვების დარღვევა რეგენერაციის პროცესს ხელს უშლის და ამასაც ანთების გაქრონიკულებამდე მივყავართ.

  • ქრონიკული ოსტეომიელიტი

ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს კლინიკური სიმპტომები არცთუ ისე მკვეთრია. ანთება ვლინდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისას (ტრავმის, გადაცივების, ორგანიზმის ზოგადი მძიმე დაავადების შემთხვევაში), როდესაც ძვალში ჩაბუდებული ინფექცია მთელი ძალით იჩენს თავს.

  • მკურნალობა

დროულად დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია მეტად ეფექტიანია. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა ნაკლებია. ინფექციას ინდივიდუალურად, გამომწვევის სახეობის გათვალისწინებით შერჩეული ანტიბიოტიკებით ებრძვიან. თავდაპირველად დაავადების გამომწვევის პრეპარატისადმი მგრძნობელობას განსაზღვრავენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია შესაძლოა 4-6 კვირასაც გაგრძელდეს. ზოგჯერ მედიკამენტები უშუალოდ დაზიანებულ უბანში შეჰყავთ.

ჰემატოგენური ოსტეომიელიტის მკურნალობა ზოგად ღონისძიებებთან ერთად ინფექციის კერაზე ადგილობრივ ზემოქმედებასაც ითვალისწინებს. დაავადების პირველივე დღეებში საჭიროა კიდურის იმობილიზაცია, რაც ხელს უწყობს პროცესის შემოფარგვლას, ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას.

ოპერაციულ მკურნალობას იშვიათად მიმართავენ. ის ნაჩვენებია დაავადების შორსწასულ შემთხვევებში, ფლეგმონის ჩამოყალიბებისას, როდესაც კონსერვატორული მკურნალობა უშედეგოა.

ანტიბიოტიკოთერაპიისა და ადგილობრივი თერაპიის გარდა საჭიროა ზოგადი, ორგანიზმის ძალთა აღმდგენი მკურნალობა, რაც ვიტამინოთერაპიასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია შემდგომი სანატორიულ-კურორტული მკურნალობაც.

კომენტარები (1)
ლიკა
მოგესალმებით, ჩემს 5 წლის გოგონას გაუკეთდა ოერაცია წვივის მსხვილი ძვალზე, დიაგნოზი მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი, ვიკმურნალეთ 27 დღე, ბოლო ერთი კვირა აღარ ქონდა სიცხეები და შეხორცებაც კარგად წავიდა, გამოვეწერეთ სახლში მაგრამ ისევ მისცა დაბალი სიცხეები, ვიღებთ დალაცინის კაფსულებს. გთხოვთ გამარკვიოთ ეს დაბალი სიცხეები რას ნიშნავს?ანუ უნდა მეშინოდეს თუ არა რომ ისევ ანთებითო პროესი მიდის?
თარიღი : 26-02-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ
5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ
არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც საუკეთესოდ ებრძვიან ბავშვები, ხოლო მოზრდილები ბევრად ცუდად იტანენ, მეტიც, შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ გართულებები.
სრულად
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
სრულად
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის
ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება.
სრულად
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს
ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი, არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი.
სრულად
როგორ მუშაობს ვაქცინა
როგორ მუშაობს ვაქცინა
დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, შეიძლება იყოს საშიში და მომაკვდინებელიც კი.
სრულად
რა არის იმუნოდეფიციტი
რა არის იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტზე საუბრისას მოიაზრება იმუნური სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

გამარჯობა. დედაჩემს ეხოზე მსგავსი ტექსტით ჩაუწერეს დასკვნა , ცოტა არ იყოს შეშინებული გამოუშვეს. Pulmo- ბრონქულ- სისხლძარღვოვანი სურათი ქვემო არეებში გაძლიერებულია, კარდიო-დიაფრაგმულ კუთხეებში, მეტად მარჯვნივ დეფორმირებულია. ამავე მხარეს ვლინდება დაბალი ინტენსივობის ინფილტრაციული კერები (საფიქრებელია შეგუბებით ცვლილებებზე). საშიშია რაიმე? მოკლე მიმოხილვით რომ მიპასუხოთ ძალიან ღელავს. ფილტვის ფესვები გამკრივებულია, მარჯვენა მცირედ ინფილტრირებულია, სინუსები დიფერენცირდება. დიაფრაგმის გუმბათების მდებარეობა და კონტურები ნორმის ფარგლებშია. Cor- განივი ზომა გადიდებულია.

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ოსტეომიელიტი - ძვლის ტვინის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები