ანტივირუსული პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტივირუსული პრეპარატები

მათი უმრავლესობის ეფექტიანობა დამტიცებულია ექსპერიმენტებითა და კლინიკური გამოცდებით. მიუხედავად ამისა, ფართოდ სამედიცინო პრაქტიკაში ამ პრეპარატების მცირე ნაწილს იყენებენ.

ანტივირუსული პრეპარატები ხელს უშლის ვირუსთა გამრავლებას (სტატიკური მოქმედება) ან იწვევს მათ სიკვდილს (ვირუციდული მოქმედება).

ვირუსები ცხოვრობენ და მრავლდებიან ადამიანის ორგანიზმში. მათი საარსებო გარემო ადამიანის უჯრედია. ყველაზე მეტად სწორედ ეს ართულებს მაღალეფექტური ანტივირუსული პრეპარატის შექმნას: შერჩევითად გაანადგურო ვირუსი ისე, რომ უჯრედი არ დააზიანო - პრაქტიკულად შეუძლებელია. ამჟამად კლინიკურ მედიცინაში დანერგილ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, აქვს შემდეგი თერაპევტული თვისებები:

  • ამჟღავნებს მკვეთრად გამოხატულ ანტივირუსულ მოქმედებას ადამიანისთვის მინიმალური ზიანით;
  • დაწვრილებით არის შესწავლილი მათი ანტივირუსული მოქმედება და ფარმაკოკინეტიკა ორგანიზმზე მოქმედებისას;
  • დადგენილია, როგორ მოქმედებს ორგანიზმში მოხვედრისას იმუნურ სისტემასა და ორგანიზმის თავდაცვით ძალებზე;
  • დადგენილია კონკრეტული ვირუსის მგრძნობელობა ქიმიური პრეპარატებისადმი და მათთან ურთიერთქმედების შედეგი.

პრეპარატთა სახეები

ქიმიური შედგენილობისა და მოქმედების მექანიზმის მიხედვით ანტივირუსული პრეპარატებს სამ დიდ ჯგუფად ყოფენ:

1. ქიმიოპრეპარატებად;

2. ინტერფერონებად;

3. ინტერფერონთა ინდუქტორებად - ინტერფერონოგენებად.

ქიმიოპრეპარატები

ანტივირუსული ქიმიოპრეპარატებია ანომალიური ნუკლეოზიდები, ადამანტანის წარმოებულები, სინთეზური ამინმჟავები, პიროფოსფატის ანალოგები, თიოსემიკარბაზონი და სხვა ვირუციდული პრეპარატები.

ინტერფერონები

ინტერფერონები ბიოლოგიური ანტივირუსული არასპეციფიკური საშუალებებია, რომლებსაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა უჯრედი. მათი ფუნქცია ვირუსთა გამრავლების დათრგუნვა, დასუსტება და ორგანიზმის დასუფთავებაა. ინტერფერონები ამოიცნობენ ვირუსისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ცილებს, ახდენენ მათი საინფორმაციო რნმ-ის დისკრიმინაციას და ამით ხელს უშლიან უჯრედთა შემდგომ გამრავლებასა და განვითარებას, შესაბამისად, იკლებს და ქრება მავნე ზემოქმედება, რომელიც იწყება უჯრედში ვირუსის მოხვედრის შემდგომ. შედგენილობის მიხედვით ინტერფერონები იყოფა ალფად, ბეტად და გამად, მიღების გზის მიხედვით კი ცნობილია ადამიანის (ბუნებრივი), ლეიკოციტური (პირველი თაობის) და რეკომბინანტური (მეორე თაობის) ინტერფერონები.

ალფა-ინტერფერონი ცილა პროტეინია, ბეტა და გამა ინტერფერონები კი გლიკოპროტეინები (ცილოვან-ნახშირწყლოვანი ბუნების ნაერთები).

ალფა-ინტერფერონებია: ინტერლოკი, რეაფერონი, ინტრონ A, როფერონ A და სხვა.

ბეტა-ინტერფერონებია: ბეტაფერონი, ფერონი და სხვა.

გამა ინტერფერონია იმუკინი.

ინტერფერონები სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს ვირუსული ინფექციების არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ პროფილაქტიკის თვალსაზრისითაც. ინტერფერონები ეფექტიანია ვირუსული ჰეპატიტების, ჰერპესის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, აივ-ინფექციის და ზოგიერთი სხვა ვირუსული დაავადების მიმართ.

თანამედროვე მედიცინაში კლინიკურ პირობებში ყველაზე ხშირად იყენებენ ინტერფერონის შემდეგ პრეპარატებს: რეაფერონს, როფერონს, ნიტრონ-A-ს, ინრეკს, ვიფერონს, ბეროფორს, ეგიფერონს, ველფერონს, ბეტასერონს, ფრონს, გამაფერონს, იმუნოფერონს. ინტერფერონის პრეპარატები, გარდა პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებისა, დადებით გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე. ისინი აწესრიგებენ უჯრედული იმუნიტეტის სარეგულაციო მექანიზმებს და ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში საკუთარი ალფა და გამა ინტერფერონის გამომუშავებას.


ინტერფერონის ინდუქტორები - ინტერფერონოგენები

ინტერფერონის ინდუქტორები ანტივირუსულ პრეპარატთა ყველაზე ახალი, პერსპექტიული ჯგუფია. ამ ჯგუფში შედის მაღალ და დაბალმოლეკულური ბუნებრივი და სინთეზური ნაერთები, რომლებსაც ვირუსული ინფექციებით დაავადებულის ორგანიზმში ინტერფერონის წარმოქმნის სტიმულირება შეუძლია.

ამჟამად ანტივირუსულ თერაპიაში გამოიყენება ინტერფერონთა ისეთი ინდუქტორები, როგორებიცაა ფლუორეონი, ჰოსიპოლის ანალოგები, ნეოვირი, პოლუდანი და სხვა. ციკლოფერონი, ამიქსინი, ნეოვირი სინთეზური ინტერფერონოგენებია, რომელთა მოქმედების სპექტრიც დანარჩენებზე გაცილებით ფართოა, რადგან მათ იყენებენ ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორებიც არის გრიპის რთული ფორმები, სხვა მწვავე ვირუსული რესპირატორული დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები, ენცეფალიტები, ჰერპესული და არბოვირუსული ეტიოლოგიის ინფექციები.

სხვა პრეპარატები

არსებობს ანტივირუსული პრეპარატების კლასიფიკაცია ვირუსთა ტიპოლოგიური ჯგუფების მიხედვით, რომელთა საწინააღმდეგოდაც ისინი მოქმედებენ. ამის მიხედვით განასხვავებენ ანტიჰერპესულ, ანტიგრიპოზულ, ანტიციტომეგალოვირუსულ, ანტირეტროვირუსულ და მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტივირუსულ პრეპარატებს.

ანტიჰერპესული პრეპარატები

ანტიპერპესული პრეპარატებია ვიროლექსი, ვალტრექსი, ვექტავირი და ფამვირი. ეს პრეპარატები ამუხრუჭებენ იმ ვირუსული ფერმენტების მოქმედებას, რომელთა საშუალებითაც ვირუსები თავიანთ გენეტიკურ კოდს დაზიანებული უჯრედის გენეტიკურ მასალაში ნერგავენ. ისინი აქტიურად მოქმედებენ ყველა ტიპის ჰერპესვირუსზე და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე.

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები

ასეთებია მიდანტანი, რემანტადინი, რელენზა, ტამიფლუ. ისინი ორმხრივ მოქმედებენ ვირუსებზე: დაბრკოლებებს ქმნიან იმ გზებზე, რომლებითაც ვირუსი შეიძლება შეიჭრას უჯრედში და თრუნავენ იმ ძირითადი ფერმენტის აქტივობას, რომელიც აუცილებელია ვირუსის გამრავლებისთვის. გრიპის საწინააღმდეგო ყველა პრეპარატი ინიშნება გრიპის ეპიდემიისას როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის.

ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები

ასეთებია ციმევენი და ფოსქავირი. ისინი ან თრგუნავენ იმ ფერმენტთა აქტივობას, რომელთა საშუალებითაც ვირუსი უჯრედში ინერგება, ან წინ ეღობებიან ვირუსის გამრავლებასა და მომდევნო თაობების წარმოქმნას. ციტომეგალოვირუსის საწინაღმდეგო პრეპარატები მოქმედებენ როგორც ციტომეგალოვირუსზე, ისე ჰერპესვირუსზეც, ისინი ეფექტიანნი არიან პნევმონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და ისეთი ჰერპესული ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ ემორჩილება ანტიჰერპესულ პრეპარატებს.

ანტირეტროვირუსული პრეპარატები

ანტირეტროვირუსული პრეპარატები მედიკამენტთა საკმაოდ ფართო ჯგუფია. ისინი სხვადასხვა გზითა და მექანიზმით მოქმედებენ ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსზე, წინ ეღობებიან მის გამრავლებასა და იმუნური უჯრედების დაზიანება-განადგურებას. ამ ჯგუფში აქტიური მოქმედებით გამოირჩევა ზიდოვუდინი, დიდანოზინი, ზალციტაბინი, აბაკავირი და სხვა.

მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატები

ასეთებია ვირაზოლი, ზეფიქსი და ინტერფერონები. პრეპარატთა სახელწოდებიდანაც აშკარაა, რომ ისინი აქტიურნი არიან მრავალი ტიპის ვირუსის მიმართ. ამ ჯგუფის მთავარი წევრები არიან ინტერფერონები, რომლებიც თავად ვირუსზე სპეციფიკურ ზემოქმედებას არ ახდენენ, მაგრამ დროულად იძლევიან ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის შეჭრის თაობაზე. ისინი ამგვარ ინფორმაციას ყველაზე სწრაფად გადასცემენ დაზიანებულთა მეზობელ, ჯანმრთელ უჯრედებს და ზრდიან მათ ანტივირუსულ დაცვას, ხატოვნად რომ ვთქვათ, განგაშს ტეხენ და ჯანმრთელ უჯრედებს მტრის საწინააღმდეგოდ დროული მობილიზაციის გამოცხადებაში ეხმარებიან. ასეთებია ალფა-ინტერფერონები.

იმის მიხედვით, ვირუსის ცხოველქმედების რომელ სტადიაზე ახდენენ გავლენას, ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატებს შორის გამოყოფენ:

1. პრეპარატებს, რომლებიც წინ ეღობებიან უჯრედის ზედაპირზე ვირუსის ადჰეზიას და ამით ხელს უშლიან მის უჯრედში მოხვედრას - რემანტადინი, ოქსოლინი;

2. პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ ვირუსის ნუკლეინის მჟავათა სინთეზს - იდოქსურიდინი, აციკლოვირი, რიბავირინი;

3. პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლიან ვირიონთა (ვირუსის შთამომავლობა) განვითარებას - მეთისაზონი;

4. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან უჯრედის რეზისტენტობას (გამძლეობას) ვირუსისადმი - ინტერფერონი, პოლუდანი.