როტავირუსული ინფექცია სიმპტომები და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როტავირუსული ინფექცია სიმპტომები და პროფილაქტიკა

როტავირუსული ინფექციის სიმპტომები

დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ პერიოდს:

  • საინკუბაციოს, რომელიც 5 დღემდე გრძელდება;
  • მწვავეს - 3-7 დღე;
  • აღდგენითს - 4-5 დღე.

დაავადების დასაწყისი, ჩვეულებრივ, მწვავეა. ახასიათებს ტემპერატურის მკვეთრი მომატება, მრავალჯერადი ღებინება, მუცლის შეტევითი ტკივილი და ბუყბუყი. მოსალოდნელია დიარეაც. განავლის ხასიათი როტავირუსული ინფექციის დაიგნოსტირებაში გვეხმარება. დაავადების პირველ დღეს განავალი თხევადია, ყვითელი, მომდევნო დღეებში იღებს თიხისებრ კონსისტენციას და მორუხო-მოყავისფრო ფერს. გარდა ნაწლავური სიმპტომებისა, ავადმყოფი უჩივის სურდოს, ყელის ფხაჭნისა და ტკივილის შეგრძნებას, ხველას. ეს სიმპტომები უფრო მეტად ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. მოზრდილებთან შეინიშნება მადის დაქვეითება, თხევადი განავალი, ტემპერატურის ხანმოკლე მომატება. ზოგჯერ ინფექცია უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. როტავირუსული ინფექციის სიმპტომები ძალიან ჰგავს ზოგი სხვა ინფექციური დაავადების (სალმონელოზის, ქოლერას) სიმპტომებს, ამიტომ მათი გამოვლენისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პატარა ბავშვს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან ამან შესაძლოა დაავადების შენიღბვა გამოიწვიოს.

როგორ მკურნალობენ

წამალი, რომლის მოქმედებაც უშუალოდ როტავირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, არ არსებობს. სამკურნალო ღონისძიებები მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების აღმოფხვრას. თუ ავადმყოფს მადა არ აქვს, ჭამას ნუ დააძალებთ. საკვები, უმჯობესია, მცირე ულუფებად მიაწოდოთ, რათა პროვოცირება არ გაუწიოთ ღებინებას. რძის პროდუქტები იკრძალება, რადგან საუკეთესო გარემოს ქმნის დაავადების გამომწვევი ვირუსის გასამრავლებლად. ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეჰიდრატაციული თერაპია. რეკომენდებულია წყლის სმა. კარგია მარილოვანი ხსნარების მიღებაც - 50 მლ-ისა ნახევარ საათში ერთხელ. სორბენტები (გააქტიურებული ნახშირი, სმექტა და სხვა) აუცილებელია ნაწლავებიდან ტოქსინების გამოსაძევებლად. თანდართული ბაქტერიული ინფექციის პროფილაქტიკისთვის შეიძლება დაინიშნოს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, საჭმლის მონელების დარღვევის კორექციისთვის - ფერმენტული პრეპარატები. მადის მომატების შემთხვევაში ნიშნავენ მიკროფლორის აღმდგენ საშუალებებს.

როტავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა

სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის შემუშავებულია ორი ვაქცინა, რომლებიც დასუსტებულ ვირუსს შეიცავს. არასპეციფიკური პოფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის წესების დაცვას (ხელების ხშირ ბანას საპნით, განსაკუთრებით - საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ჭამის წინ), აგრეთვე - საკვებისა და წყლის სათანადო დამუშავებას. ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა გავრეცხოთ, ხოლო ეპიდემიის პერიოდში გადავავლოთ მდუღარე წყალი. ვსვათ გადადუღებული წყალი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რძის ნაწარმის ხარისხს. საეჭვო წარმომავლობისა და ვადაგასული პროდუქტების მიღება არ შეიძლება.