ცოფის ვაქცინა, ნაკბენისა და ნაკაწრის დამუშავება და სხვა. - როგორ უნდა დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოფის ვაქცინა, ნაკბენისა და ნაკაწრის დამუშავება და სხვა. - როგორ უნდა დავიცვათ თავი

- ბატონო ვახტანგ, რას წარმოადგენს ცოფის ვაქცინა?

- ცოფის ვაქცინა წარმოადგენს დასუსტებულ ცოფის ვირუსს, რომლის შეყვანის მიზანია, ორგანიზმმა გამოიმუშაოს ანტისხეულები ცოფის ვირუსისგან თავის დასაცავად. რაც უფრო ადრე დაიწყებს დაზარალებული ვაქცინაციას, მით უკეთესი იქნება შედეგი.

- რამდენად იცავს ვაქცინა დაავადებისგან?

- ცოფის ვაქცინაცია ორგვარია - პასიური და აქტიური. აქტიური ვაქცინაცია მიმართულია იმუნიტეტის გამომუშავებისკენ, ხოლო პასიურს ორგანიზმში შეჰყავს მზა ანტისხეულები მასში მოხვედრილი ცოფის ვირუსის გასანეიტრალებლად. ამდენად, ცოფის საწინააღმდეგო დროული აქტიური და პასიური იმუნიზაცია იძლევა საფუძველს, რომ ადამიანს საფრთხე არ დაემუქრება.

- რომელ ცხოველთან ან ფრინველთან კონტაქტის შემდეგ უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია?

- ცოფით დაავადებული შეიძლება იყოს ნებისმიერი თბილსისხლიანი შინაური თუ გარეული ცხოველი. განსაკუთრებით საშიშია მღრღნელები, ღამურა, მელია, ტურა. ამიტომ ნებისმიერი კონტაქტისას, რომლის დროსაც ადამიანს მოხვდა ცხოველის ნერწყვი, არათუ კბენის, არამედ დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია კვალიფიციურ ქირურგ-რაბიოლოგთან კონსულტაცია და პროფილაქტიკური თუ სამკურნალო აცრების კურსი. აცრისგან თავის შეკავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი აცრილია და აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცოფის ბოლო აცრიდან გასული არ უნდა იყოს 11 თვე).

- როგორ უნდა დამუშავდეს ნაკბენი ან ნაკაწრი?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით, მის გარშემო არე მოსუფთავდეს ბეტადინის ხსნარით და გაკეთდეს ასეპტიკური ნახვევი. ნაკბენი ჭრილობის ქირურგიული დამუშავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს ამისთვის სასიცოცხლო ჩვენება - სისხლდენა, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. სამი დღის განმავლობაში ჭრილობის გაკერვა არ არის რეკომენდებული.

- რა სიხშირით, რაოდენობითა და პერიოდულობით კეთდება ცოფის ვაქცინა?

- არსებობს ვაქცინაციის პროფილაქტიკური და სამკურნალო კურსი. პროფილაქტიკური კურსი კეთდება ნულოვან (ანუ იმავე), მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა კიდევ თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შევწყვიტოთ, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია. თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე, სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველსავე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით. კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის აცრაც.

წაიკითხეთ სრულად