ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ღორის გრიპი - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული

ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

- ქალბატონო ხათუნა, რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?
- გრიპის ვირუსებს თავიდანვე ასეთი ბედისწერა დაჰყვა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, პანდემიები ყოველთვის ატარებდა ამა თუ იმ სახელს. შეგახსენებთ ესპანკას, აზიურ გრიპს, ჰონკონგის გრიპს. ოცდამეერთე საუკუნის პირველმა პანდემიამ ღორის გრიპის სახელი შეიძინა... გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი

ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება “ღორის გრიპს”, მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ა ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა
ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ დღეისათვის პანდემიამ გადაიარა, ვირუსმა უკვე შემოიარა მსოფლიო და სადღეისოდ ცირკულირებს როგორც სეზონური გრიპის გამომწვევი.


- რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?
- ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია. თუმცა ამ ტიპის ვირუსთან ერთად პანდემიის მომდევნო წლებში ცირკულირებდა H3N2 და ბ გრიპის ვირუსებიც. პანდემიის შემდეგ წელს საქართველომ საკმაოდ მძიმე სეზონი გადაიტანა და ამ პერიოდში ხანში შესულებში  ბ გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულებები გაცილებით ხშირად აღირიცხებოდა, ვიდრე ღორის გრიპით.


- როგორია მსოფლიოში დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ჩვენს მოსახლეობას ვირუსის პირველი იდენტიფიკაციიდან დღემდე? თქვენ კი ბრძანეთ, რომ პანდემიამ გადაიარა, მაგრამ მაინც რა ხდება სხვა ქვეყნებში?
- დიახ, პანდემიამ გადაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ჯერ მხოლოდ იმ ზარალის წინასწარი შეფასება არსებობს, რაც პანდემიამ მიაყენა მსოფლიოს. მიიჩნევა, რომ პანდემია იმაზე მსუბუქი გახლდათ, ვიდრე ექსპერტები მოელოდნენ. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაბალი გამოვიდა, თუმცა ამ პანდემიას ჰგონდა ერთი ვერაგული თვისება - ძირითადად დაავადებული იყო მოსახლეობა 30-დან 60 წლამდე და შესაბამისად სიკვდილიანობაც ამ ასაკში იყო მაღალი.


- რა ხდება საქართველოში, როგორია სტატისტიკა? განსაკუთრებით საინტერესოა წლევანდელი სტატისტიკა. რამდენი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა?
- სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გაგვაჩნია.


- ლაბორატორიულად დადასტურებული სტატისტიკა ხომ მაინც არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ ასახავს გრიპის რეალურ მასშტაბს. ლეტალური შემთხვევების რაოდენობასაც კი ვერ მივიჩნევთ ზუსტად - შესაძლოა, რეალურად სიკვდილიანობა უფრო მაღალი ყოფილიყო.


- რა იყო პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი მიმდინარე წელს?
- წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს გაურთულდათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-01-2019
ტოტო
უვიცები.
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
1932 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგში ექიმები სიფილისს 600 ღარიბ აფროამერიკელზე სწავლობდნენ.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად