თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ვაქცინა 90 დღეში წარმოებისთვის მზად გვექნება - სასიხარულო სიახლე ისრაელიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ვაქცინა 90 დღეში წარმოებისთვის მზად გვექნება - სასიხარულო სიახლე ისრაელიდან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ზღვარზე არიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ვაქცინას რამდენიმე კვირაში მიიღებენ, ხოლო წარმოებისთვის მზად შესაძლოა 90 დღეში იყოს.

ვულოცავთ გალილეის კვლევით ინსტიტუტს MIGAL-ს ამ სასიხარულო მიღწევას - ამბობს აკუნისი, - დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და სერიოზული გლობალური საფრთხის შემცველი ვირუსის COVID-19-ს პრობლემა დაიძლევა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში MIGAL-ის გუნდი მუშაობდა შინაური ფრინველების ინფექციური ბრონტიქის გამომწვევი ვირუსის (IBV) საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ეს ვირუსიც კორონავირუსების ჯგუფს ეკუთვნის. ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა ვეტერინარულ ინსტიტუტში ჩატარებული გამოცდისას.

"ჩვენი კონცეფცია ეფუძნება არა კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, არამედ კონცეფციის შემუშავებას" - ამბობს ექიმი ჩენ კაცი, MIGAL-ის ბიოტექნოლოგიური გუნდის ხელმძღვანელი.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის COVID-19-ის დნმ გაშიფრეს, MIGAL-ის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის და აღმოაჩინეს, რომ შინაური ფრინველის კორონავირუსი გენეტიკურად ძალიან ჰგავს ადამიანის კორონავირუსს და დაინფიცირებისასაც იგივე მექანიზმს იყენებს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მისი საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უმოკლეს დროში შეიქმნება.

ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩა, რომ სისტემა გადავაწყოთ ახალი თანმიმდევრობისათვის - ამბობს მეცნიერი, - ჩვენ პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში ვაქცინა გვექნება.

კაცი აცხადებს, რომ ახალი ვაქცინის შექმნაზე MIGAL იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ მან შემდეგ კლინიკური გამოცდა უნდა გაიაროს და, წარმატების შემთხვევაში, მასობრივი წარმოება დაიწყოს.

აკუნისი ამბობს, რომ MIGAL- ის გენერალურ დირექტორს დაევალა, მაქსიმალურად დააჩქაროს ვაქცინის მიღება.

"ვითვალისწინებთ მსოფლიო საზოგადოების დიდ მოთხოვნას და ყველანაირად ვეცდებით, ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ თანხმობა 90 დღეში მოვიპოვოთ.

ეს იქნება პერორალური ვაქცინა, რაც მას ფართო საზოგადოებისთვის ადვილად გამოსაყენებელს გახდის.

ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ვაქცინის კლინიკური გამოცდის დაჩქარებაში უნდა დაგვეხმარონ" - ამბობს MIGAL- ის გენერალური დირქეტორი დევიდ ზიგდონი.

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?

უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება