როგორ აინფიცირებს ვირუსი ორგანიზმს - ნახეთ ვიდეო
ჯერჯერობით არ გვაქვს. დღეს-დღეობით ჩვენთვის ცნობილია ექვსი ათასი ვირუსი, მაგრამ სინამდვილეში არსებობს რამდენიმე მილიონი. ვირუსები არ გვანან ერთმანეთს. შეიძლება ჰქონდეთ სფეროს, სპირალის და რთული ასიმეტრიული კვანძის ფორმა. ზომები იცვლება დიამეტრით 20-დან 300 ნანომეტრამდე. განსვავებულია ნუკლეინის მჟავების ჯაჭვების რაოდენობითაც.
ვირუსები: სახეობა, სტრუქტურა და უჯრედის დაინფიცირების გზები
როგორ არის ვირუსი აგებული? აგენტის ცენტრში გენეტიკური მასალაა - რნმ ან დნმ. ირგვლივ შემოგარსული აქვს ცილოვანი სტრუქტურა - კაფსიდი. კაფსიდი ემსახურება ვირუსის დაცვას და ეხმარება უჯრედზე მოჭიდებაში. ზოგი ვირუსი დამატებით დაფარულია ლიპიდური გარსით, ცხიმოვანი სტრუქტურით, რომელიც იცავს გარემო პირობების ცვლილებებისგან. ვირუსოლოგმა დევიდ ბალტიმორმა ყველა ვირუსი გააერთიანა რვა ჯგუფში.
ვირუსების ზოგი ჯგუფი შეიცავენ ერთ ან ორ ჯაჭვიან დნმ-ს , ზოგი - ერთ ჯაჭვიან რნმ-ს, რომელთაც შეუძლიათ გაორმაგდნენ ან დაიშენოს თავის მატრიცაზე დნმ. ამასთან, ვირუსის ყოველი ჯგუფი აწარმოებს საკუთარ თავს დაინფიცირებული უჯრედის სხვადასხვა ორგანელებში.
ყოველ ვირუსს აქვს მასპინძლების განსაზღვრული დიაპაზონი, ანუ საშიშია ერთი სახეობისთვის და უსაფრთხოა მეორეთათვის.
ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება სისხლით და ბიოლოგიური სეკრეტით/სითხით. ყოველი ვირუსი განსხვავებულად აინფიცირებს უჯრედს.
ჰერპესვირუსი ჩაშენდება მემბრანაში, რის შემდეგ გენეტიკური მასალა განიძარცვავს კაფსიდს და აღწევს ბირთვში.
ც ჰეპატიტის ვირუსი მთლიანად აღწევს უჯრედში ხოლო ბაქტერიოფაგები ასხურებენ თავის გენეტიკურ მასალას ბაქტერიის შიგნით და ტოვებენ ცილოვან გარსს გარეთ.
ვირუსის გენომი ეწყობა რომელიმე ერთ ორგანოში ან ციტოპლაზმაში და გარდაქმნის უჯრედს ნამდვილ ვირუსულ ქარხანად. უჯრედში ბუნებრივი პროცესები ირღვევა და ის იწყებს ვირუსის გენომის წარმოებას და ცილის აწყობას. ამ პროცესს ეწოდება რეპლიკაცია მისი ძირითადი მიზანია ტერიტორიის ათვისება. რეპლიკაციის დროს ვირუსის გენეტიკური მასალა ერევა მასპინძელის უკრედების გენებს. ეს იწვევს ვირუსის აქტიურ მუტაციას და ამაღლებს მის სიცოცხლისუნარიანობას. როცა რეპლიკაციის პროცესი უკვე გამართულია, ვირუსული ნაწილაკები გამოეყოფა და აინფიცირებს ახალ უჯრედებს. ინფიცირებული უჯრედი კი აგრძელებს წარმოებას.
ხოლო მეორე სცენარით ადგილი აქვს ლიზისს, ანუ უჯრედი სკდება და ინფიცირებული ორგანიზმი ივსება ახალი ვირუსებით.
რატომ არის ვირუსებთან ბრძოლა ასეთი რთული? ვირუსების ევოლუცია ხდება პირდაპირ ჩვენს თვალწინ. მიმდინარეობს შეიარაღებაში მუდმივი შეჯიბრი ვირუსებსა და ცოცხალ ორგანიზმს შორის. და როცა ვირუსი იგონებს ახალ იარაღს წარმოიქმნება პანდემია. მეცნიერებამ შეძლო დაემარცხებინა ზოგიერთი ვირუსი, როგორიცაა მაგალითად შავი ყვავილი, მაგრამ სხვა ვირუსებთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და ახალი ვაქცინებია შესაქმნელი.