იტალიის მაგალითი თვალწინ გვაქვს - იგივეს ნუ გავიმეორებთ, აუცილებლად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იტალიის მაგალითი თვალწინ გვაქვს - იგივეს ნუ გავიმეორებთ, აუცილებლად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ!

ჩვენც ხშირად ვაშუქებთ ევროპაში მიმდინარე ეპიდემიას, გთავაზობთ სტატისტიკას და ვცდილობთ, მოგაწოდოთ ამ მოვლენების მიზეზების საფუძვლიანი ახსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ, ან არ გებულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ გაწვდით, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მოგმართოთ:

იტალიასა და ესპანეთში სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეპიდემიის დასაწყისში მოქალაქეებმა არასერიოზულად აღიქვეს საშიშროება, უგულებელყვეს მთავრობის მოწოდება იზოლაციისკენ და მაინც აგრძელებდნენ შეხვედრებს, სტუმრობას ნათესავებთან, დროსტარებას. ამას დაემატა ისიც, რომ რისკ-ჯგუფში მყოფმა დაინფიცირებულებმა, რომლებსაც დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ, დროულად არ გამოიჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ დარჩნენ თვითიზოლაციაში.

ახლა მოდი, ვნახოთ, რა ხდება საქართველოში: მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეწყდა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გაჩერდა ყველა დაწესებულება, ბევრი ადამიანი გაემგზავრა რაიონებში, გაივსო სოფლები მოსახლეობით და ძალიან საყურადღებოა, რომ აქ არა მხოლოდ იზოლაციის რეჟიმია დარღვეული, არამედ არ წყდება მასობრივი თავშეყრა, დაბადების დღეები, შეხვედრები, ერთმანეთის მონახულება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა სოფლად წასულმა ოჯახმა დიდი წვეულება გამართა ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად და სტუმრები თბილისიდანაც დაპატიჟა - ეს ახლა დროებით კატეგორიულად დაუშვებელია!

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ დედაქალაქშია პრობლემა და სოფლად შეიძლება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება, ძალიან ვცდებით. თუ არ დავიცავთ ზედმიწევნით ყველა რეკომენდაციას, მაშინ შეიძლება ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან სწრაფად შეიცვალოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გვინდა გავაფრთხილოთ დედაქალაქის გარეთ მყოფი ყველა ადამიანი - თქვენც ისევე გეხებათ შინ დარჩენის რეკომენდაცია, როგორც თბილისში მყოფთ. დროებით თავი შეიკავეთ თავყრილობებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ასევე წაიკითხეთ

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობ

როგორ უნდა დალაგდეს სახლი კორონავირუსის პანდემიის დროს

"მკურნალის" ვიდეოინსტრუქცია კორონავირუსის შესახებ: სიმპტომები, როგორ დავიცვათ თავი