თავის ტვინის რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კოვიდინფექციამ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კოვიდინფექციამ

ყველაზე ხშირად ფიქსირდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც ზემოთ ნახსენები სისხლის შედედების დარღვევებითაა განპირობებული.

თავის ტვინის მრტ კვლევითა და მორფოლოგიურადაც დაფიქსირებულია მიკროთრომბოემბოლიების არსებობა. საბედნიეროდ, ამ გართულებებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო, რაც სისხლის შედედების დროულ და ადეკვატურ წამლისმიერ კორექციას უნდა დავუკავშიროთ.

თავის ტვინის ორგანული დაზიანებებიდან შედარებით იშვიათია კოვიდთან ასოცირებული პირველადი მენინგიტები, მენინგოენცეფალიტები, მიელიტები, ე.წ. გიენ-ბარეს აღმავალი დამბლები, რაც გაცილებით ხშირად ვლინდება სხვა ვირუსული (მაგ. სარსის) პათოლოგიების დროს. ასე, მაგალითად, კოვიდის ფონზე განვითარებული პირველადი მენინგოენცეფალიტი დაფიქსირდა ეპიდემიის დაწყებიდან (ესეც საკამათოა, როდის დაიწყო?) მხოლოდ 1 თვის შემდგომ ქ. უხანში. 24 წლის სტუდენტს განუვითარდა მწვავე მენინგოენცეფალიტი მაღალი სიცხით, კომით (1.6 ქულა გლაზგოს სკალით), სერიული ტონურ-კლონური კრუჩხვებით. საყურადღებოა, რომ ე.წ. კეროვანი პათოლოგია არ დაფიქსირდა. პაციენტი დაახლოებით 3 კვირაში გამოჯანმრთელდა.

მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსი თავისუფლად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და იწვევს თავის ტვინის, უპირატესად შუბლის წილის, თეთრი ნივთიერების არასპეციფიკურ ანთებას, ასევე უჯრედისა და ნერვის გარსის დაზიანებას - დემიელინიზაციას.

მრტ-ზე დემიელინიზაციასთან ერთად გამოხატულია მიკროინსულტები და ლეიკოენცეფალოპათია. ანთებითი პროცესის ინტენსივობა დამოკიდებულია არა მარტო ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსების რაოდენობაზე, არამედ ორგანიზმის T და B ლიმფოციტების მდგომარეობაზე, ანუ იმუნური სისტემის მზადყოფნაზე.

წაიკითხეთ სრულად