ტესტი დადებითია? მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტესტი დადებითია? მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდებით“, რომელში მოცემული რეკომენდაციებიც ბევრ ადამიანს დაეხმარა კორონავირუსული ინფექციის  მსუბუქ ფორმასთან გამკლავებაში.

წაიკითხეთ:

თუ კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდებით

თუმცა არის შემთხვევები, რომ ინფიცირებულები არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ საშუალო და ზოგჯერ მძიმე ფორმითაც კი რჩებიან სახლში და იკარგება ძალიან ძვირფასი დრო, იპარება გართულების მომენტი და სტაციონარში უკვე დაგვიანებით, უმძიმესი გართულებებით მიჰყავთ, როცა ზოგჯერ დახმარებაც კი შეუძლებელი ხდება ხოლმე.

ამიტომ მკურნალის მთავარმა რედაქტორმა, თამარ მამაცაშვილმა საჭიროდ მიიჩნია, კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია მოგაწოდოთ ამ ინფექციასთან დაკავშირებით.

1. ინფექციის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში (მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე), ორი ძირითადი რეკომენდაცია - სითხის მიღება და მოძრაობა - უცვლელი რჩება. თუ პაციენტი სუსტად არის და არ შეუძლია აქტიური მოძრაობა, უნდა იმოძრაოს, როგორც შეძლებს, საწოლში მწოლარემაც კი - ავარჯიშოს ხელ-ფეხი, გადაბრუნდეს, წამოიწიოს და დაწვეს, აკეთოს ის მოძრაობა, რისი შესაძლებლობაც აქვს. ეს აუცილებელია კოაგულოპათიური გართულების თავიდან ასაცილებლად.

ასევე - სითხეს რაც შეეხება, თუ პაციენტს არ შეუძლია დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხის (სასურველია მეტისაც) მიღება, მაშინ ინტრავენური გადასხმით უნდა განხორციელდეს დეზინტოქსიკაცია.

2. ნებისმიერმა პაციენტმა, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, სასურველია რომ სიმპტომების დაწყებიდან მე-5 - მე-6 დღეს მაინც ჩაიტაროს 4 უმნიშვნელოვანესი ტესტი:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • კოაგულოგრამა;
  • D დიმერი;
  • C რეაქტიული ცილა.
რისთვის გვჭირდება ეს ანალიზები? ვინაიდან გართულებები ყველაზე ხშირად სიმპტომების დაწყებიდან მე-7-მე-8 დღეს იწყება ხოლმე, სწორედ ეს ანალიზები განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას, რომ მძიმე გართულება თავიდან ავიცილოთ.

თუ სისხლის საერთო ანალიზში მომატებულია ნეიტროფილები, მაღალია ედს, ასევე მაღალია C რეაქტიული ცილა - ეს მაჩვენებლები გვეუბნება, რომ მეორეული გართულება ვითარდება და საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება.

თუ მომატებულია D დიმერი და კოაგულოგრამაში არის სისხლის კოაგულაციის მატების ნიშნები, ასევე თუ სისხლში მომატებულია თრომბოციტები, ეს ყველაფერი ქმნის კოაგულოპათიის რისკს, სწორედ კოაგულოპათიაა ფილტვების ვირუსული დაზიანების საფუძველი და ასევე კორონავირუსული ინფექციის მძიმე გართულებების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში გართულებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ანტიკოაგულანტური თერაპიის დაწყება.

აქვე წაიკითხეთ:

რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები - რა არის კოაგულოპათია

თუ ანალიზების გაკეთება ვერ შეძელით, მაშინ ერთადერთი ინდიკატორი თქვენი სუბიექტური შეგრძნებები და ობიექტური მონაცემებია: თუ გრძნობთ მეტისმეტ სისუსტეს, გიჭირთ წამოდგომაც კი, დაბინდული გაქვთ გონება და საუბარსაც ძლივას ახერხებთ, თუ გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ ქოშინი, გულმკერდში გრძნობთ შებოჭილობას, თუ სხეულის ტემპერატურა 5 დღეზე მეტ ხანს გრძელდება 38-ზე მაღალი, ეს ყოველივე მეტყველებს დაავადების გართულებაზე და სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობაზე.

3. თუ დიაგნოსტირებულ პაციენტს აქვს გახანგრძლივებული ხველა და ტემპერატურა, აუცილებელია სატურაციის კონტროლი და ფილტვების კტ კვლევა.

აქვე წაიკითხეთ:

რა არის სატურაცია და მის რა მაჩვენებელზეა საჭირო ჰოსპიტალიზაცია?

ამ ინფორმაციას იმისთვის ვაქვეყნებთ, რომ იცოდეთ, რა არის საყურადღებო, რა მიგვანიშნებს გართულებაზე და როდის რა არის აუცილებელი დაავადების სწორი მართვისთვის. ამ ცოდნით დაეხმარებით ექიმს, რომელსაც უაღრესად გადაძაბულ სამუშაო რეჟიმში შეიძლება გაუჭირდეს კიდევაც თითოეული პაციენტის ყველა წვრილმანის გათვალისწინება, მიაწვდით მას ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს მდგომარეობაზე.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად დაიწყოთ ანტიბიოტიკების ან ანტიკოაგულანტების მიღება (მით უმეტეს, რომ მათზე ამ სტატიაში არაფერი გვითქვამს - რომელი ჯგუფის პრეპარატები ინიშნება, რა დოზით და ა.შ) - ეს ყველაფერი მკაცრად ექიმის დანიშნულებით და მისი კონტროლით უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით ეს შეეხება ანტიკოაგულანტებს, რომელთა ბინაზე გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია მთელი რიგი უკუჩვენებებისა და გართულებების მოსალოდნელი განვითარების გამო.

თუ კორონავირუსული ინფექციის განვითარების ყველა სტადიაზე დაავადების საშუალო სიმძიმისას სწორად ვიმოქმედებთ, ამით აბსოლუტურად ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანთ მძიმე გართულების რისკს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!