ერიდე გრიპს და დაიცავი ირგვლივ მყოფები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერიდე გრიპს და დაიცავი ირგვლივ მყოფები!

ტრეინინგზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ხოლო კონსულტირებას კომპანია "მაკენ ერიქსონი" უწევდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს ის აუცილებელი და მარტივი მეთოდები, რომელთა დაცვაც სეზონური გრიპის ვირუსით დასნებოვნებისა და არასასურველი გართულებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

თავიდანვე მოგახსენებთ ერთ საინტერესო ფაქტს: ის დაავადება, რომელსაც ადამიანები ხშირად გრიპს უწოდებენ, - მხედველობაში გვაქვს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ბანალური სურდო, ყელის ტკივილი, მცირედი სისუსტე და სხვა, - სინამდვილეში სულაც არ გახლავთ გრიპი. ეს სხვა ტიპის, უხეშად რომ ვთქვათ, გრიპზე გაცილებით ნაკლები ძალის მქონე ვირუსებით გამოწვეული პათოლოგიაა. რაც შეეხება გრიპს, ის საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელიც უპირატესად ზედა სასუნთქ გზებს - ცხვირს, ცხვირ-ხახას, ყელს აზიანებს, მაგრამ შესაძლოა, გამოიწვიოს ფილტვების დაზიანებაც. მას ახასიათებს სიმპტომების არა თანდათანობითი განვითარება, არამედ უეცარი გაჩენა, მაღალი ტემპერატურა, არაპროდუქტიული (მშრალი) ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შემცივნება, ყელის ტკივილი, ზოგჯერ - დიარეა და ღებინებაც.

გრიპი მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებს, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ პერიოდში მაღალია გრიპით ავადობის რისკი. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 5 დღემდეა. დაავადება ძირითადად 5-7 დღეს გრძელდება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა ერთი თვეც დასჭირდეს.

თუ უბრალო გაციების (ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის) დროს პაციენტს შეუძლია დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი, გრიპის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გრიპი ვირუსული დაავადებაა, მასზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს, სამაგიეროდ მის საწინააღმდეგოდ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები და რაც უფრო მალე ჩაერთვება ისინი მკურნალობის პროცესში, მით უფრო უკეთესია შედეგი. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ გრიპის პრევენციისთვის არსებობს პროფილაქტიკური აცრები. ახლა კი იმ რამდენიმე მარტივ, მაგრამ აუცილებელ წესს გაგაცნობთ, რომელთა დაცვაც მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან:

1. ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაიცავით ერთმეტრიანი დისტანცია - ჰაერში შეწონილი წვეთები, რომლებიც ვირუსს შეიცავს, ერთი მეტრის შემდეგ იწყებს დალექვას და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

2. ერიდეთ ხელის ჩამორთმევას. ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. თუ ავადმყოფმა დაცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს პირზე ხელი აიფარა, მასზე შეიძლება დაილექოს ვირუსი, ხელის ჩამორთმევისას კი მეორე ადამიანის ხელზე გადაინაცვლოს. იგივე ხდება ამა თუ იმ საგნის ზედაპირთან შეხებისას. ორივე შემთხვევაში ადამიანი ხდება ვირუსის მატარებელი, რომელიც 2-8 საათის განმავლობაში ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს.

3. ნუ გადაკოცნით ახლობლებს, ნაცნობებს, რადგან პირისა და ცხვირის ღრუ (როგორც ჩვენი, ასევე მათი) შეიძლება შეიცავდეს გრიპის ვირუსს, რომელიც პირდაპირი კონტაქტისას გადაეცემა მას, ვისაც ჰკოცნით.

4. ხშირად დაიბანეთ ხელები. ამგვარად მოიცილებთ გარემოსთან კონტაქტისას ხელებზე მოხვედრილ გრიპის ვირუსს.

5. თან ატარეთ სადეზინფექციო სველი ხელსახოცი ან სპეციალური სითხე. ხელსახოციც და სითხეც გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როცა ვერ ახერხებთ ხელების წყლით დაბანას.

6. დაიცავით პირბადის მოხმარების წესები:

  • პირბადე მთლიანად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. ცხვირზე ის პირბადეში ჩაყოლებული სპეციალური სამაგრით უნდა მოირგოთ.
  • პირბადე ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. დაუშვებელია ერთჯერადი პირბადის მეორედ გამოყენება. თუ ერთჯერადი პირბადე არ გაქვთ, შეიძლება ოთხფა დოლბანდისგან დამზადებული პირბადის გამოყენება.
  • პირბადე ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ, გაიკეთოთ ახალი, ხოლო გამოყენებული გარეცხოთ და დეზინფექციისთვის ცხელი უთოთი გააუთოოთ.

7. ხველისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე აიფარეთ ქაღალდის ცხვირსახოცი ან სახელო, რათა არ მოხდეს ჰაერში ვირუსების გამოფრქვევა.

8. თვალ-ყური ადევნეთ ახლობლების ჯანმრთელობას. საეჭვო შემთხვევებად შეიძლება მივიჩნიოთ თავის ტკივილი, სისუსტე, უქეიფობა, ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენები, ტემპერატურა. ისინი ზედა სასუნთქი გზების ინფექციაზე (გაციება) ან გრიპზე მიუთითებენ. მსგავსი ჩივილების მქონე ადამიანი შინ უნდა დარჩეს.

9. ხშირად გაანიავეთ დახურული შენობა - მზის პირდაპირი და არეკლილი სხივები ადვილად ანადგურებენ ვირუსებს.

10. ავადმყოფის მოვლის დროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას: მის მიერ გამოყენებული ჭურჭელი უნდა დაიმდუღროს, თეთრეულის ცვლა სასურველია სამ დღეში ერთხელ, ხოლო პირსახოცისა - ყოველდღე. თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, სარეცხ მანქანაში მდუღარე წყლის რეჟიმით. ხელით რეცხვის შემთხვევაში გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება. ავადმყოფის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები უნდა შეფუთოთ პოლიეთილენის პარკში და ისე გადაყაროთ.

გახსოვდეთ: ორსულებს, მოხუცებსა და ბავშვებს იმუნური სისტემა შედარებით სუსტი აქვთ, ამიტომ ისინი ყველაზე უმწეონი არიან, გრიპის ვირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამ წესების დაცვის შემთხვევაში ჩვენ ან სრულიად ავიცილებთ თავიდან საზონურ გრიპს, ან ხელს შევუწყობთ ავადმყოფობის ადვილად, გართულებათა გარეშე დასრულებას და მალე გამოჯანმრთელებას. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ როდესაც თავს იცავთ გრიპის ვირუსისგან, ამით თქვენს ახლობლებსა და ირგვლივ მყოფებსაც იცავთ!