რატომ არის საშიში ქათმისა და ღორის გრიპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საშიში ქათმისა და ღორის გრიპები

ქათმის გრიპით ადამიანის დასნებოვნების პირველი შემთხვევა ჰონკონგში აღირიცხა 1997 წელს, შინაურ ფრინველებს შორის გრიპის აფეთქების დროს. მაშინ აფეთქების ლიკვიდაციის მიზნით 1,5 მილიონი ქათამი გაანადგურეს. რაც მთავარია, მალევე მიაგნეს ვირუსის შტამს და დაადგინეს, რომ ის ფრინველებისგან ადამიანსაც გადაეცემა. საყურადღებოა, რომ ქათმის გრიპი ძირითადად შინაური ფრინველებისთვის (ქათამი, ბატი, ინდაური) არის დამახასიათებელი. ვირუსის 15 სახეობიდან H5N1 შტამი განსაკუთრებულად საშიშია, რადგან ადვილად განიცდის მუტაციას (სახეცვლილებას). გარდა ამისა, მას შეუძლია მიიღოს იმ ვირუსთა გენებიც, რომლებიც სხვა ცხოველებს ასნებოვნებს. ქათმის გრიპი ადამიანებში შესაძლოა მეტად მძიმედ წარიმართოს და სიკვდილით დასრულდეს.

ვინ და როგორ ავადდება ქათმის გრიპით

დაავადების საინკუბაციო პერიოდი არცთუ ხანგრძლივია - სიმპტომები ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ორი დღე-ღამის (ზოგჯერ - უფრო მეტი ხნის) შემდეგ იჩენს თავს. ადამიანის დასნებოვნება უმთავრესად დაავადებულ ფრინველთან შეხების შედეგია. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ფრინველებთან (მაგალითად, მეფრინველეობას მისდევენ). დადგენილია, რომ ვირუსი გადაეცემა როგორც ფრინველისგან ადამიანს, ასევე გარემოდან ადამიანსაც, ხოლო ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა იშვიათია (აღრიცხულია ერთეული შემთხვევები).

რა შეიძლება მოჰყვეს ქათმის გრიპს

ქათმის გრიპი, გრიპის სხვა ფორმების მსგავსად, მძიმე გართულებების გამოა საშიში. ესენია თირკმელების, ღვიძლის, სისხლმბადი ორგანოების დაზიანება. სწორედ ეს დაზიანებები იწვევს სიკვდილს. ავადმყოფები უმეტესად ვირუსული პნევმონიითა და ფილტვების შეშუპებით იღუპებიან. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური დახმარების დროულ გაწევას.

ღორის გრიპი

ღორის გრიპის ეპიდემიამ თავის დროზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა მთელ მსოფლიოში. ეს რესპირატორული დაავადებაა. მისი გამომწვევი, A ტიპის ვირუსი, ჩვეულებრივ, მხოლოდ ღორებს აავადებს, თუმცა ადამიანთა დასნებოვნების შემთხვევები უწინაც იყო ცნობილი. როგორც დღესდღეობით ირკვევა, ვირუსმა ადამიანისგან ადამიანზე გადასვლის უნარი შეიძინა.

საიდან გაჩნდა ვირუსი

ღორის გრიპის ვირუსი თავდაპირველად ღორების პოპულაციაში აღმოაჩინეს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. სეზონური გრიპის გამომწვევივით (რომელიც ადამიანებს ასნებოვნებს), ღორის გრიპის ვირუსიც განუწყვეტლივ მუტირებს (ანუ იცვლის სახეს). მაგალითად, მან შესაძლოა განიცადოს მუტაცია ღორისა და ქათმის გრიპის გამომწვევ სხვა ვირუსებთან, ასევე - ადამიანის გრიპის გამომწვევებთან კონტაქტისას.

წინათაც ხდებოდა ღორის გრიპის ეპიდემიები?

ხდებოდა! ეს იყო ღორის გრიპის შედარებით უმნიშვნელო აფეთქებები ადამიანთა შორის. მაგალითად, 1976 წელს შედარებით მცირემასშტაბიანმა ეპიდემიამ იფეთქა ფორტ დიქსის სამხედრო ბაზაზე (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). თითქმის მთელი თვე ვირუსი ვრცელდებოდა ბაზის რიგით შემადგენლობაში, მერე კი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც აღმოცენდა. ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

როგორ ხდება ღორის გრიპით ადამიანის დასნებოვნება?

როგორც ირკვევა, ღორის გრიპი ადამიანისგან ადამიანს სეზონური გრიპის მსგავსად გადაეცემა. ცხვირცემინებისა და ხველისას დაავადების გამომწვევები ნერწყვის უწვრილეს წვეთებთან ერთად ინტენსიურად იფრქვევა გარემოში. როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ხელით შეეხება აქტიური ვირუსებით დაბინძურებულ ზედაპირს, მერე კი საკუთარ ტუჩებს ან ცხვირს, დასნებოვნება ფაქტობრივად გარდაუვალია, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენის წესების დაცვას, ხელების ხშირ-ხშირად და სწორად დაბანას. ღორის გრიპი ადამიანს შესაძლოა უშუალოდ დაავადებულ ცხოველთან შეხებითაც გადაედოს, თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია. გრიპის აფეთქების დროს მოსახლეობას პანიკა იპყრობს - ხომ არ არსებობს ღორის ხორცისა და, საზოგადოდ, ღორის ხორცის შემცველი საკვებისგან დასნებოვნება. ამის თაობაზე სარწმუნო მონაცემები არ არსებობს.

აქვთ თუ არა საერთო ღორისა და ქათმის გრიპის გამომწვევებს?

აღმოჩნდა, რომ არა. ისინი სხვადასხვა ტიპის ვირუსებია. ქათმის გრიპის გამომწვევი H5N1 სახეობას მიეკუთვნება, ხოლი ღორისა - H1N1-ს. ქათმის გრიპის ვირუსი უმთავრესად ფრინველებს აავადებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დაავადების შემთხვევებიც არის ცნობილი, სერიოზული, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სახე ამ გრიპს არასოდეს ჰქონია.