რომელი პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული კორონავირუსით დაავადებულთათვის - რა ურჩია საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა თავის მოქალაქეებს
კორონავირუსით დაავადებულთათვის, მან თავის მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ იბუპროფენისა და კორტიზოლის მიღებისაგან.
მინისტრის განცხადებით, ამ პრეპარატების მიღებამ შესაძლოა დაამძიმოს დაავადებულთა მდგომარეობა. ტემპერატურის დასაქვეითებლად უმჯობესია პარაცეტამოლის მიღება.
"თუ კორონავირუსით დაავადებული იღებს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან".
მინისტრის ამ ცალსახა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მედიკოსთა შორის, რადგან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით მსგავსი რეკომენდაცია არ გაუცია, თუმცა ზოგადად არსებობს გარკვეული მითითებები იბუპროფენის გამოყენებასთან დაკავშირებით: ამ პრეპარატის უკონტროლო, მით უმეტეს ხანგრძლივად, მიღება ხშირად ხდება გარკვეული გართულებების (გულ-სისხლძარღვთა თუ თირკმლებეის მხრივ) მიზეზი. მედიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდა მინისტრის განცხადება.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულია 182 ათასი ადამიანი, გარდაცვლილია 7100.
თინათინ გოცაძე
კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები