ინფიცირებიდან მერამდენე დღეს ხდება ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და როდის აღარ არის საჭირო იზოლაცია? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ინფიცირებიდან მერამდენე დღეს ხდება ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და როდის აღარ არის საჭირო იზოლაცია?

ინფიცირებიდან მერამდენე დღეს ხდება ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და როდის აღარ არის საჭირო იზოლაცია?
როდესაც ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით, იწყება ვირუსის გამრავლება ორგანიზმში
და როცა ვირუსის რაოდენობა გახდება ინფექციის განვითარებისთვის საკმარისი, მაშინ ვლინდება დაავადების პირველი სიმპტომები. ამ პერიოდს ინკუბაციური პერიოდი ჰქვია, ის შეიძლება 1 დან 14 დღემდე გრძელდებოდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მისი ხანგრძლივობა 5 დღეა.

ინკუბაციური პერიოდისას ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურება. ზოგადად, ამ პერიოდში ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი არ არის, მაგრამ ექიმებს აქვთ კიდევ ერთი ტერმინი - ლატენტური პერიოდი - ეს არის დრო ინფიცირებიდან იმ მომენტამდე, როცა ადამიანი ხდება ვირუსის გამავრცელებელი და ეს ლატენტური პერიოდი ინკუბაციურ პერიოდზე
უფრო მოკლეა, დაახლოებით ერთი დღე-ღამით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი დაინფიცირდა და 3 დღის განმავლობაში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა გარშემო მყოფებისათვის, მეოთხე დღეს ის უკვე იწყებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა ჯერ დაავადების ნიშნები არ გამოვლენილა და მომდევნო, მეხუთე დღეს იგებს თავადაც, რომ ავადაა, როცა დაავადების
პირველი ნიშნები გაჩნდება. ასე რომ, გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენამდე მცირე ხნით ადრე უკვე ავრცელებს ვირუსს.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, დაავადებული ვირუსის გამავრცელებელია საშუალოდ კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 10-12 დღის განმავლობაში. ზოგადად კი ჯანმოს-ს რეკომენდაციით, თუ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში ადამიანს არავითარი სიმპტომი აღარ ჰქონია, მას აღარ სჭირდება იზოლაცია.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ვაქცინის შესახებ.
ამერიკულ ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა საინტერესო კვლევის შედეგები
თამბაქოს კვამლისაგან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გამომშრალი და ფუნქციადაქვეითებულია,
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად