სეპტიკური შოკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

სეპტიკური შოკი

სეპტიკური შოკი
სეპტიკური შოკი მძიმე ინფექციურ დაავადებათა მეტად ვერაგი და სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა. მისთვის დამახასიათებელია ქსოვილთა პერფუზიის (სისხლით მომარაგების) დაქვეითება, რის გამოც ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები უჯრედებამდე ვეღარ აღწევს და ვითარდება პოლიორგანული უკმარისობის სინდრომი. სეპტიკური შოკი უმეტესად ბავშვებთან, ხანდაზმულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებთან გვხვდება. სიკვდილიანობა ამ დროს 25-50%-ს შეადგენს.
სეპტიკური შოკი, ფაქტობრივად, სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომია, რომლის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მინიმუმ ორის არსებობა. ეს სიმპტომებია:

  • 38,5 0C-ზე მაღალი ან 36,0 0C-ზე დაბალი ტემპერატურა;
  • ტაქიკარდია (წუთში 90-ზე მეტი დარტყმა);
  • ტაქიპნოე (აჩქარებული
    სუნთქვა);
  • ლეიკოციტების ასაკობრივ ნორმასთან შედარებით მომატება ან დაკლება;
  • სეფსისის დიაგნოზი და გამორიცხვა ყველა სხვა მიზეზისა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი ანთებითი რეაქციის სინდრომი;
  • ორგანული უკმარისობა;
  • მყარი ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება).

სეპტიკური შოკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სეფსისის გამო არტერიული წნევა სიცოცხლისთვის სახიფათო დაბალ დონემდე ეცემა. ეს
მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა შემცირებულია. ასეთი რამ დამახასიათებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ და ქრონიკული პათოლოგიებით, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტითა და ღვიძლის ციროზით დაავადებულთათვის.

რატომ და როგორ ვითარდება სეპტიკური შოკი

სეპტიკური შოკი უძველესი დროიდან სისხლის დასნებოვნების სახით არის ცნობილი. ის ბაქტერიული ინფექციის დისემინაციის (გავრცელების) შედეგია - ინფექციური აგენტი სისხლს ერთი ქსოვილიდან სხვებში გადააქვს, რაც ორგანიზმის ინტოქსიკაციას (მოწამვლას) იწვევს და ანთებით პროცესში სხვადასხვა ორგანოს ჩართვას განაპირობებს. სეპტიკურ შოკს დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან, კარდიული შოკის მსგავსად, სიკვდილის ხშირი მიზეზია. სეპტიკური შოკის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

1. პერიტონიტი (მუცლის ფარის ანთება), რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში მიმდინარე ინფექციური პროცესით, რომელიც შეიძლება ინსტრუმენტული აბორტის შედეგადაც განვითარდეს;
2. პერიტონიტი, გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის დაზიანებით, მათ შორის - ნაწლავის დაავადებებით ან ჭრილობით;
3. გავრცობილი განგრენოზული პროცესი, გამოწვეული სპეციფიკური ანაერობული ინფექციით თავდაპირველად - პერიფერიულ ქსოვილებში, მერე კი შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით - ღვიძლში;
4. სეფსისი, გამოწვეული თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციური დაზიანებით, ყველაზე ხშირად - ნაწლავის ჩხირით;
5. სეფსისი, გამოწვეული კანის ინფექციით, კონკრეტულად სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური მიკროფლორით.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
1932 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგში ექიმები სიფილისს 600 ღარიბ აფროამერიკელზე სწავლობდნენ.
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
ქლამიდიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქლამიდიოზით დასნებოვნების გზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად