რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა

რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ას მილიონზე მეტი ადამიანი გართულებების გარეშე აიცრა.

ხშირად კითხულობენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით? დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს გრიპს, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

მიმდინარე სეზონზე ვაქცინაცია ტარდებოდა ძირითადად სამკომპონენტიანი ვაქცინით. ყოველწლიურად ვაქცინაცია ტარდება სხვადასხვა კომპონენტიანი
ვაქცინებით, რომელთა შერჩევა წინასწარი კვლევის და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ხდება.

ამჯერად სამკომპონენტიანი ვაქცინა შედგება შემდეგი ვირუსების დასუსტებული შტამებისაგან:

A ჯგუფის - H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი,
A ჯგუფის - H3N2 - ადამიანის გრიპის ვირუსი,
B ვირუსი - კოლორადოს შტამი.

იყო ასევე ოთხკომპონენტიანი ვაქცინაც, რომელშიც დამატებული იყო B ვირუსის კიდევ ერთი შტამი.

ვაქცინაციის ჩატარებისთვის ოპტიმალური დროა შემოდგომის პერიოდი, გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული დრო - მინიმუმ 2 კვირა. ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. ამდენად, გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა, თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

თამარ ნეფარიძე
თამარ მამაცაშვილი


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-01-2019
status quo
ორი წელია გრიპზე აცრას ვიკეთებ,არც გავციებულვარ,რა გრიპი,გირჩევთ აიცრათ.დიაბეტიც მაქვს,შუნტირებაც გავიკეთე.ეს აცრა არაფერს ვნებს.
მსგავსი სიახლეები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის,
20-01-2020
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
11-01-2020
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
რეალურად ახალ შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დიაგნოსტირდება და ეს ციფრი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პან­დე­მი­ურ
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას
დაავადებათა­ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს ყველასთვის საინტერესო რამდენიმე კითხვას:
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად